კიდევ ერთი არგუმენტი, რომ შეუსრულებელი სამუშაოები ერთმანეთს გადააბრალონ - ვატო ასათაშვილი ბაკურიანის მართვისთვის სსიპ-ის შექმნას აბსურდად მიიჩნევს

კიდევ ერთი არგუმენტი, რომ შეუსრულებელი სამუშაოები ერთმანეთს გადააბრალონ - ვატო ასათაშვილი ბაკურიანის მართვისთვის სსიპ-ის შექმნას აბსურდად მიიჩნევს

access_time2020-07-17 10:00:54

„კიდევ ერთი სსიპ-ის შექმნა არის სრული აბსურდი.  ეს იქნება გაზრდილი შტატი,  გაზრდილი საბიუჯეტო დანახარჯი და კიდევ ერთი არგუმენტი იმის, რომ ვერშესრულებული სამუშაო ბევრმა რგოლმა ერთმანეთს გადააბრალოს. ისმის კითხვა, რა საჭიროა ყველა ეს ჩახლართული ორგანიზაციები, რომელთაც გაუგებარია რა ევალებათ? ერთადერთი არგუმენტი შეიძლება იყოს ის,  რომ ვიღაც კონკრეტული პირები დაასაქმონ და  ამ ხალხმა ხელფასი მიიღოს,“ - ასე აფასებს ჰელისკი ჯორჯიას დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას, შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით.


მთავრობის მიერ, მუნიციპალიტეტებს მიეცათ შესაძლებლობა, საკრებულოების გადაწყვეტილებით, შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი(სსიპ), რომელიც პასუხისმგებელი იქნება ისეთი მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე, როგორებიცაა: ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, პარკირების უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობა, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება.


ჰელისკი ჯორჯიას დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ამ ინიციატივის არამიზანშეწონილობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ იდეა ჩანასახშივე კერძო სექტორში ანტიპათიას იწვევდა. მისი განმარტებით, როგორც ბაკურიანს, ასევე სხვა კურორტებს მართვისა და განვითარების ვალდებულებით ჰყავს როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოები, ასევე მთის კურორტების განვითარების სააგენტო და თავად ინფრასტრუქტურის სამინისტრო. შესაბამისად კიდევ ერთი ორგანიზაციით სისტემის დაქსაქსვა ბიუროკრატიულ პროცესებს გაართულებს და არამიზნობრივ ხარჯებს ბიუჯეტიდან გაზრდის.

 

ჯერ კიდევ ზამთარში,  ბაკურიანსა და გუდაურში არსებული პრობლემების ფონზე, მთავრობამ თითქოს მოგვარების გზად, გადაწყვიტა, რომ ახალი სსიპ-ები უნდა შექმნას.  მაშინვე, კერძო სექტორის წარმომადგენლები ამ ინიციატივას კრიტიკულად მივუდექით. უცნობია, რატომ არის საჭირო კიდევ ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი(სსიპ), როცა  არსებობს საბიუჯეტო ორგანიზაცია - მთის კურორტების განვითარების სააგენტო, რომელსაც ევალება საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა. არსებობს მუნიციპალიტეტები, რომელთაც აქვთ  ინფრასტრუქტურული სამსახურები და მათ ვალდებულებაშია წყალმომარაგება, გზები, კომუნიკაციები, ელექტროსისტემები. გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც ასევე გეგმავს რეგიონულ პროექტებს.  ახალი სსიპ-ის შექმნა ბაკურიანისთვის იქნება კიდევ ერთი დამატებითი ბიუროკრატია, გაზრდილი ბიუჯეტი და არამიზნობრივი ხარჯები.


 თუ გვინდა, რომ  კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, ყველა ამ რგოლის ფუნქციების შეკვეცა უნდა მოხდეს და ერთი მმართველი ორგანო ჩამოყალიბდეს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაგეგმარებაზე.  ყველა მიმართულებას ჰყავს თავისი სპეციალისტი - იქნება ეს გზის დამგები, ტრასების დამტკეპნი თუ წყლის სისტემის რეაბილიტაციის კომპანიები - ყველამ თავისი სამუშაო უნდა შეასრულოს. მაგრამ, მათ უნდა ჰყავდეს ერთი მაკონტროლებელი და პროცესის მეთვალყურე,“ - განმარტავს ვატო ასათაშვილი.


 

გასული ზამთრის სეზონზე ბაკურიანსა და გუდაურში ადმინისტრირებასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, რაც გამოიხატა იმაში, რომ თითქმის მთლიანად კურორტებზე წყლის მიწოდება შეწყდა, რამაც როგორც ადგილობრივების, ასევე ტურისტების მხრიდან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მთავრობის განმარტებით, ეს ყველაფერი რაც მეტწილად გამოწვეულია თვითმმართველობებში არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსით.


სწორედ ზემოთხსენებული ფაქტორი გახდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან კურორტების მართვის ახალი მოდელის შემუშავების საფუძველი.


მუნიციპალიტეტების საკრებულოს ნებართვით შექმნილ სსიპ-ს მიეცემა ისეთი უფლებები, როგორებიცაა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრობების გამართვის ორგანიზება, საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და სხვა.


ამასთან, მუნიციპალიტეტების უფლება შექმნან სსიპ-ები, იმოქმედებს 2030 წლამდე, რის შემდეგაც გადაიხედება ასეთი მოდელის მოქმედების საჭიროება.


ბაკურიანის განვითარებისათვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო 58 მილიონი ლარის 8 პროექტს ახორციელებს.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up