კიმ ჩენ ინის დამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ვაშინგტონის ერთგული ძაღლი და მარიონეტი უწოდა

კიმ ჩენ ინის დამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ვაშინგტონის ერთგული ძაღლი და მარიონეტი უწოდა

access_time2022-11-24 20:00:35

სამხრეთ კორეის მთავრობამ სამწუხარო უწოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დის, კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების უფროსის მოადგილის, კიმ იე ჯონგის განცხადებას, რომელმაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ-იოლი ვაშინგტონის ერთგულ ძაღლად და მარიონეტად მოიხსენია.

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ კიმ იე-ჯონგმა დღეს ჩვენი ქვეყნის ლიდერი ვულგარული სიტყვებით, თავაზიანობის თუნდაც ყველაზე ელემენტარული ნორმის დაცვის გარეშე, გააკრიტიკა,” - ნათქვამია სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებაში.

 

კიმ იე-ჯონგმა იუნ სეოკ-იოლის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ ფხენიანის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების შესახებ გაფრთხილების გამო გააკრიტიკა. მის განცხადებას კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) ავრცელებს.

 


„როგორც კი შეერთებულმა შტატებმა კორეის წინააღმდეგ სანქციებზე დაიწყო საუბარი, სამხრეთ კორეამ გაიმეორა ის, რაც აშშ-მ თქვა. ეს ამაზრზენი ქცევა კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა შეერთებული შტატების მარიონეტი და ერთგული ძაღლია,“ - განაცხადა კიმ ჩენ ინის დამ.

 

ამავე დროს, მან სამხრეთ კორეის პრეზიდენტს და მის მთავრობას „იდიოტები„ უწოდა, რომლებიც სახიფათო სიტუაციის შექმნას განაგრძობენ.

 

„აშშ-სა და სამხრეთ კორეის მეთაურები ჩვენს წინააღმდეგ სანქციებსა და ზეწოლას რაც უფრო ამძაფრებენ, მით უფრო ძლიერდება ჩვენი სიძულვილი და რისხვა. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ სახიფათო სიტუაციის თავიდან აცილებას ჩვენზე სანქციების დაწესებით შეძლებენ, მაშინ მათ არ იციან, სიმშვიდესა და კომფორტში როგორ იცხოვრონ “, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა - Newsweek

კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა - Newsweek
access_time2022-12-07 21:00:54
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრემლის ლიდერი კიბეებიდან ჩამოვარდა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა. ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.   General SVR-მა გასულ კვირას Telegram-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა პუტინმა სამუშაო თათბირი სტრესულ ვითარებაში, სადაც განიხილავდნენ მძიმე...


მსგავსი სიახლეები

up