„კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ ვანსა და ხონში - გრიგოლ ლილუაშვილის საქმიანობის ერთი წელი

„კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ ვანსა და ხონში - გრიგოლ ლილუაშვილის საქმიანობის ერთი წელი

access_time2017-12-06 19:00:40

ახალი პარლამენტის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რა გააკეთეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა 2016 წლის 8 ოქტომბრიდან დღემდე, რას ასახელებენ რაიონის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად. ასევე, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა რაიონის მოსახლეობისთვის და როგორ აპირებენ მის მოგვარებას? ცნობისთვის, 2016 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სლოგანი ასე ჟღერდა - „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“.



ამჯერად გთავაზობთ №54-ე ვანის და ხონის მაჟორიტარულ ოლქში განხორციელებული სამუშაოების მიმდინარეობას. „კომერსანტთან“ საუბრისას, მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად - ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას მიიჩნევს.



ლილუაშვილის განცხადებით, ვანის რაიონში შენდება უდიდესი მუზეუმი, რომელიც ანტიკური პერიოდის ექსპონატებისთვისაა. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, დღეს ეს ექსპონატები ლონდონის სხვადასხვა სამუზეუმო ფართებშია გამოფენილი. ლილუაშვილის ინფორმაციით, ეს ყველაფერი რაიონს უნდა უნდა დაუბრუნდეს, რაზეც 9 მილიონი ლარი დაიხარჯება. დეპუტატის განცხადებით, მუზეუმი 2019 წლის ბოლოს გაიხსნება.


გარდა ამისა, 2018 წლის დასაწყისიდან დაიწყება საკანალიზაციო სისტემების მონტაჟი. ლილუაშვილი აცხადებს, რომ ამ მხრივ ქალაქში კატასტროპული მდგომარეობაა. მისი ინფორმაციით, ამჟამად პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს. დაფინანსებას კი გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების საკრედიტო ბანკი (KFW) განახორციელებს.


ლილუაშვილის განცხადებით, ამის შემდეგ დაიწყება ქალაქის იერსახის მოწესრიგება, რაც იქნება იმის საფუძველი, რომ ვანი ტურისტებისტის ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება. ასევე, დღეს ჩიხურ სიტუაციაში მყოფი მუნიციპალიტეტი ტრანზიტული გახდება.


„ამაში ხელს შეგვიწყობს ის, რომ კეთდება ბაღდათი-აბასთუმანის დამაკავშირებელი გზა. კოპიტნარიდან ვანის და ბაღდათის გავლით ახალი ტურისტული მარშრუტი უნდა შეიქმნას“-აცხადებს ლილუაშვილი.



მისი განცხადებით, გაზიფიცირდა აბსოლუტურად ყველა სოფელი, გარდა სამი სოფლისა, რომელიც მაღალმთიანია და ამ საკითხე მუშაობა მიმდინარეობს. განხორციელდა ვანში არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. რეაბილიტირდა რამდენიმე საბავშვო-ბაღი.


ლილუაშვილის განცხადებით, რეგიონში გააქტიურდა კერძო სექტორიც. მათ შორის, გაიხსნა დაფნის გადამამუშავებელი და სამშენებლო მასალების მწარმოებელი ქარხნები.


მაჟორიტარის განცხადებით, ხონის რაიონში დაჩქარებულად დაიწყო ისტორიული პროექტის განხორციელება. საუბარია, წყალტუბოდან კინჩხა გორდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე. მისი თქმით, უკვე დასრულებულია პროექტირება, უშუალოდ მშენებლობა კი 2018 წლიდან დაიწყება. პროექტი 12 მილიონი ჯდება.


ლილუაშვილის განცხადებით, განხორციელდა ხონის 9 სოფლის გაზიფიცირება, აშენდა ახალი პოლიციის და სასწრაფოს შენობები. მოასფალტდა 44 ქუჩა.


რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას, დეპუტატის მტკიცებით, ამ ხნის განმავლობაში მისი უშუალო ინიციატივით პარლამენტში შეტანილია 7 კანონპროექტი. როგორც ლილუაშვილი აცხადებს, აქედან ყველა ღირებულია და არცერთი არ არის ტექნიკური ხასიათის. საუბარია, თვითმმართველობის კოდექსში, კონსტიტუციაში და დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.


მაჟორიტარი დეპუტატი ვანში და ხონში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უმუშვერობას და მძიმე სოციალურ ფონს ასახელებს.


ლილუაშვილის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებს დღეს ბიზნესის კეთება სხვანაირად ესმით, მისი თქმით, საზოგადოება კომუნისტური წყობიდან ვერ გამოვიდა. მათ ჯერ კიდევ გონიათ, რომ სახელმწიფო აუშენებთ ფაბრიკა-ქარხნებს და ყველას დასაქმებს.


„ჩვენ ვცდილობთ, რომ მათთან დალაგებული ინფორმაცია მივიტანოთ. კერძოდ, რომ არსებობს სოფლის მეურნეობაში საშეღავათო სესხები, პროგრამები და ამით უნდა ისარგებლონ.“-აცხადებს ლილუაშვილი.


მაჟორიტარი დეპუტატის აცხადებს, რომ ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა მიგრაციული პროცესები, თუმცა, ეს მარტო ვანის და ხონის პრობლემა არ არის.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 



მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია
access_time2021-05-15 20:00:28
ამერიკელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რეალურად კორონავირუსს არა 3,2 მლნ. როგორც ამბობს ოფიციალური სტატისტიკა, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწირა.   მათი აზრით, თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსისგან სიკვდილიანობის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და ეს თითქმის ყველა ქვეყანას ეხება - მდიდარს და ღარიბს, დემოკრატიულს და ავტორიტარულს.   განსაკუთრებით დიდია სხვაობა სტატისტიკას და რეალობას შორის რუსეთში.   ვაშინგტონის უნივერსიტერის...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...


მსგავსი სიახლეები

up