კიდევ მინუს სამი - ფრანგულ რივიერაზე ვილების გარეშე დერიპასკა, ბაჟაევი და შამალოვი დატოვეს

კიდევ მინუს სამი - ფრანგულ რივიერაზე ვილების გარეშე დერიპასკა, ბაჟაევი და შამალოვი დატოვეს

access_time2022-04-29 00:00:00

საფრანგეთის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსი ბიზნესმენების სამი ვილა დააპატიმრა. ორი მათგანი ოლეგ დერიპასკასა და მუსა ბაჟაევს ეკუთვნის, მესამის მფლობელი კი კირილ შამალოვია.


ადგილობრივი გამოცემა Nice-Matin-ის ცნობით, UC Rusal-ის დამფუძნებლის, ოლეგ დერიპასკას და „რუსული პლატინის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მუსა ბაჟაევის ვილები საფრანგეთის ე.წ. ლაჟვარდოვან სანაპიროზე (Côte d'Azur-ზე), სენტ-ტროპესთან და სენ-ჟან-კაპ-ფერატის კომუნასთან მდებარეობს, ხოლო „სიბურის“ აქციონერ შამალოვის ვილა ბიარიცის მახლობლად არის განლაგებული.


The Wall Street Journal-ის მონაცემებით, საფრანგეთის ხელისუფლებამ მთლიანობაში სანქცირებულ რუს ბიზნესმენებთა უძრავი ქონების 40-ზე მეტი ობიექტი გაყინა. მათ შორის არის რომან აბრამოვიჩის ვილა „შატო დე ლა კრუა“ იმავე საფრანგეთის რივიერაზე.


The Daily Mail-ის ცნობით, სანქცირებულ რუსი ბიზნესმენებს 25 მლრდ ევროზე მეტი ღირებულების ქონების 33 ობიექტი ჩამოერთვა. მათ შორის არის სახლები, თვითმფრინავები, იახტები და ვერტმფრენები, საიდანაც თორმეტი, გამოცემის მტკიცებით, რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. აბრამოვიჩის ვილა რივიერაზე 120 მლნ დოლარად არის შეფასებული. იმავე საფრანგეთის რივიერაზე, Forbes USA-ს ცნობით, რუსი ბიზნესმენის, გენადი ტიმჩენკოს მეუღლის ორი სასტუმროც დააპატიმრეს.



11 აპრილიდან ევროკავშირმა ოპერაცია „ოსკარი“ დაიწყო, რომელიც სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ აქტივებს ავლენს. გამოძიებას „ევროპოლი,“ ასევე, იუსტიციის ორგანოთა თანამშრომლობის ევროპული სააგენტო და ევროკავშირის საგარეო საზღვრების უსაფრთხოების სააგენტო Frontex აწარმოებენ.


თავის მხრივ, აშშ-ს ხაზინამ დაიწყო პროგრამა, Kleptocracy Asset Recovery Rewards, რომელიც იმ პირთა დაჯილდოვებას ითვალისწინებს, ვინც უწყებას „კლეპტოკრატიის“ აქტივების დაპატიმრება-კონფისკაციაში დაეხმარება. ჯილდოს ოდენობა 5 მლნ დოლარამდე შეადგენს. ასევე, რუსი მილიარდერების აქტივებსა და მათ შორის, ხელოვნების კოლექციებს სპეციალურად შექმნილი საერთაშორისო ჯგუფი, REPO (Russian Elites, Proxies, Oligarchs) იძიებს. მასში მონაწილეობენ აშშ-ის გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და კანადის ხაზინის მდივნები, ჯანეტ იელენი, ბრუნო ლე მერი, კრისტიან ლინდნერი, დანიელე ფრანკო და ხრისტა ფრილანდი, ასევე, ევროკავშირის იუსტიციის კომისარი, დიდიე რეინდერსი.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up