კერძო სექტორი ხელისუფლებას ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გზებს სთავაზობს

კერძო სექტორი ხელისუფლებას ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გზებს სთავაზობს

person access_time2016-02-23 10:45:08

ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში არსებული პრობლემები წლებია ხელისუფლების ერთერთი ყველაზე სუსტი წერტილია.


ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესების აუცილებლობაზე უკვე საუბრობს და კონკრეტულ გეგმებსაც ასაჯაროებს ახალი პრემიერმინისტრი. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმოადგენს გეგმას, რომელიც მკვეთრად დააჩქარებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.


რეალურად შესაძლებელია თუ არა პროექტირების და მშენებლობის დაჩქარება და რის ხარჯზე? ამის გარკვევა „კომერსანტმა" თავად ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებთან სცადა.


„სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის" წარმომადგენელი გურამ ვახტანგიშვილი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დროში დაჩქარება შესაძლებელია. კერძოდ, დღეს დიდი დრო იხარჯება როგორც პროექტირებაში და მშენებლობაში, ისე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში.


ვახტანგიშვილის თქმით, შესაძლოა უცებ გამოცხადდეს ტენდერი, პროექტირებაც გაკეთდეს, თუმცა, 2-3 თვე ტენდერის გამოცხადებიდან ხანდახან დოკუმენტაციის შესწავლას სჭირდება. 

 

„ეს პრობლემა ძირითადად საკანონმდებლო ხარვეზია, თორემ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ნამდვილად არის დაინტერესებული, რომ მალე დასრულდეს სამუშაოები. სატენდერო ხელშეკრულებები გადასახედია. ჩვენ სამტრედია-გრიგოლეთის გზას, ბათუმის შემოვლით გზას და თბილისის-რუსთავის გზას ვაშენებთ და სხვა ტიპის პრობლემები ხელისუფლებასთან არ გვქონია. თუ ეს დოკუმენტაცია შემჭიდროვებულ ვადებში მომზადდება, ყველაფერი ნორმალურად იქნება"-აცხადებს ვახტანგიშვილი.


კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორი პაატა ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია დაჩქარდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ვადები და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მისი თქმით, საქართველოს არ აქვს იმის დრო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ასეთ ნელ ტემპში განავითაროს. ტრაპაიძის თქმით, თუ გვინდა, რომ აღმოსავლეთ ევროპას 10-15 წელში მაინც დავეწიოთ, პროცესების დაჩქარებაა საჭირო.


რის ხარჯზე უნდა დაჩქარდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ვადები? ტრაპაიძე ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მენეჯმენტის ხარჯზე უნდა მოხდეს. „ქვეყანას სჭირდება არასტანდარტული მიდგომები, აუცილებელია მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები," - აცხადებს ტრაპაიძე.


მისი თქმით, ცალცალკე არ უნდა იყოს პროექტირება, მშენებლობა და მოვლა-პატრონობა. პრობლემებიც ამიტომ არის. „ევროპაში უკვე მიხვდნენ, რომ ცალკე პროექტირება და ცალკე მშენებლობა პრობლემებს ქმნის მშენებლობაში. ამიტომ, ერთი პასუხისმგებელი უნდა იყოს. დღეს კი ეს გამიჯნული არ არის და ვთვლი, რომ ეს არაა სწორი,"-აცხადებს ტრაპაიძე. მისი თქმით, კარგა ხნის წინ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება.


ტენდერებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელთა შესახებ მედია, მათ შორის კომერსანტი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად წერს, უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებიც ღიად აღიარებენ. განსაკუთრებულად პრობლემატურია ინფრასტრუქტურული ტენდერები.

 

როგორც იურისტები განმარტავენ, პრობლემის სათავე კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებია. მათი თქმით, სახელმწიფო შესყიდვების ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის გარანტიების არსებობა, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 1997 წლიდან არ განახლებულა.


მოძველებული ნორმები კი ვერ პასუხობს საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოქმნილ თანამედროვე გამოწვევებს.


როგორც იურისტი ნინო ლიპარტია „კომერსანტთან" აცხადებს, ქვეყანაში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას კანონმდებლობამ ფეხი ვერ აუწყო და დღემდე ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება მოძველებული კანონმდებლობის პირობებში ხორციელდება.



ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up