კერძო სკოლა თუ საჯარო - რა უპირატესობები აქვს თითოეულს

კერძო სკოლა თუ საჯარო - რა უპირატესობები აქვს თითოეულს

person access_time2016-05-22 18:31:49

როგორც კი ოჯახში ბავშვის სწავლა-განათლების საკითხი დადგება, პირველ რიგში "კარგი" სკოლის ძებნა-გაკითხვას ვიწყებთ.  როგორც წესი, ამ დროს აქტუალურია კითხვა - კერძო სკოლა ჯობია თუ კარგი საჯარო? 


ონლაინ-რეგისტრაციით რომელიმე პრესტიჟულ სკოლაში მოხვედრა ლამის სასწაულის ტოლფასია. ხოლო თუ მატერიალური მხარე ხელს გიწყობთ, თამამად შეგიძლიათ, არჩევანი კერძო სკოლაზეც შეაჩეროთ. ბოლო დროს ბევრი მშობელი სწორედ ასე იქცევა და რომ არა მატერიალური ბარიერი, კერძო სკოლას ბევრად მეტი მოსწავლე ეყოლებოდა. 

mshoblebi.ge-მ სკოლების თემაზე 300-მდე მშობელი გამოკითხა. კითხვაზე "არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, კერძო სკოლას აირჩევდით თუ საჯაროს", მშობლების 71%-მა პასუხი კერძო სკოლების სასარგებლოდ გასცა. ასეთი არჩევანის მიზეზად არაერთი ფაქტორი შეიძლება დასახელდეს, თუმცა მთავარი მაინც საჯარო სკოლების შელახული სახელია.


რომელ სკოლას აირჩევთ თავად, თქვენი გადასაწყვეტია. არც ჩვენ ვაპრებთ, რომელიმეს გავუწიოთ აგიტაცია-პროპაგანდა. მხოლოდ ვეცდებით ახლოდან დაგანახოთ ორივე ტიპის სკოლის ღირსება თუ ნაკლოვანებები, რომ არჩევანის გაკეთება უფრო გაგიადვილდეთ.


სტატისტიკა 


დღეს საქართველოში სამასამდე კერძო სკოლაა, სადაც დაახლოებით, 50 000 ბავშვი იღებს განათლებას. სწავლების საფასური წელიწადში 1000 ლარიდან იწყება და ზოგჯერ 20 000 დოლარსაც აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში სწავლაც უფასოა, და ახლა უკვე - სახელმძღვანელოებიც, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს.


შედეგები

 

ყველა საერთაშორისო კვლევა (TIMSS, PIRLS, TEDS და PISA) ადასტურებს, რომ კერძო სკოლების მოსწავლეებს უკეთესი აკადემიური მიღწევები აქვთ.


ნათია ანდღულაძე, ექსპერტი განათლების საკითხებში: 


- საერთაშორისო კვლევების შედეგებით, საქართველოში კერძო სკოლები აშკარად ლიდერობენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კერძო სკოლები ყველა მაჩვენებლით უკეთესია. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გააკონტროლო მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. ცხადია, რომ კერძო სკოლებში ბავშვები დაწინაურებული სოციალური კლასიდან მიდიან. მათ გარკვეული ფორა აქვთ - შინ უფრო მეტი წიგნი აქვთ, მშობლები მეტად ეხმარებიან. სახელმძღვანელოების ყიდვის საშუალებაც ყოველთვის აქვთ. სახელმწიფო სკოლაში კი მშობლებს ხშირად არ ჰქონდათ წიგნების სრულად ყიდვის თანხა. დღეს ეს პრობლემა გადაჭრილია. შესაბამისად, ველით სწავლის დონის გაუმჯობესებას.


 

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლების კომპეტენციასაც. მაგალითად, ვიცი სკოლა, სადაც დაწყებით კალსებში ბავშვებს წიგნებით საერთოდ არ ასწავლიან, რადგან მასწავლებელი თავად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს. საჯარო სკოლებში კი წლების განმავლობაში მასწავლებლები მხოლოდ სახელმძღვანელოებს ეყრდნობოდნენ და მოწავლეებს რაიმე ახალს, განსხვავებულსა და საინტერესოს არ სთავაზობდნენ. როცა მასწავლებლების შესაძლებლობები თანაბარია, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც რესურსების წვდომა და განსხვავებული მზაობის მქონე მოსწავლეებთან საქმის დაჭერაა. 

