კერძო სექტორში დასაქმებული 13.0%, რომელიც  ქვეყნის ეკონომიკის 90 %-ს  ქმნის

კერძო სექტორში დასაქმებული 13.0%, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 90 %-ს ქმნის

access_time2018-05-01 12:33:33

 ვინ ავსებს სახელმწიფო ბიუჯეტს,  ვინ უხდის სახელმწიფო ბიუროკტარის ხელფას,  პენსიონერებს პენსიას და აფინანსებს ინფრასტრუქტუროლ პროექტენს?  ოფიციალური მონაცემების თანახმად ამ ყველაფერს საქართველოს მოსახლეობის 13% აკეთებს.

 

 საქსტატის მონაცემებით  საქართველოს მოსახლეობა: 3,718,200 (100%), საიდანაც:

53.7% არის სამუშაო ძალა - 1,998,324

47.4% არი სდასაქმებული - 1,763,264,

20.0% არის დაქირავებული - 745,362,

13.0% არის კერძოს ექტორში - 483,152


გამოდის, რომ 13.0% ქმნის მთელი ეკონომიკის  90%-ზე მეტს. 13.0% იხდის 887,300 ადამიანის პენსიებს, არჩენს 262,210 საჯარო მოხელეს, ასწავლის 564,700  მოსწავლეს, 140,300 სტუდენტს და ა.შ..

 

 სპეციალისტების შეფასებით,  იმისათვის რომ ქვეყნანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვალოს, აუცილებელია ეს 13 %-ი მინიმუმ გაორმაგდეს, ანუ გაიზარდოს კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა.

 

მათივე განმარტებით, ქართული ეკონომიკის სტაგნაცია გამოწვეულია ხელმისაწვდომი იაფი ფულის არარსებობით და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ  საქართველოში კერძო სექტორი ვერ ვითარდება.


 

ეკონომისტები აცხადებენ იმასაც, რომ ფული, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას სჭირდება, დღეს მხოლოდ ბანკებს აქვთ. ბანკები კი ნომენკლატურულ - ელიტარული სისტემაა, რომელიც მხოლოდ საკუთარ მოგებაზეა  ორიენტირებული.

 

 შექმნილ სიტუაციაში ერთ-ერთ გამოსავლად სპეციალისტები  საინვესტიციო  ფონდების და საფონდო ბირჟის განვითარებას ასახელებენ, ისე როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია.

 

 მათი თქმით, ჯანსაღი ეკონომიკისთვის აუცილებელია საბანკო სექტორი იზოლირებული იყოს სხვა სექტორებისაგან.

 

ბანკებს პირდაპირი და უშუალო ინტერესი აქვთ, რომ სხვა სექტორში მოღვაწე კონკურენტი კომპანიები ჩაძირონ და გააკოტრონ, რათა საკუთარი გავლენა გაზარდონ,“ - აცხადებს ეკონომისტთა ერთი ნაწილი.

 

 

საბროკერო კომპანია „კავკასუს ჯგუფის„ დამფუძნებელის გოგი ლოლაძის განმარტებით, კაპიტალის მოძიება ბანკების საქმე არ არის. კომპანიების და ეკონომიკის კაპიტალით მომარაგება საფონდო ბირჟებმა  უნდა უზრუნველყონ.

 

„სწორედაც, რომ საფონდო ბაზარია იმის საფუძველი, რომელიც კომპანიების და ეკონომიკის კაპიტალით მომარაგებას უზრუნველყოფს. დღეს ქვეყანაში ეს რესურსი დეპოზიტების სახითაა საბანკო სისტემაში დალექილი. საბანკო სექტორი ეს ნასესხები ფულია, ხოლო კაპიტალი იმ თანხით ყალიბდება, რასაც ინვესტორები დებენ. ხშირად არასწორი წარმოდგენაა, რომ თითქოს საფონდო ბაზრების მეშვეობით დამწყები ბიზნესისთვის თანხების მოძიება შეუძლებელია, არსებობს პრეცენდენტი, როდესაც ახლადშექმნილი ბიზნესები ამას ახერხებენ. ბანკებმა თავისი საქმე უნდა აკეთონ და ისინი საფონდო ბაზრის საქმეებში არ უნდა ერეოდნენ. რათა ინტერესთა კონფლიქტს ადგილი არ ჰქონდეს,“- აცხადებს გოგი ლოლაძე.

 

კერძო სექტორის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს ფინანსისტი გიორგი ჩუგოშცილიც. მისი თქმით, ეკონომიკურ დოვლათს ქმნის და გადასახადების იხდის ძირითადად სწორედ კერძო სექტორი.

 

„საქართველოში გადასახადების 90%-ს იხდის მოსახლეობის 13 %. აღნიშნული ციფრებიდან გარკვეული სახის დასკვნის გაკეთება შეიძლება, პირველი არის ის, რომ საერთო დასაქმებაში თვითდასამქებული ადამიანის წილი ძალიან დიდია. ეს ჩვენი ეკონომიკის დაბალი განვითარების მაჩვენებელია. 13%-ი ძალიან დაბალი მაჩვენებელია, მათ მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა არ ყოფნის სხვა ყველა დანარჩენის დაფინანსებას. შესაბამისად  სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობაც რთულია. ჩვენ მეტი ინვესტიცია და უკეთესი ბიზნესგარემო გვჭირდება. რა თქმა უნდა, კაპიტალის არსებობა საჭიროა. ყველა წარმატებული ეკონომიკა თავისუფალ საბაზრო პრინციპებზეა აწყობილი. საბანკო სექტორი კი ყველაზე კონსერვატული ფინანსური ინსტიტუტია,“ - აცხადებს ჩუგოშვილი.

 

ავტორი: ზურა ხაჭაპურიძე

 




„m2 უძრავი ქონება“ და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ

„m2 უძრავი ქონება“  და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ
person access_time2018-07-23 15:23:00
m2 უძრავ ქონებასა“...

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს  ითხოვს
person access_time2018-07-23 12:05:00
,,თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს ითხოვს გამარტივებული შესყიდვის უფლებით. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა.   ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით...

აქციზის გაძვირებამ საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა

აქციზის გაძვირებამ  საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა
person access_time2018-07-23 13:33:00
„კომერსანტს“ კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში მათ საცალო ქსელში საწვავი 3 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორი საწვავზე ფასის ზრდის სამ მიზეზს...

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან რეგიონები შეურთდებიან

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან  რეგიონები შეურთდებიან
person access_time2018-07-23 13:32:05
ტყიბულელი მეშახტეების აქცია დღეს დასრულდა, თუმცა მათი თქმით ხვალიდან პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და აქციას შეურთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.   ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო...

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება
person access_time2018-07-23 12:03:44
• „მწვანე ზრდის ფონდის“ (GGF) მიერ პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გაცემული კრედიტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში უნდა დაეხმაროს. • პროგნოზის მიხედვით, GGF-ის კრედიტით დაფინანსებული ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი ღონისძიებები წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტ ენერგიას დაზოგავს და ნახშირორჟანგის ემისიას...


მსგავსი სიახლეები

up