კიბო ჩვეულებრივ გაციებას დაემსგავსება — მომავლის 3 პროგნოზი მიჩიო კაკუსგან

კიბო ჩვეულებრივ გაციებას დაემსგავსება — მომავლის 3 პროგნოზი მიჩიო კაკუსგან

access_time2022-11-29 20:55:07

მიჩიო კაკუ ერთ-ერთი უდიდესი ცოცხალი მეცნიერების კომუნიკატორია. წერდა პოპულარულ სამეცნიერო წიგნებს 1980-იანი წლებიდან და გამოდიოდა უამრავ სატელევიზიო შოუში. ის კარგად არის ცნობილი საზოგადოების წევრებისთვის, რომლებიც სიამოვნებით სწავლობენ უახლესი მეცნიერების შესახებ. მიჩიო კაკუ ასევე წარმოადგენს პატივცემულ აკადემიკოსს, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები და სახელმძღვანელოები ფიზიკის ისეთ თემებზე, მათ შორის სიმების თეორიაზე. ის ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, ვინც მუშაობდა სიმებიანი ველის თეორიაზე.


მსგავსად სხვა პიროვნებებისა, რომლებიც სწავლობენ მეცნიერებას და აქვთ ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, დოქტორი კაკუ დაინტერესებულია საკითხების ფართო სპექტრით და მზადაა, ისაუბროს რამდენიმე მათგანზე. კერძოდ, კაკუ განიხილავს ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისა და მომავალი ნეირომეცნიერებისა და მედიცინის საკითხებს.


როგორ გახდება კაცობრიობა პლანეტათშორისი სახეობა


მრავალი მილიარდერი, მეცნიერი თუ ისინი, ვინც არტემის 1-ის მისიის უკან დგას, მივიდნენ დასკვნამდე, რომ კაცობრიობა უნდა გახდეს პლანეტათშორისი სახეობა. ეს იდეა ახალი არ არის: დოქტორი კაკუ აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მან ერთხელ უკვე ისაუბრა კარლ სეიგანთან.


დოქტორი კაკუს თქმით, სეიგანი ამტკიცებდა, რომ დედამიწა მოქცეულია ასტეროიდების, კომეტებისა და მეტეორების სასროლი გალერეის შუაში. გარდაუვალია, რომ ჩვენ პლანეტის გამანადგურებელი დაგვეჯახება, რაღაც ისეთი, როგორიც დინოზავრებს შეეჯახა 65 მილიონი წლის წინ. ამიტომ სადაზღვევო პოლისი გვჭირდება.


დოქტორი კაკუ, ისევე როგორც კარლ სეიგანი, არ მიიჩნევს, რომ მარსზე ან პროქსიმა კენტავრი B-ზე ყველას გაგზავნა აუცილებელი ან თუნდაც განხორციელებადია — რომ აღარაფერი ვთქვათ საჭირო ხარჯებზე — მაგრამ ის აღნიშნავს, რომ ამის გასაკეთებლად მეცნიერება უკვე აქვს შექმნილი ინსტრუმენტები და ეს უბრალოდ გადაწყვეტილების მიღების საკითხია.


როგორც ის ამბობს, ფიზიკის კანონები შესაძლებელს ხდის საფოსტო მარკის ზომის ჩიპების გაგზავნას ახლომდებარე ვარსკვლავებზე. ასე რომ, წარმოიდგინეთ ჩიპი პარაშუტზე, რომელთაგან ათასობით გაიგზავნება კოსმოსში, ალბათ, 800 მეგავატი ლაზერული სიმძლავრით დამუხტული. ლაზერული ენერგიის ამ გიგანტური მარაგის გარე სივრცეში გასროლით, ყველა ამ მინი-პარაშუტის დამუხტვით, თქვენ შეგიძლიათ, დაიწყოთ მათი აჩქარება სინათლის სიჩქარის დაახლოებით 20%-მდე. ეს არ არის მხოლოდ სამეცნიერო ოცნება, როგორებიცაა: მრუდე დისკები და ტელეპორტები — ეს დღეს შესაძლებელია ტექნოლოგიასთან ერთად. ეს მხოლოდ ინჟინერიის საკითხია. იგი წარმოადგენს პოლიტიკური ნებისა და ეკონომიკის საკითხს, მაგრამ არ არსებობს ფიზიკა, არ არსებობს ფიზიკის კანონი, რომელიც ხელს შეგვიშლის ამ ჩიპების სინათლის სიჩქარის 20%-მდე სიჩქარით გასროლაში.


ფულის, მთავრობისა და კერძო წყაროების ჩართულობის დონისა და ზოგიერთი იდეის უკან არსებული ხედვის გათვალისწინებით, დოქტორი კაკუ ვარაუდობს, რომ ჩვენ მალე კოსმოსის კვლევის ოქროს ეპოქაში გადავინაცვლებთ.


რა თქმა უნდა, მიჩიო კაკუ პრაქტიკულად უდგება იმ პრობლემებს, რომლებიც შეგვხვდება, თუკი ხვალ მილიონი ადამიანის მარსზე გადაყვანას შევეცდებით. მაგალითად, ის აღნიშნავს, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ აუხსნია, როგორ უნდა უზრუნველვყოთ საცხოვრებელი სახლები მარსზე მილიონი ადამიანისთვის ან როგორ აპირებენ ამ საცხოვრებლის ასაშენებლად საჭირო ხელსაწყოების მოპოვებას. ის ვარაუდობს, რომ პასუხი შეიძლება მდგომარეობდეს თვითგამრავლებად რობოტებში, მაგრამ ჯერ მათი გამოგონებაა საჭირო.



