კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია „დირსის“ პირველი საპატიო მაცხოვრებელი გახდა

კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია „დირსის“ პირველი საპატიო მაცხოვრებელი გახდა

access_time2019-02-28 12:45:31

კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია „დირსის“ პირველი საპატიო მაცხოვრებელი გახდა. კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორ დავით ქირიას მისი საცხოვრებელი კომპლექსის – „ას ჯორჯია-დირსის“ მენეჯმენტი სიურპრიზით შეეგება.


გულშემატკივართა და „დირსის“ კომპლექსის სხვა ბინადართა თანდასწრებით დავით ქირიას „დირსის“ საპატიო მაცხოვრებლის სტატუსი მიენიჭა და ამ ფაქტის აღმნიშვნელ სიგელთან ერთად საჩუქრად „ლოპოტა სპა რეზორტის“ ვაუჩერი გადაეცა. სიმბოლური ცერემონია კომპლექსის ტერიტორიაზე, ქირიას ჩემპიონობის ამსახველი, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ბანერების ფონზე შედგა.


დავით ქირიამ კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა. შანხაიში გამართული ასპარეზობის ფინალში მან მაროკოელ მებრძოლ მაროუნ თუთუს სძლია.მანამდე, ნახევარფინალში, ქართველმა სპორტსმენმა გზიდან ჩინელი ფენგ ხინგლი ჩამოიშორა.


„ას ჯორჯია – დირსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ქეთევან ფაჩულიას თქმით, დავით ქირიას გამარჯვება „დირსის“ მენეჯმენტისთვის კარგი ინსპირაცია გახდა ახალი წამოწყებისთვის საფუძვლის ჩასაყრელად. „ჩვენი კომპლქსის ბინადარის დავით ქირიას მსოფლიო აღიარების აღნიშვნა ორიგინალურად გადავწყვიტეთ და შემოვიღეთ წოდება – „დირსის საპატიო მაცხოვრებელი“. დავითი ამ ტიტულის პირველი კავალერია. მისი მორიგჯერ გაჩემპიონება ჩვენი კომპლექსის ყველა მაცხოვრებლისთვის საამაყოა. ყველა ვზეიმობთ და გვიხარია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კომპლექსის სხვა ბევრი ბინადარიც საკუთარ საქმიანობაში მიღწეული საქვეყნო წარმატებებით „დირსის საპატიო მაცხოვრებლების“ რიგებს მალევე შეავსებს. “,- განაცხადა ქეთევან ფაჩულიამ.


„დირსის“ კონცეფციაა შექმნას არა მხოლოდ შენობა, არამედ სახლები. არა მხოლოდ დასახლება, არამედ ცხოვრების სტილი. არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ 360 გრადუსიანი კომფორტი. არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ სიყვარული. არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი ბავშვებისთვის. არა მხოლოდ აწმყოსთვის, არამედ მომავლისთვის. არა მხოლოდ კარგი, არამედ საუკეთესო.







bm.ge




„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...

„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი
access_time2020-04-07 14:00:16
„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის. „ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს...


მსგავსი სიახლეები

up