 

კერძო სკოლების ტიპები


საქართველოში დღეს მოქმედი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, უხეშად რომ ვთქვათ, 3 კატეგორიად იყოფა. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ძვირად ღირებული სკოლები (5000$-20000$), მეორე კატეგორიას - საშუალო ღირებულების მქონენი (3000-5000 ლარი) და მათ ფონზე - უფრო დაბალფასიანები, სადაც გადასახადი თვეში 100 ლარიდან იწყება და წელიწადში 2000 ლარამდე ადის. 


პირველი კატეგორიის მთავარი უპირატესობა გაცვლითი პროგრამები და უცხოეთში სწავლის გაგრძელების პერსპექტივაა. უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და კომფორტული სასწავლო გარემოც სერვისის საფასურში შედის.


მეორე კატეგორიის სკოლები კარგი ინფრასტრუქტურით, მაღალანაზღაურებადი კომპეტენტური პედაგოგებითა და მრავალფეროვანი, დატვირთული სასწავლო პროგრამებით იზიდავენ მომხმარებელს.


 

მესამე კატეგორიის კერძო სკოლების უმრავლესობის პრობლემა გაუმართავი ინფრასტრუქტურა და შეუფერებელი შენობებია (ბუნებრივია, არსებობს გამონაკლისებიც). თუმცა მცირებავშვიანი კლასები და მოსწავლეების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა საჯაროსთან შედარებით მათაც აშკარად უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ. შეიძლება, იქ პროფესორები არ ასწავლიან, სამაგიეროდ, დამსაქმებელი პედაგოგებს აიძულებს მაქსიმალურად დაიხარჯონ, რაც მოსწავლეზე აშკარად კარგად აისახება. ამ სკოლებს, როგორც წესი, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ირჩევენ.


საჯარო სკოლის "ხიბლი"


 

საჯარო სკოლებშიც შეიძლება რამდენიმე კატეგორიის გამოყოფა. მათ შორის პრესტიჟულების და ე.წ. "წყალწაღებულების". 

პლუსები:

1. რადგან სწავლა და სახელმძღვანელოები უფასოა, მშობელს შეუძლია, "დაზოგილი თანხით" სასურველი რეპეტიტორები დაიქირაოს (ისეც ხდება, ხშირად რეპეტიტორებში გაცილებით მეტი ფული იხარჯება, ვიდრე ბავშვის კერძო სკოლაში ტარებას დასჭირდებოდა).

2. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვი საჯარო სკოლაში უკეთ ყალიბდება დამოუკიდებელ პიროვნებად, უკეთ ითვისებს იმ უნარებს, რაც ცხოვრებისეული სირთულეების გადასალახად არის საჭირო. 

3. საჯარო სკოლის მოსწავლე სარგებლობს სახელმწიფოსგან დაწესებული ყველა შეღავათით, რასაც კერძო სკოლის მისწავლეები მოკლებულნი არიან (უფასო სახელმძღვანელოები, მოსწავლის უფასოდ მგზავრობის ბარათი, უფასო ნეტ-ბუკები).


მინუსები:


1. მრავალბავშვიანი კლასების გამო თითქმის გამორიცხულია, რომელიმე მოსწავლეს მასწავლებელმა დამატებითი დრო გამოუყოს. 

2. ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორის გამო, საჯარო სკოლებში უმრავლესობა სუსტად სწავლობს. ასეთი კონტიგენტი კი არც ნიჭიერებს უბიძგებს უკეთ სწავლისკენ. ხშირად პირიქითაც კი ხდება - ბავშვების მიერ წახალისებულია ცუდად სწავლა, გაკვეთილების გაცდენა, დავალების მომზადება და დასცინიან მას, ვინც კარგად სწავლობს.

 

6. დიდი პრობლემაა დისციპლინა და მოსწავლის უსაფრთხოებაც არ არის სათანადოდ დაცული.


 

სკოლების თემას ჩვენ ბევრჯერ დავუბრუნდებით, მანამდე კი გაითვალისწინეთ - სკოლა არ არის კარგად სწავლის გარანტი. მთავარი მშობლის დამოკიდებულებაა ბავშვის სწავლის მიმართ. სკოლაში მიღებული ახალი ცოდნა რომ განამტკიცოს და შეითვისოს ბავშვმა, ამაში მშობელი უნდა დაეხმაროს. ამ მოვალეობისგან ვერც ერთი სკოლა ვერ გაგათავისუფლებთ. თუ არ მოდუნდებით და ფეხდაფეხ მიჰყვებით ბავშვის განათლების პროცესს, ძვირად ღირებული სკოლების გარეშეც კარგ შედეგს მიაღწევთ. 



რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები
access_time2021-02-28 11:00:17
“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”-ეს განცხადება bm.ge-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრობს და პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.“ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება...

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის
access_time2021-02-28 10:00:11
თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული...

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...


მსგავსი სიახლეები

up