“კიდევ ერთი თაობა გაუშვა საქართველომ მოუსავლეთში“

“კიდევ ერთი თაობა გაუშვა საქართველომ მოუსავლეთში“

access_time2019-06-05 18:30:53


კიდევ ერთი თაობა გაუშვა საქართველომ მოუსავლეთში — წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი.


პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:


 რა საოცარ სვლებს აკეთებს ამერიკის პრეზიდენტი. შიდა სფერო და ეკონომიკა ხომ ამოქაჩა, გაამარტივა სახელმწიფო ბიუროკრატიული სისტემა, პრაქტიკულად მოსპო უმუშევრობა, რითაც ტოტალურად მოიგო აფრო-ამერიკელთა და ლათინო-ამერიკელთა ჯანმრთელი სპექტრის გული, ამასთან, ბრწყინვალე სვლები საგარეო ფრონტზე: უკრაინის გამოცხადება მთავარ სტრატეგიულ სამხედრო პარტნიორად ნატო-ს გარეთ; გერმანიიდან პოლონეთში გადააქვს ევროპაში განლაგებული ამერიკული ძალების ბირთვი; დისტანციაზე უჭირავს ჩინეთი და რუსეთი; სტატუს კვო აღუდგინა ირანის არანორმალურ რეჟიმს. ამერიკული სამხედრო აქცენტი აღმოსავლეთ ევროპული ხდება. რუსეთის ჯიბეში ჩამსხდარი გერმანია-საფრანგეთის ეტაპობრივ მარგინალიზაციასთან ერთად, დღეს უაღრესად შთამბეჭდავი ხელშეკრულება შესთვაზა ბრიტანეთს ბრექსიტის შემდეგ.


ეპოქალური პრეზიდენტი ჰყავს ამერიკას და ამ 8 წლიან ფანჯარას ჩვენ ვხვდებით სალომე ზურაბიშვილით და ბიძინა ივანიშვილით.


კიდევ ერთი თაობა გაუშვა საქართველომ მოუსავლეთში, გაუმჯობესების პერსპექტივების გაურკვეველი ვადით გადადებასთან ერთად.


ჭიჭიკო გოგოლის ცნობილი ფრაზის არ იყოს, - ციხე ქურდებისაა და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთო -, თქვენია ეგ ქვეყანა თქვენი შვილების აწმყოთი და მომავლიანად და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ! — წერს ზურაბ გურული.


კომერსანტი




გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up