კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი: ვერეს ხეობაში დღეს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი: ვერეს ხეობაში დღეს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია

person access_time2016-06-13 09:50:13

ინტერვიუ კეთილმოწყობის  საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ გივი კუბლაშვილთან


- ერთი წლის განმავლობაში, რა სამუშაოები ჩატარდა 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად?


-  ინფრასტრუქტურის აღდგენა - რეკონსტრუქციისათვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან კეთილმოწყობის სამსახურმა 40 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. სულ უსაფრთხოებისათვის, დაზიანებული ინფრასტრუქტურის  აღდგენისთვის დაიგეგმა 42 პროექტი, აქედან 40 პროექტი უკვე დასრულებულია. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ ავტომაგისტრალს. აღდგა 6 გვირაბი, პანდუსები, მთლიანად მოეწყო ასფალტის გზა, ასევე მოეწყო რამდენიმე დამცავი კედელი, სრულად იქნა გატანილი სტიქიის დროს ჩამოტანილი ლამი, გრუნტი და ასეთი მასალები, მოეწყო სანიაღვრე სისტემები,  გაკეთდა ყველა იმ შენობის დემონტაჟი, რომელიც დაზიანდა სტიქიის დროს.  ჩვენ აღვადგინეთ  და რეაბილიტაციას ვუკეთებთ კოჯორი - სამადლოს გზას, მოგეხსნებათ,  წყნეთი-  ბეთანიის გზა ამ წუთას არ მოქმედებს და კომფორტულად რომ გადაადგილდეს  მოსახლეობა კიკეთის ტერიტორიისკენ,  ამისათვის მოვახდინეთ 6,5 კილომეტრიანი გზის აღდგენა. დაგეგმილია პროექტები: ნატანდამჭერი ცხაურების აშენება, რომლის მშენებლობა ერთ თვის განმავლობაში დაიწყება და დასრულდება მიმდინარე წელს. ტენდერია გამოცხადებული მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კალაპოტის  ფორმირებისთვის, რომელიც 13 ივნისს დასრულდება და დავიწყებთ მშენებლობას. სრულად შევისყიდეთ კალაპოტის ფორმირების პროექტები, რომელზეც დაიხარჯება 16 მილიონი და ამ პროექტების დასრულების შემდეგ სრული უსაფრთხოება იქნება მდინარე ვერეს ტერიტორიაზე.


- სტიქიის შემდეგ სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც რეკომენდაციებზე მუშაობდა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო დაზიანებული ზონის აღდგენა. საბოლოო ჯამში, რამდენად გაითვალისწინეთ რეკომენდაციები?


- ყველა პროექტში, დაწყებული ნატანდამჭერი ცხაურებით დამთავრებული გვირაბების აღდგენით, ჩართული იყო გარემოს დაცვის სააგენტო და ჩვენ პროექტანტებს ვაძლევდით ამ კონცეფციას, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ პროექტის შედგენის დროს და პროექტი არის მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით დამუშავებული.


-  რა პერიოდში დასრულდება ვერეს ხეობის სრულად აღდგენა?



- ერთი წლის განმავლობაში სრულად იქნება აღდგენილი ვერეს კალაპოტი და დაუბრუნდება ფორმაციას, რაც ჭირდება ვერეს კალაპოტს,  რათა უსაფრთხოდ იყოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა.


- ტრაგედიის მიზეზები თუ გაანალიზდა?  რეაბილიტაციის პროცესში, რამდენად მოხდა უსაფრთხოების დამატებითი ზომების გათვალისწინება?


- ჩვენ სრულად გავითვალისწინეთ გარემოს დაცვის სააგენტოს რეკომენდაციები. დაგრძელდა გვირაბები და მოხდა გვირაბების მოჯავშნა. ასევე გვირაბების მიმდებარედ მოეწყო დამცავი კედლები. იმ ადგილას, სადაც გზა იყო და წყალმა წაიღო, 19 ცალი 60 ტონიანი კოჭის დამონტაჟება  მოხდა და უკვე არის ხიდი და არა გვირაბი, რომელიც უსაფრთხოა. ნატანდამჭერი ცხაურების აშენება კი სრულად უზრუნველყოფს ჩამოტანილი მერქნის შეკავებას.


-  დიდი რაოდენობით ნალექის მოსვლის შემთხვევაში,  რამდენად უსაფრთხოა ვერეს ხეობა?


– 100 წლიანი წყლის მარაგით არის გათვლილი ყველაფერი.


- იქ სადაც საცხოვრებელი ზონა იყო, დღეს რა ხდება?


- სადაც სახლები იყო, სრულად გაკეთდა დემონტაჟი. ასევე დემონტაჟს დაექვემდებარა ძაღლების თავშესაფარი და თუ რაიმე შემაფერხებელი შენობა იყო კალაპოტში, მათი დემონტაჟიც გაკეთდა. მზიურის პარკის ტერიტორიაზე არსებული სკოლის დემონტაჟიც მოხდა და მზიურის პარკში მოეწყობა რეკრეაციული ზონა. მზიურში საცხოვრებელი სახლები აღარ აშენდება, იქნება მოსასვენებელი ადგილები, ასევე საფეხმავლო დამბა, რომელიც ასევე დაიცავს წყლისგან მზიურის ტერიტორიას, იქნება ველო ბილიკები.


- კიდევ რა თანხა უნდა დაიხარჯოს რეაბილიტაციაზე?


-  კეთილმოწყობის სამსახურის პროექტებზე დამატებით 16 მილიონი ლარი დაიხარჯება. 



მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ

მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ
access_time2019-11-19 14:10:33
„უნდა შევჯერდეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გასაწევ სერვისებზე კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო რეგულაციებს გარკვეული მიზნებით იღებს, ხშირ შემთხვევაში, ეს არის მომხმარებლებისა და მოქალაქეების უფლებების...

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა
access_time2019-11-19 14:20:50
კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს.დღევანდელი მონაცემებით, TBC ბანკის ვალუტის გაცვლის სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0030 ლარია, საქართველოს ბანკში კი ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 3,0020 ლარი. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარის ფასი 2.9736 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გუშინ 0.13 თეთრით...

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა
access_time2019-11-19 13:24:14
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა.ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან,...

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი პრემიერს ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“
access_time2019-11-19 12:54:38
ბიზნესმენი და  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ინიციატივით გამოდის და  აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც  შერჩეული კანდიდატის  აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცება მოხდება. „ბიზნესომბუდსმენი არ უნდა იყოს პრემიერის დანიშნული, ან შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელია კანდრიდატურები ბიზნესასოციაციებმა მიაწოდონ. იმედი მაქვს, რომ ახალი კადრი იქნება ბიზნესისა და სამართლიანობის დამცავი....

კერხერის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!

კერხერის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!
access_time2019-11-18 21:35:20
1 ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე ბრენდი კერხერის წარმომადგენლობა საქართველოში ეროვნული კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტს  VC3 _ს 349 ლარად 485 ლარის ნაცვლად 2 წლიანი გარანტიით. ეს მოდელი გამოირჩევა მისი განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით:  იგი არის ენერგო ეფექტური, რადგან მოიხმარს მხოლოდ 700 ვატს, რაც სრულიად შეესაბამება ევროპის სავალდებულო სტანდარტებს და აქვს საკმაოდ მძლავრი შესრუტვა, რომლითაც მარტივად...


მსგავსი სიახლეები

up