კიმ ჩენ ინი იმედოვნებს,რომ ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკებები კორეის ნახევარკუნძულზე პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება

კიმ ჩენ ინი იმედოვნებს,რომ ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკებები კორეის ნახევარკუნძულზე პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება

access_time2019-04-25 10:45:21

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკება კორეის ნახევარკუნძულზე არსებული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. ინფორმაციას სააგენტო TASS ავრცელებს.


კიმ ჩენ ინის თქმით, კორეის ნახევარკუნძულზე არსებული პრობლემა „მთელ მსოფლიოში“ შეშფოთების საგანს წარმოადგენს.


“ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება, რათა კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარების დასარეგულირებლად ერთად ვიმუშაოთ და მოსაზრებები გავცვალოთ”, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას “მეგობრული ურთიერთობები” აკავშირებთ.



როგორც ცნობილია, რუსეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რის შემდეგაც მხარეებმა პირისპირ მოლაპარაკებები გამართეს.


24 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მიზნით, ვლადივოსტოკის სადგურში ჩავიდა.


მოსალონელია, რომ მხარეეები ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ, ასევე კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების საკითხს, რეგიონალური თანამშრომლობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს და სხვა საკითხებს.


გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, თუ როგორ შეხვდნენ კიმ ჩენ ინს რუსეთში.


IPESS


თეგები:
კიმ ჩენ ინი



გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 14:00:32
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის პროექტშია...


მსგავსი სიახლეები

up