უკრაინის სხვადასხვა სამინისტროს და უწყების თანამშრომლები „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად ირანში გაემგზავრებიან. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე განაცხადა.
მისი ცნობით, მათ შორის უკრაინის საგანგებო სამსახურის, თავდაცვის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს და საავიაციო შემთხვევების გამოძიების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იქნებიან.
„მათი მიზანი გამოძიება და ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული უკრაინელების იდენტიფიკაცია და რეპატრიაცია იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე ცნობით, სპეციალისტები ირანში 8 იანვარს, საღამოს გაემგზავრებიან.
თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737-ი ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები. ირანმა კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი შავი ყუთის Boeing-ისთვსი გადაცემაზე უარი განაცხადა.
imedinews.ge