NASA-ს ყოფილი ასტრონავტი კეტრინ სალივანი დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში - მარიანას ღრმულში დაეშვა. ამის შესახებ Independet-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამით 68 წლის სალივანმა ერთდროულად 2 რეკორდი მოხსნა - გახდა პირველი ქალი, რომელმაც ღრმული მოინახულა და პირველი ადამიანი, ვინც კოსმოსსა და პლანეტის ყველაზე ღრმა წერტილში იმყოფებოდა.
სალივანი ღრმულში პილოტ ვიკტორ ვესკოვოსთან ერთად დაეშვა. მკვლევრებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე, 11 კილომეტრის სიღრმეზე ფაუნა შეისწავლეს და რუკები დააზუსტებს.
მარიანის ღრმულში ექსტრემალური სიბნელე, უზარმაზარი წნევა და დაბალი ტემპერატურა აღინიშნება. იქ გადარჩენა მხოლოდ მარტივ მიკროორგანიზმებს შეუძლიათ. სალივანი მხოლოდ მერვე ადამიანია, ვინც იქ დაეშვა. 37 წლის წინ კი ის პირველი ქალი გახდა, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა.
Imedinews.ge