საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებით უნდა გაფართოვდეს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებით უნდა გაფართოვდეს

access_time2021-03-25 10:00:33

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ „კომერსანტის“ მეშვეობით ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა გაიხსნას პლატფორმა, სადაც მსჯელობა საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაზე დაიწყება. ყოფილი დეპუტატი ახალი სისტემის შემოღებაზე საუბრობდა, ამბობდა, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ სწრაფად შეცვლა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

 

თემა, რომ მნიშვნელოვანია „კომერსანტთან“ საუბარში ადასტურებს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი. იგი ფიქრობს, რომ მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში რაღაცის შეცვლის ინტერესი აქვს. მისი განმარტებით, ეს ცვლილება უდაოდ იმ მიმართულებით უნდა მოხდეს, რომ საყოველთაო წვდომა სამედიცინო სერვისებზე ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი, რაც დევი ხეჩინაშვილი განცხადებით დღეს არ არის. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს ვის რა მომსახურება ეკუთვნის გაუგებარია. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროდუქტები სადაზღვევო პროდუქტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამიტომ უნდა მოხდეს იმ საკითხზე შეთანხმება თუ რა არის საქართველოში მნიშვნელოვანი.

 

„საკითხზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, ფაქტიურად მას შემდეგ რაც საყოველთაო ჯანდაცვა საქართველოში შემოვიდა. ჩვენ სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საყოველთაო წვდომა შეთანხმებულ საბაზისო სერვისებზე არის უდავოდ საშური საქმე, ოღონდ ეს საქმე სადაზღვეო ინსტრუმენტის გამოყენებით უნდა გაკეთდეს. ეს არის უდავო, რადგან შემთხვევის მართვის უნარი აქვს მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებს, რაც ბევრჯერ არის დამტკიცებული. დამტკიცებულია ისეთ მტკივნეულ საკითხზეც როგორიც არის მედიკამენტები. მედიკამენტები, რომელიც ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის აქილევსის ქუსლია, ამ ხარჯის მართვის ერთადერთი ეფექტური საშუალება არის სადაზღვევო კომპანიები. საქართველოში უნდა მოხდეს იმ საკითხზე შეთანხმება თუ რა არის მნიშვნელოვანი და რისი უნარი გვაქვს, რომ იყოს დაფინანსებული. ეს უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და დარწმუნებული ვარ ეს ყველაზე ეფექტურად სადაზღვევო მედიცინის გამოყენებით გამოვა. ინტერესი იმისა, როგორ უნდა შეიცვალოს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემა არის მაღალი. დისკომფორტი არსებობს, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში ვნახავთ“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.  

 

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე განმარტავს, რომ საყოველთაო სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღებით სადაზღვეო სექტორის კაპიტალი გაიზრდება და ეს ფინანსური ინსტიტუტი ფეხზე კიდევ უფრო მყარად დადგება. მისივე განმარტებით, მომსახურების ხარისხი დაიხვეწება, ხოლო ბაზარი გაიზრდება და რეალურად სწორად მოხდება პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა.  კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მდგრადი და დიდი ახალი სექტორი გაჩნდება. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას გენერალური დირექტორი გვიყვება, რომ კერძო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროსთან, ევროკავშირის დახმარებით ერთიანი სტრატეგიაზე მუშაობს, თუ როგორ უნდა განვითარდეს საყოველთაო ჯანდაცვა უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში. ნინო კობახიძის თქმით, სტრატეგიულ დოკუმენტში სადაზღვეო კომპანიების კომპონენტიც იქნება გათვალისწინებული.

 


„საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაზე კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს, ჯანდაცვის სამინისტრო სტრატეგის ევროკავშირთან ერთად ამუშავებს და დოკუმენტი წესით მალე უნდა მივიღოთ. ეს არის ეკონომიკური განვითარების ის სქემა, რომლითაც სახელმწიფო ერთის მხრივ ბიუჯეტის გამოთავისუფლებას შეძლებს ხოლო, მეორეს მხრივ ქვეყანაში სადაზღვეო ინდუსტრიას განავითარებს. ამისთვის მოსამზადებელი ეტაპია გასავლელი, სადაზღვეო კომპანიების ფინანსური მდგრადობა კიდევ ერთხელ იქნება გადასახედი. დღეს სექტორი 600 000 ათას დაზღვეულს ძალიან ეფექტურად მართავს, პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან დაწყებული, ყველა ეტაპზე ჩვენს დაზღვეულებთან ეფექტურ კომუნიკაციაში ვართ. შესაბამისად კომუნიკაცია ახლა უნდა დაიწყოს და წლებთან ერთად სწორად მოხდეს რისკების სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვეო ინდუსტრიაზე გადანაწილება“ , - განაცხადა ნინო კობახიძემ.

 

ნინო კობახიძე ამბობს, მხოლოდ გეგმიური სტაციონარული სერვისები, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლოებას სთავაზობდა საკმარისი აღარაა. სწორედ ამიტომ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის განცხადებით, დადგა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის დამატებითი ზრდის გარეშე, გონივრულად გაფართოების საკითხი. ნინო კობახიძის განმარტებით, სადაზღვეო ინდუსტრია მზადაა სახელმწიფოს შეეხიდოს მნიშვნელოვან პროექტში, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი მისი თქმით, უნდა იყოს მოქალაქეებისთვის უკეთესი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდება გაფართოებული სამედიცინო ნოზოლოგიების დახმარებით.

