„კიდევ ერთი საგანგაშო მაჩვენებელი“ - ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აჭარბებს

„კიდევ ერთი საგანგაშო მაჩვენებელი“ - ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აჭარბებს

access_time2019-11-08 11:00:13

2018 წელს საერთაშორისო ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თითქმის 200 მილიონით აჭარბებდა. ამის შესახებ, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია“ აღნიშნული.


დოკუმენტის თანახმად, 2015-2018 წლებში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება ქვეყანაში უფრო სტაბილური პროცესია, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. 2015-2017 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარბებდა ქვეყანაში შემოსულ ფულადი გზავნილების ყოველწლიურ ოდენობას, თუმცა, 2018 წელს სურათი შეიცვალა.




საერთაშორისო ფულადი გზავნილები განვითარებად ქვეყნებში უცხოური ვალუტის შედინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. თუმცა, ის ფაქტს, რომ ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აჭარბებს, საგანგაშოდ მიიჩნევს „ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი“ პაატა შეშელიძე.



„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად არის შეზღუდული და შემცირებული, როგორც ჩანს ამას აქვს პოლიტიკური წინამძღვრები. საქართველო არ არის ხელგაშლილი ინვესტორების მიმართ და ეს მთავრობის ნებართვის გარეშე იშვიათად ხდება. სასაცილოც კი არის, მაგრამ მე მახსოვს ეკონომიკის სამინისტროში საგანგებოდ შეიქმნა სპეციალური თანამდებობა, რომელიც აქტიურად იქცა ინვესტიციების მაკონტროლირებელ მექანიზმად. სწორედ ეს არის ამ ყველაფრის შედეგი. აბა როგორ შეიძლება განვითარებად, ჯანსაღ ქვეყანაში საერთაშორისო ფულადი გზავნილები იყოს უფრო დიდი შემოსავლის წყარო და უცხოური ვალუტის შემოდინების მექანიზმი, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. საგანგაშო მდგომარეობაა კიდევ ერთი მიმართულებით და კიდევ ერთი მაჩვენებლის მხრივ. ამის შესახებ თავიდანვე ვამბობდი და აშკარა იყო, რომ მთავრობის გააქტიურება ინვესტიციების კონტროლის მიმართულებით და სპეციალური თანამდებობის პირის დანიშვნა რომ გააკონტროლოს ეს, სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა იმ გზაზე დადგომას, რომ უცხოელი ინვესტორი საქართველოში არ უნდა შემოვიდეს“, - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.


„საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის“ თანახმად, ბოლო ოთხ წელში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 32%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში კვლავ რუსეთიდან შემოდის. თუმცა, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა ოდნავ შემცირებულია. ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა ისრაელიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა. ასევე გაზრდილია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობაც.



ნინო თამაზაშვილი





შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...


მსგავსი სიახლეები

up