კინოთეატრ „ამირანში

კინოთეატრ „ამირანში", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმებით გრძელდება

access_time2020-02-19 12:14:43

კინოთეატრ „ამირანში", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 21 თებერვლიდან რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიით განახლდება.


აფიშა:


· 21 თებერვალი - „მზის ამოსვლამდე"

· 22 თებერვალი - „მზის ჩასვლამდე"

· 23 თებერვალი - „შუაღამემდე"



კინოთეატრ „ამირანისა" და თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტის ფარგლებში ეკრანი უკვე დაეთმო კვენტინ ტარანტინოს, ვუდი ალენის, მარტინ სკორსეზეს, სტენლი კუბრიკის შემოქმედებას.


ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა.


კინოსეანსები 200:00 საათზე დაიწყება და ინგლისურ ენაზე ჩატარდება.


თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას tkt.ge-ზე 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.


(R)





„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს
access_time2020-04-02 15:15:32
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას სათანადო ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად. „დღეს, საქართველოში...

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“
access_time2020-04-02 14:15:17
ჩანთების ქართული  ბრენდი   Gepherrin, რომლის შემოსავლის  მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციის ონლაინ მიწოდებას ეყრდნობოდა, მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით საქმიანობას დროებით სრულად აჩერებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, ხდება აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან, რომ მიწოდების სერვისი არ იყოს შეზღუდული ამ ბიზნესისთვის, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ. „ჩვენი მოხმარებლის დიდი ნაწილი დისტანციურად ყიდულობდა ჩვენს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს
access_time2020-04-02 13:15:02
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1994-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.1862-ის ნიშნულზეა. საქართველოს...

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს  კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-04-02 11:40:24
ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონა ვირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7...


მსგავსი სიახლეები

up