კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან

კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან

access_time2021-01-09 14:15:12

კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.


„როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მათ მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ.


დედაქალაქის მერიამ გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, კვლავ ძალაში რჩება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან.



ქალაქის მასშტაბით, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი, დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის, მისი განვითარების კრიტიკულ მნიშვნელობას და იმ პოლიტიკის ჭეშმარიტებას, რომელსაც თბილისის მერია ატარებს.


გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე იღებს. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებას საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე განაახლებს“ – ნათქვამია განცხადებაში.







პროკრედიტ ბანკის ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის

პროკრედიტ ბანკის  ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის
access_time2021-01-21 10:45:33
პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს ელექტრომობილი ჰიუნდაი კონას  შესაძენად ექსკლუზიურ შესაძლებლობას სთავაზობს.   ჰიუნდაის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობების პარალელურად, რაც მოიცავს: •             ფასდაკლება 10 000 ლარის ოდენობით •             საჩუქრად...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
access_time2021-01-21 10:55:22
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არსებობდეს.   „ჩვენ, მთელმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ბიზნესმა პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID 19-ის დღის წესრიგით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საჭიროებების, რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით და გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა...

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე

პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე
access_time2021-01-21 10:00:29
„მოლოდინი გვაქვს, რომ მინისტრი შეგვხვდება, გვინდა ჩვენი მხრიდან დავანახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გვაქვს “, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა მაია მახარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მაია მახარაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა დამოუკიდებლად ცდილობდა პრობლემების მოგვარებას და დანახარჯების შემცირებას, პრობლემის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-20 21:00:01
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1 „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე   „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო,...


მსგავსი სიახლეები

up