უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სასამართლოს გზით გააუქმა კიევის მეექვსე სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ხერსონის პორტის კონცესიის შეჩერების თაობაზე. უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში 15 დღეში შევა.
დაგეგმილია, ხერსონის პორტი 30–წლიანი იჯარით გადაეცეს ქართულ–შვეიცარიულ კომპანია „რისოილ–ხერსონს“, რომლის მესაკუთრეები დავით ბეჟუაშვილის „ქართულ ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფილირებული კომპანია „Petrol Oil and Chemicals” და შვეიცარიული „RISSOIL S.A.“ არიან.
რამდენიმე დღის წინ კიევში პორტის განვითარების პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა, რომელსაც უკრაინის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ცნობისთვის: 6 თებერვალს კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ხერსონის პორტის დავით ბეჟუაშვილის კომპანიისთვის გადაცემა შეაჩერა. უკრაინული მედიის ცნობით, მიზეზად კომპანიის კონცესიაზე გამოცხადებული კონკურსისგან ჩამოცილება იქცა. სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ზელენსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უკრაინას სასამართლო სისტემის გადატვირთვა ესაჭიროება“:
„ჯერ–ჯერობით სასამართლოებთან დაკავშირებით რთული სიტუაცია გვაქვს და ის ყოველთვის რთული იყო. ჩვენ ახლა ამ მდგომარეობას ვებრძვით და ვსაუბრობთ ჩვენი ინვესტორების დაცვაზე“.
წყარო: accentnews.ge