 

„საყოველთაო ჯანდაცვა ახლა მოქალაქეს სთავაზობს მხოლოდ გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებას 12 000 ლარიან ლიმიტით. პროგრამამ თავისი როლი პირველი 5 წლის განმავლობაში იდეალურად შეასრულა. მაშინ მოსახლეობის უმეტესობამ გეგმიურ სტაციონარზე ხელმისაწვდომობა მიიღო, რაც პროგრამამდე იყო შეუძლებელი. ადამიანები იხოცებოდნენ მარტო იმის გამო, რომ არ ჰქონდათ საშუალება ოპერაცია გაეკეთებინათ. ახლა მივედით იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ გეგმიური სტაციონარული სერვისები საკმარისი აღარაა, რადგან ამ პროცესს სჭირდება პირველად ჯანდაცვა, მედიკამენტოზური და ამბულატორიული მკურნალობა. უკვე დადგა საყოველთაო ჯანდაცვის გონივრულად გაფართოების საკითხი, ბიუჯეტის დამატებითი ზრდის გარეშე როგორ შეიძლება დაზღვეულმა ადამიანმა, რომელიც იგივე დანახარჯებში იღებს სხვადასხვა ტიპის სერვისებს, ასევე ჩვეულებრივმა საქართველოს მოქალაქემ მიიღოს საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტური სამედიცინო სერვისები. ვერც ერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაწვდება ყველა სამედიცინო საჭიროების დაფინანსებას. ახლა სწორედ არის ის პერიოდი ,როდესაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება ვინ რჩება სახელმწიფოსთვის საყოველთაო დაზღვეულებში, დამატებით ვის უფინანსდება სხვადასხვა სერვისები არა მხოლოდ სტაციონარი, ვინ შეიძლება დამოუკიდებლად გადაერთოს კერძო სადაზღვეო სისტემაზე და კერძო სადაზღვეო კომპანიისგან სარგებელი ნახოს“, - განუცხადა კომერსანტს ნინო კობახიძემ.

 

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორის, თინათინ სტამბოლიშვილის თქმით, სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელვანესი რეფორმა იქნება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროსთან არა ერთხელ ყოფილა. დღეს სტამბოლიშვილი ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორი მზადაა რამდენიმე მოდელი კიდევ ერთხელ განიხილოს. მისი განმარტებით, ინდუსტრია ფინანსურადაც და ლოჯისტიკურადაც არის სრულიად მზად, რათა მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სოციალური სფეროსთვის მნიშვნელვან რეფორმაში.

 

„ჩვენ არაერთხელ გვქონდა შეთავაზება სხვადასხვა დონეზე, რომ დასაქმებულთა სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი რეფორმა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში. რამდენიმე მოდელზე შეიძლება იყოს საუბარი - მათ შორის საყოველთაოების შენარჩუნება საბაზისო სერვისებზე, თუმცა კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება იქ, სადაც ეს ყველაზე ეფექტური იქნება - როგორიცაა დასაქმებულთა მონაწილეობა კერძო სისტემაში. ამასთან, აუცილებელი განხილვის საგანი უნდა იყოს ზღვარის მოხსნის საკთხი კერძო დაზღვევასა და საყოველთაო პროგრამაში მონაწილეობას შორის. კერძოდ, ვგულისხმობ, საყოველთაო პროგრამაში მონაწილება არ უნდა შეეზღუდოს პირებს, ვისაც კერძო დაზღვევა აქვს, არამედ პირიქით - მათ უნდა მიეცეთ საშუალება მცირე თანხის სანაცვლოდ, დააშენონ ისეთი დაზღვევა საყოველთაო პროგრამას, რაც ჯიბიდნა გადახდებს შეუმცირებს - მედიკამენტებზე, სტომატოლოგიაზე, დიაგნოსტიკაზე და სხვა სერვისებე, რასაც არ ფარავს სახელმწიფო პროგრამა. ამასთან, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირებით ჯანდაცვის სისტემაში, თუნდაც ნაწილობრივი - დიდწილად შეუწყობს ხელს პროვაიდერებთან უკეთესი ხარისხისა და უფრო ხარჯთეფექტური შედეგის მიღებას და შეეხიდებოდა ცენტრალურ ბიუჯეტს.

ისიც აღსანიშნავია, რომ წლიდნა წლამდე ჯიბიდან გადახდების წილი იზრდება, რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყფოს სრულყოფილ და ყოვლისმომცველ დაფინანსებას სამედიცინო სერვისებს და ერთის მხრივ თითქოს იფარება სახელმწიფო პროგრამით , მაგალთად, გეგმიური ოპერაცია, თუმცა სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნიხრებით ხდება ანაზღუარება და ეს არ ფარავს დიდ წილს სამედიცინო მომსახურების. ამ დანაკლისის შევსებაც შესაძლებელი იქნებოდა კერძო დაზღვევით, ადამიანებს ე.წ. ზედნაშენი დაზღვევის შეძენა, რომ შეეძლოთ სადაზღვევო კომპანიებში“, - განმარტავს თინათინ სტამბოლიშვილი.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up