კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია

access_time2020-01-23 13:26:50

ბუნებრივი გაზის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ, ენერგოუსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების დირექტივა (N 2004/67/EC) მიიღო საქართველომ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერი იყო, თუმცა თარიღის გადაწევა საქართველოსა და ენერგოგაერთიანების სამდივნოს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი გახდა და გაზსაცავის მშენებლობამ 2021 წლისთვის გადაიწია.


საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ დაფუძნებული “საქართველოს გაზსაცავის კომპანიაში” ამბობენ, რომ ტენდერის ფარგლებში გრძელდება კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შეფასება. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა დაიწყება.


“მიმდინარეობს ტენდერში შემოსული წინადადებების შეფასება. ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნილი მრავალი დაზუსტება, გამომდინარე გაზსაცავის პროექტის რთული ხასიათიდან. საკმაოდ მოცულობითი სამუშაო უკვე ჩატარებულია. ტენდერი ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება. ვვარაუდობთ, რომ კონტრაქტორი კომპანია გამოვავლინოთ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. 2020 წლის მეორე კვარტალში იგეგმება სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის დაწყება, რომლის ფარგლებში გაიბურღება ორი საკვლევი ჭაბურღილი. იქნება მოპოვებული გეოლოგიური და სხვა სახის ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობით მოხდება პროექტის დახვეწა. პირველი ფაზის დასრულებას ვვარაუდობთ 2021 წლის ბოლოსთვის. შემდეგ დაიწყება მასშტაბური სამშენებლო სამუშაო. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლას ვვარაუდობთ 2024 წლის დასაწყისისთვის”, – განაცხადა “საქართველოს გაზსაცავის კომპანიის” გენერალურმა დირექტორმა, იმედა კახიანმა.


რატომ გვჭირდება გაზსაცავი


საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის აუცილებლობის დამადასტურებელი შემდეგი ფაქტორები არსებობს:



საქართველოს ბუნებრივი გაზის წმინდა იმპორტიორია. საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი გაზის წილი მთლიან მოხმარებაში ერთ პროცენტსაც ვერ ადგენს, შესააბამისად, ჩვენ იძულებულები ვართ საკუთარი მოხმარების დიდი ნაწილი იმპორტირებული ბუნებრივი გაზით ვუზრუნველვყოთ;


ბუნებრივი გაზის მომწოდებლების მონოპოლიური მდგომარეობა, ანუ საქართველოსთვის დღეს აზერბაიჯანია გაზის ძირითადი მომწოდებელი, ალტერნატივა კი რუსეთია, რომლისგანაც საქართველოს ზამთრის თვეებში იღებს ბუნებრივ გაზს. რუსეთს კი ენერგორესურსები საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ გამოუყენებია პოლიტიკურ იარაღად;


ადგილობრივი ბუნებრივი გაზის ბაზრის მონოპოლიური მდგომარეობა. ადგილობრივი ბაზრის (გარდა თბილისისა) დიდი ნაწილი აზერბაიჯანის სახელწიფო მფლობელობაში არსებული კომპანიის, SOCAR-ის და მისივე შვილობილი კომპანიების მფლობელობაშია;


ენერგიის მოხმარების კუთხით საქართველოსთვის მკვეთრად დამახასიათებელია სეზონურობა, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხებს სიმწვავეს სძენს.


ვინაიდან საქართველოს ენერგოგაერთიანების წევრ ქვეყნებთან უშუალო სახმელეთო ან საზღვაო საზღვარი არ აქვს (თურქეთი და სომხეთი გაერთიანებაში მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით არიან წარმოდგენილი), საქართველოსთვის ევროგაერთიანების საერთო ბაზრის უპირატესობებით სარგებლობა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ანუ, საქართველოს ენერგოგაერთიანების ზონის ბუნებრივი გაზის ბაზარზე ჯერჯერობით მხოლოდ ცალმხრივი წვდომის პერსპექტივა ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ენერგოგაერთიანებაში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ როგორ ბუნებრივი გაზის ტრანზიტორი ქვეყანა და არა როგორც ბუნებრივი გაზის მიმღები თუ იმპორტიორი. ჯერჯერობით სიტყვას რა დატვირთვა აქვს? ანუ რაზეა დამოკიდებული?


გაზსაცავის მშენებლობა თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე იგეგმება და მასში 300-მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დააფინანსებენ.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“


თეგები:
გაზსაცავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up