Kia Motors Georgia-ში 12 000 ლარამდე ფასდაკლება 2020 წლის სრულ სამოდელო რიგზე უკვე დაიწყო!

Kia Motors Georgia-ში 12 000 ლარამდე ფასდაკლება 2020 წლის სრულ სამოდელო რიგზე უკვე დაიწყო!

access_time2020-12-16 14:41:37

Kia Motors Georgia-ში შეგიძლიათ შეიძინოთ 2020 წლის როგორც ევროპული, ასევე კორეული წარმოების მოდელები 12 000 ლარამდე ფასდაკლებით!



ფასდაკლების გარდა, იმოქმედებს 6 წლამდე განვადება, წინასწარი შენატანი - 0%-დან და საჩუქრად 6 თვიანი სადაზღვევო პაკეტი.



KIA-ს 2020 წლის
სამოდელო რიგზე, ფასები 32 000 ლარიდან იწყება. განვადების შემთხვევაში, მანქანის მოდელისა და სპეციფიკაციების შესაბამისად, ყოველთვიური შენატანი 542 ლარიდან 2279 ლარამდე მერყეობს.





გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საახალწლო სიახლეებისა, მოქმედებს ჩანაცვლების პირობა, ხოლო ავტომობილებზე ვრცელდება 5 წლიანი გარანტია ან 150 000 კმ გარბენი.



საახალწლო ფასდაკლება უკვე დაიწყო და 2020 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით გრძელდება.



წლებია, რაც KIA-ს ავტომობილები ხარისხის, გამძლეობის, დიზაინისა და ინოვაციის მიმართულებით მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებს.



KIA-ს ვრცელი სამოდელო რიგი განაპირობებს იმას, რომ ნებისმიერი გემოვნებისა თუ პრეფერენციების ადამიანს შეუძლია მისთვის იდეალური ავტომობილი შეარჩიოს.





მაგალითად, იმ სამომხმარებლო სეგმენტში, რომელიც უპირატესობას ეკონომიურობასა და ამასთანავე, დახვეწილ დიზაინს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ანიჭებს, Kia Niro, ჰიბრიდული ძრავითა და ეკონომიური წვით, ერთ-ერთი ბესტსელერია.



ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ლოკალურ ბაზარზე Kia Sportage, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ერთგული მომხმარებელი ჰყავს.



უნდა გამოვყოთ უახლესი მოდელი Kia K5, რომელმაც უკვე მსოფლიო აღიარება მოიპოვა და იდეალური ავტომობილია სპორტული თუ პრემიუმ კომფორტის მქონე ავტომობილის მსურველთათვის. უახლესი მოდელი აღჭურვილია 194 ცხენის ძალის მქონე 2.5 GDI ძრავით, კომბინირებული 8-სიჩქარიან ავტომატური გადაცემის კოლოფთან.უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მოდელის სავარძლების კონცეფციასა და „კოსმოსურ“ კომფორტზე KIA-ს კორპორაციამ და NASA-მ ერთად იზრუნეს. ამიტომ მძღოლის სავარძელს აქვს “Premium Relaxation” ფუნქცია.



KIA-ს სპორტულ საავტომობილო რიგში კიდევ ერთი გამორჩეული და უნიკალური მოდელია  უახლესი ევროპული Kia ProCeed, რომლის ერთ-ერთ მკაფიო უპირატესობას უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიები და ელეგანტური დიზაინი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ „კია მოტორსი“ მომხმარებლებს უახლესი ProCeed-ის ტესტ-დრაივსაც სთავაზობს, რომელიც უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ჩატარდება.  


აუცილებელია გამოვყოთ KIA-ს კიდევ ერთი სრულიად ახალი მოდელი,  2020 წლის კომპაქტური SUV – Kia Seltos, რომლის გაყიდვებმაც, გამოშვებისთანავე, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და  წლის საუკეთესო ახალი ავტომობილის ჯილდოც დაიმსახურა. გარდა ამისა, მომხმარებელთა კმაყოფილების მიხედვით, აღნიშნული ავტომობილი მსოფლიოს საუკეთესო 10 ავტომობილს შორისაა.


ჩამოთვლილი ავტომობილების გარდა, შოურუმში წარმოდგენილია პრემიუმ კლასის 7-ადგილიანი კროსოვერი - 2020 წლის მეოთხე თაობის Kia Sorento, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების, პრემიუმ კომფორტისა და საუცხოო დიზაინის იდეალური გამოვლინებაა საავტომობილო ინდუსტრიაში. აღსანიშნავია, რომ უახლესი Sorento, კიას გლობალურ საავტომობილო რიგში, ყველაზე მძლავრი ყველგანმავალია.
აღნიშნული მოდელი როგორც 2.2 სიმძლავრის დიზელის ძრავაზე (202 ცხენის ძალით), ისე 3.5 ბენზინის ძრავაზე მუშაობს (272 ცხენის ძალით). აღსანიშნავია, რომ ძალური აგრეგატი კომბინირებულია 8-სიჩქარიან ავტომატური გადაცემის კოლოფთან. მოდელს Autobild-ისგან 2020 წლის საუკეთესო ყველგანმავალი ავტომობილის ჯილდო აქვს მიღებული.


გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილებისა, საახალწლო ფასდაკლება და განვადების ექსკლუზიური პირობები ასევე ვრცელდება ადგილობრივი ბაზრის ბესტსელერებზე -  Kia Sportage-ზე, Kia Rio-ზე, Kia Ceed-სა და  Kia Carnival Minivan-ზე.


ნებისმიერი ავტომობილის დათვალიერება მომხმარებლებს კია მოტორსის ღია შოურუმში შეუძლიათ, ხოლო დეტალური ინფორმაციის მოწოდებაზე
KIA-ს გაყიდვების გუნდის წევრები იზრუნებენ, რომლებიც, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს ავტომობილის ონლაინ პრეზენტაციასაც სთავაზობენ.



როგორც ტესტ-დრაივის, ისე ავტომობილის გაყიდვისას სრულად არის დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

 

®



თეგები:
Kia Motors Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up