კერძო სექტორის მხარდასაჭერად  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია UNWTO ტურიზმის ონლაინ აკადემიასთან თანამშრომლობას იწყებს

კერძო სექტორის მხარდასაჭერად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია UNWTO ტურიზმის ონლაინ აკადემიასთან თანამშრომლობას იწყებს

access_time2022-01-21 11:10:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ონლაინ აკადემიის კურსებს სთავაზობს. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. გადამზადების კურსებთან დაკავშირებით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა UNWTO-ს ევროპის რეგიონული დეპარტამენტისა და ინოვაციებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს უფროსი ნატო მებურიშვილი ესწრებოდა.


ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და UNWTO-ს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების თანახმად, ტურიზმის სექტორის წარმოამდგენლებს ტრენინგები ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ყველა მონაწილეს ტურიზმის ადმინისტრაციისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცემა.



ტრენინგების მიზანი ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.


UNWTO-ს ტურიზმის ონლაინ აკადემია მსოფლიო მასშტაბით 900-ზე მეტი უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციურ პედაგოგებსა და ტრენერებს აერთიანებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული სასწავლო კურსების ჩატარებას, როგორიცაა: ტურიზმის ფუნდამენტური პრინციპები და უახლესი ტრენდები, მასპინძლობის ინდუსტრია, ტურისტული პროდუქტის ფორმირება და შეთავაზება, მარკეტინგი და გაყიდვები და სხვა.



„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული სამუშაო შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინოვაციებისა და განვითარების დეპარტამენტთან, სადაც ვიმსჯელეთ კონკრეტულ თანამშრომლობის გეგმებზე. 2022 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ჩავატაროთ პოსტკოვიდურ რეალობაზე მორგებული ერთობლივი ტრენინგ-პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს სექტორს მოკლე ვადაში შეძლოს მდგრადი აღდგენა“. - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.


“საქართველო არის ქვეყანაა სადაც ტურიზმი მაღალი ტემპით ვითარდება. ვისაუბრეთ განათლების საკითხზე. ჩვენ გვჭირდება მომავალი პროფესიონალების მომზადება და ჩვენ მათ უნდა მივცეთ განათლება განახლებული უნარების კუთხით, განახლებული სასწავლო პროგრამებით, რომელიც თანხვედრაში იქნება მდგრად განვითარებასთან და ინოვაციებთან, რომ შემდეგ შესაძლებელი იყოს უფრო მრავალფეროვანი, თანამედროვე საქართველოს რეკლამირება. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის მემორანდუმს ვაწერთ ხელს, რათა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები განვავითაროთ და გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ UNWTO-ის ინოვაციებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ბაიონამ.



„ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ძალიან მოწადინებულია ტურიზმის აღდგენაზე. მოხარულები ვართ, საქართველოს მხრიდან წამოსული ინიციატივებით. ტურიზმის ეს საგანმანათლებლო პროგრამა მთავრობასთან ერთად ჩვენთვის წარმოადგენს ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს ტურიზმის მომავალი სტრატეგია. საქართველო მოწინავე ქვეყანაა მომსახურების კუთხით და სამაგალითოა სხვა სახელმწიფოებისთვის“, - განაცხადა UNWTO ევროპის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორმა ალესანდრა პრიანტემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up