კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო უსაფრთხოება

კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო უსაფრთხოება

access_time2020-03-31 11:05:48

საქართველოს მთავრობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად ანტიკრიზისულ გეგმა არაერთმა საკონსულტაციო კომპანია და პოლიტიკურმა პარტიამ შესთავზა, თუმცა, ხელისუფლებამ ყველა მათგანი ჯერ დაიწუნა და შემდეგ არარეალისტური უწოდა.   კრიზის დასაძლევად ამ დრომდე საკუთარი გეგმა საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია. მოსახლეობისთვის უცნობია, როგორ აპირებს ხელისუფლება იმ პრობლემაას გაუმკლავდეს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკას მიადგება. პრობლემაზე აქტიურად დაიწყო საუბარი ბიზნესმაც, მათი თქმით, საქართველოს მთავრობა საკითხზე რეაგირებას აგვიანებს, რის გამოც ქვეყანა შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დადგეს.

 

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმას ელოდება გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრე რატიშვილიც. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ წარადგინოს ანტიკრიზისულ გეგმა იმ უმძიმესი კრიზისის  გადასალახავად, რომელიც ქვეყანას წინ  ელოდება.

 

„მთავრობის მოქმედებას ორ ნაწილად გავყოფდი: ერთი ეს არის მოქმედება, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ამ მხრივ უდაოდ წარმატებულია მთავრობის მოქმედება.  გაგვიმართლა, რომ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელები და დარგის სპეციალისტები უმაღლესი დონის პროფესიონალები გვყავს, რომელთა რეკომენდაციებს როგორც ჩანს მთავრობა უპირობოდ ასრულებს, რაც უდაოდ უნდა ჩავუთვალოთ დიდ პლუსში. 

 

რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, ახლა არ არის კრიტიკის დრო, პირიქით მხარში უნდა დავუდგეთ მთავრობას იმიტომ, რომ ობიექტურად ისინიც ძალიან მძიმე სამუშაო პირობებში არიან და მძიმე დღეები უდგათ. ანტიკრიზისული გეგმა, არავის თვალით არ გვინახავს კონკრეტული პუნქტებით გაწერილი დოკუმენტი. რა არის, რას გულისხმობს, რა შინაარსია მასში ჩადებული, როგორც ქალბატონი ეკონომიკის მინისტრისგან გავიგეთ თითქმის დასრულების ეტაპზეა ამ გეგმის შესრულება, დაველოდოთ უახლოეს დღეებში გამოჩნდება ეს გეგმა და მისი ავკარგიანობის შესახებ შემდეგ ვისაუბროთ“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

 

გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი  იმ ქმედით ნაბიჯებზე საუბრობს,რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ალექსანდრე რატიშვილი აცხადებს, რომ პირველ რიგში, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი უნდა შეეცადოს ლარის კურსის დასტაბილურებას. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება უარყოფითი მოლოდინებითაა განპირობებული, სწორედ ამიტომ „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორის განცხადებით, უნდა დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები იმისთვის, რომ მოსახლეობაში არსებული აჟიოტაჟი ჩაცხრეს.


 

„ჩემი აზრით, პირველ რიგში ვალუტის კურსის დასტაბილურებისკენ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. სასწრაფოდ არის უმკაცრესი რეგულაციები შემოსაღები. ფაქტია, რომ არსებული ვალუტის კურსი უარყოფითი მოლოდინითა განპირობებულია და როგორც ჩანს, თუ კი ვინმეს რაიმე დანაზოგი აქვს ლარში 100 ლარი აქვს თუ ათასი ყველა მიდის ჯიხურში და ყიდულობს დოლარს სჭირდება თუ არ სჭირდება. ამაზე უნდა დაწესდეს უმკაცრესი შეზღუდვები, მკაცრი ლიმიტები უნდა იყოს და მხოლოდ და მხოლოდ იმ იმპორტიორებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი სავალუტო შესყიდვების რეზერვი, რომლებიც სასურსათო მარაგების შევსებაზე მუშაობენ. ყველას დოლარის ყიდვა რომ აქვს გადაწყვეტილი უნდა შევაკავოთ უმკაცრესი წესებით. თავისით ეს ვერ მოხდება. ეს არის ზვავის პრინციპი, ყველას ჰგონია რომ სახლში დოლარი უნდა ჰქონდეს. ამ დროს ვიცით, რომ სამოგზაუროდ არავინ მიდის, ყველა სახლშია და დოლარის  საჭიროება არ აქვთ“, - განმარტავს ალექსანდრე რატიშვილი.

 

კიდევ ერთი საკითხი რაზეც „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი ამახვილებს ყურადღებას ეს ადგილობრივი წარმოება.. ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, ქვეყანაში უმეტესი პროდუქცია იმპორტირებულია, რაც ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ქართული წარმოების განვითარება.

 

„მნიშვნელოვანი პაკეტი უნდა დაიდოს ადგილობრივი წარმოების და სოფლის პროდუქტების მწარმოებლების ხელშესაწყობად. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო და საომარი უსაფრთხოება, სასურსათო და ჯანდაცვის უსაფრთხოება არანაკლებ მნიშვნელოვანია მეტად თუ არა თანამედროვე ეპოქაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და როდესაც ქვეყანა მილიარდი დოლარის სასურსათო პროდუქტის იმპორტს ახორციელებს, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ღია ბოსტნეულზე და აღარ ვსაუბრობ შეფუთულ ტკბილეულზე, კონსერვზე და ასე შემდეგ,  ეს არის კატასტროფა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მდგომარეობა და დღეს როგორც იქნა მთავრობის ეკონომიკური ჯგუფი ალაპარაკდა იმაზე, რომ პრიორიტეტად გამოვაცხადებთ ადგილობრივ წარმოებას და სოფლის მეურნეობის წარმოების ხელშეწყობას. როგორც იქნა დადგა ეს მომენტი და ამის მოსმენას მოვესწარი. მსოფლიო ისტორიამ არა ერთხელ გაიარა ის მომენტი, რომ ღრმა კრიზისები დიდი ნახტომის საწინდარი ხდება ხოლმე, თუ ასეთ მომენტთან გვექნება საქმე საქართველოს შემთხვევაში ჩავთვლით, რომ კორონავირუსმა ცოტა კი დაგვაზარალა მაგრამ უდიდესი ნახტომი გაგვაკეთებინა განვითარებისკენ“,- ამბობს ალექსანდრე რატიშვილი.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up