ჩვენ გავაფართოებთ ტვინის შესაძლებლობებს


ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მეცნიერები მუდმივად ცდილობდნენ, გაეუმჯობესებინათ ადამიანის სხეული იმგვარად, რომ მას კომპიუტერებთან მუშაობა შესძლებოდა. უფრო მეტიც, ცდილობდნენ, ჩაენაცვლებინათ სხეულის ნაწილები, რომლებიც კომპიუტერებთან მუშაობას ვერ ახერხებს.


ამ საკითხზე საუბრისას დოქტორი კაკუ იხსენებს თავის მეგობარსა და კოლეგას, სტივენ ჰოკინგს. ჰოკინგის მეტყველების უნარი მთლიანად გაანადგურა 1985 წელს პნევმონიის მძიმე შემთხვევამ, თუმცა მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში იცნობს ჰოკინგს სწორედ იმ ტექნოლოგიის დამსახურებით, რომელსაც იგი საუბრისთვის იყენებდა. კომპიუტერს, რომელიც მას მეტყველების საშუალებას აძლევდა, თავდაპირველად ის ხელით აკონტროლებდა, მოგვიანებით, დოქტორ ჰოკინგს მობილობის უნარი დაუქვეითდა, რამაც გამოიწვია ცალკეული კომპიუტერული ალგორითმების შექმნა, რომლებსაც შეეძლოთ მისი სახის გამომეტყველებისა და ტვინის სიგნალების სკანირება და კომპიუტერის ეკრანზე არჩევანის სახით გამოტანა.


ამ ტექნოლოგიასა და მის მნიშვნელობაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, მაგრამ როგორც მიჩიო კაკუ აჯამებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა შეგვიძლია, ტელეპათია დავამყაროთ.


იმის გათვალისწინებით, რომ კომპიუტერული ჩიპები უფრო იაფად, მცირე ზომით და სწრაფად კეთდება — რაც ცნობილია როგორც მურის კანონი — კაკუ ვარაუდობს, რომ, ალბათ, დროის საკითხია, სანამ ყველგან და ყოველთვის გვექნება წვდომა იაფფასიან კომპიუტერებზე — მათ შორის, ჩვენში ინტეგრირებულ კომპიუტერებზე. კაკუ გვიხატავს სურათს, თუ როგორი იქნება მომავლის ტექნოლოგიების სამყაროში ცხოვრება:


და ვინ არიან პირველი ადამიანები, რომლებიც ინტერნეტ კონტაქტურ ლინზებს იყიდიან? — უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც დასკვნით გამოცდებს გადიან. ისინი ერთი თვალის დახამხამებით გაიგებენ ჩემი გამოცდის ყველა პასუხს. ეს ტექნოლოგია კი ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს. თუკი წვეულებაზე ხართ, სადაც არიან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ თქვენს მომავალზე, მაგრამ არ იცით, ვინ არიან ისინი, მომავალში ზუსტად გეცოდინებათ, ვის უნდა ეპირფეროთ ნებისმიერ წვეულებაზე. ან როდესაც ბრმა პაემანზე წახვალთ, ამგვარი კონტაქტური ლინზების ქონა შესანიშნავი იქნება, რადგან, თქვენმა მეწყვილემ, რა თქმა უნდა, შეიძლება თქვას, რომ ის მარტოხელაა, მდიდარია და წარმატებულია, მაგრამ თქვენი კონტაქტური ლინზა გეტყვით, რომ სინამდვილეში ის იხდის ალიმენტს, სამჯერ არის განქორწინებული და, მოკლედ, ძალიან ბანძი ტიპია.


მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სცენარი, შესაძლოა, შავ სარკეს (Black Mirror) მოგაგონებდეთ, კაკუ საკმაოდ პოზიტიურად არის განწყობილი.


ჩვენ კიბოს დავამარცხებთ


ყველამ კარგად იცის, რამდენად საშიში დაავადებაა კიბო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი კიბოს სამკურნალო საშუალება, დღეს არსებული მკურნალობა, უდავოდ, უკეთესია, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ.


ხშირ შემთხვევაში, მკურნალობისა და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ზოგიერთი სიმსივნე ჯერ კიდევ არ არის განკურნებადი. მაგალითად, პანკრეასის კიბოს აქვს ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 16%-ში და ის არ იკურნება ქირურგიული გზით.


თუმცა, დოქტორი კაკუ ამტკიცებს, რომ ჩვენ მალე ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ კიბოს:


ჩვენ, ნანომედიცინის გამოყენებით, გვექნება ჯადოსნური ტყვია კიბოს წინააღმდეგ. გარკვეული მოლეკულები უჯრედებში, ნანოტექნოლოგიის გამოყენებით, შეძლებს, მიზანში ამოიღოს კიბოს ცალკეული უჯრედები. შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენი ტუალეტის 'გაინტელექტუალება' იქნება. მომავალში, თქვენი ტუალეტი იქნება თქვენი თავდაცვის პირველი ხაზი კიბოს წინააღმდეგ, რადგან თქვენი სხეულის სითხეები — სისხლი და სხეულის სხვა სითხეები — შეიცავს სიმსივნის კოლონიების ხელწერებს თქვენს ორგანიზმში, რომლებიც, შესაძლოა, რამდენიმე ასეული კიბოს უჯრედისგან შედგება, ვიდრე სიმსივნე წარმოიქმნება... კიბო დაემსგავსება ჩვეულებრივ გაციებას, რომელიც არავის კლავს, თუკი, რა თქმა უნდა, პნევმონია არ გაქვთ.


ამდენად, ძალიან საინტერესოა იმაზე ფიქრი, თუ სად მიგვიყვანს სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესი. და თუკი მიჩიო კაკუ მართალი აღმოჩნდება, გენდომებათ თუ არა ასეთ მსოფლიოში ცხოვრება?


on.ge


თეგები:
კიბო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up