„კიდევ ერთი თვით გაჩერება ნიშნავს, რომ სასტარტო პოზიციასთან დაბრუნებას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება“-ბიზნესი შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს

„კიდევ ერთი თვით გაჩერება ნიშნავს, რომ სასტარტო პოზიციასთან დაბრუნებას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება“-ბიზნესი შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს

access_time2020-04-17 16:30:52

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, მინიმუმ 10 მაისამდე გახანგრძლივდა და თუ ბოლო დღეების ტენდენციას მივიღებთ მხედველობაში, შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს. ბიზნესისთვის კი შეზღუდვები უფრო და უფრო მეტად მკაცრდება. ამ ფონზე მეწარმეები ამბობენ, რომ კიდევ 1 თვით გაჩერებას ვეღარ გაუძლებენ და სასტარტო პოზიციასთან დაბრუნებას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება.


ეკონომიკური ტიპის შეზღუდვები მეტ-ნაკლებად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა საქართველო ვირუსის გავრცელების წინმსწრებად და მეტ შეზღუდვას აწესებს, ვიდრე ეს სხვა ქვეყანებში მოხდა. ჩვენთან შეზღუდულია ის დარგებიც კი, რომელზეც არანაირი დასაბუთება არ არსებობს, თუ რატომაა აუცილებელი ანტივირუსული პრევენცია.


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაბეჯითებით აცხადებს, რომ საჭიროების შემთხევაში სრული კარანტინიც იქნება დაწესდება, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედი აქვს, რომ ეს საჭირო არ გახდება მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ბუნებრივია, ეს მეტ შეზღუდვებს გამოიწვევს ეკონომიკისათვისაც, რომელიც უკვე უფსრულისკენ მიექანება.


ბიზნესმენის და ეკონომისტის ზურაბ ტყემალაძის მოსაზრებით, დღეს ყველა ბიზნესს ერთნაირად უჭირს და რთული სათქმელია, საიდან უნდა დაიწყოს შეზღუდვების მოხსნა, თუმცა ეს რომ აუცილებელია, აშკარაა.


ახლა საკითხი ასე არ დგას, რომელ ბიზნესს უფრო უჭირს და რომელს - ნაკლებად. ყველა სექტორს, აბსოლუტურად ყველას ექმნება უდიდესი პრობლემები, თუ, რა თქმა უნდა, ბიზნესი კეთილსინდისიერია და არ ცდილობს უკანონო გამდიდრების გზების პოვნას. ახლა არასტანდარტული ვითარებაა. აქამდე სხვადასხვა ტიპის პრობლემის დროს, ერთი ან რამდენიმე სექტორი ხეირობდა, დღესდღეობით ეს გამორიცხულია.


კერძო სექტორი რომ ცუდ დღეშია, ყველა ხედავს. ძალიან ძნელია ითქვას, საიდან უნდა დაიწყოს შეზღუდვების მოხსნა, ფუფუნების საგნებს არ ვგულისხმობ, მაგრამ სხვა ყველაფრის წარმოება და გაყიდვა უკვე საჩქაროდ დასაბრუნებელია. კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, სამშენებლო მასალები, ყველაფერი ერთიმეორეზეა გადაბმული. სამშენებლო მასალების დეფიციტი, გამოიწვევს მშენებლობის შეფერხებას და ა.შ.



მე პირადად არ მგონია, შეზღუდვები 10 მაისს მოიხსნას. ჩვენი სურვილი რასაკვირველია ესაა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ძალიან რთულია ითქვას, რამდენხანს გაგრძელდება და რა ვადით გაუძლებს ბიზნესი წნეხს“, - განუცხადა ტყემალაძემ ,,რეზონანსს“.


მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმლძღვანელი, მიხეილ ჭელიძე პირდაპირ ამბობს, რომ საჭიროა ყველა შეღავათის ამოქმედება ბიზნესასთვის, რათა ხანგრძლივი სტაგნაციის პირობებში, გადარჩენა მოხერხდეს.


„ვერ გეტყვით რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პანდემიის ხანგრძლივობაზე და ეფექტურ მუშაობაზე. ბიზნესისთვის ვადის კიდევ გახანგრძლივება ძალიან ცუდი იქნება. თანაც ასამოქმედებელია ბევრი სახის შეღავათი. ბიზნესიდან ფულის ამოღება უნდა შეწყდეს, გადავადდეს. მაგალითად, დაგროვებითი საპენსიო სისტემაში გადარიცხვა უნდა გაჩერდეს, ნებისმიერი ის ვალდებულება, რომლის გრაფიკით გაწერა შესაძლებელია უნდა დაგრაფიკდეს.გარდა ამისა, საჭიროა სახელმწიფომ დაიწყოს შეზღუდვების გაუქმება იმ სექტორებზე, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. საოფისე მუშაობის აღდგენა ნამდვილად შესაძლებელია“, - აღნიშნა რეზონანსთან ჭელიძემ.


ბიზნესისთვის 3-4-თვიანი გაჩერება ნიშნავს, რომ 2 წელი მოუნდებიან პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას“. „შუხმან ვაინის’’ გენერალური დირექტორის ნუცა აბრამიშვილის აზრით, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აკრძალვა აუცილებელია, თუმცა ზოგიერთი წარმოების სრულად გაჩერება, საქართველოს ეკონომიკისთვის მიზანშეწონილი არ არის.


სასტუმრო და სარესტორნო მიმართულების შეზრუდვა გასახანგრძლივებელია, რადგან სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოსახლეობაზე. ჯერჯერობით, საზღვრების გახსნაზე, ძალიან ადრეა საუბარი. ჩვენ ვართ ტურიზმზე მიბმული ეკონომიკა, ძირითადად, სარესტორნო და სასტუმრო მიმართულება, ამიტომ აქ ცალსახად საჭიროა შეზღუდვები. თუმცა, სხვადასხვა მიმართულებები უნდა გადაიხედოს, რათა ეკონომიკა მნიშვნელოვნად არ შეფერხდეს.


ჩვენ გვიწევს პანდემიასთან და ეკონომიკის გამოწვევებთან ერთობლივი ბრძოლა, ამიტომ ძალიან სწორად უნდა შეფასდეს, რომელი ბიზნეს საქმიანობების დაშვება შეიძლება. ვფიქრობ, საწარმოების სრულად გაჩერება საქართველოს მსგავსი ეკონომიკისთვის მიზანშეწონილი არ არის. კომპანიისთვის 3-4 თვიანი გაჩერება ნიშნავს, რომ 2 წელი მოვუნდებით პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას“,- განუცხადა ბიპიენს ნუცა აბრამიშვილმა.



გაზეთი „რეზონანსი“






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up