წყალტუბოში კერძო სანატორიუმების მფლობელები  ივანიშვილთან თანამშრომლობას გეგმავენ

წყალტუბოში კერძო სანატორიუმების მფლობელები ივანიშვილთან თანამშრომლობას გეგმავენ

access_time2019-11-07 12:00:55

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში არა მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობების, ამ დროისთვის უფუნქციო ძველი სასტუმროებისა და ყოფილი სანატორიუმების, არამედ კერძო მფლობელობაში არსებულ სასტუმროების შეძენასაც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროდან, უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე 15 სასტუმროა, რაც შეეხება დანარჩენ 7 სასტუმროს, უწყებაში არ აქვთ ინფორმაცია, ეს ობიექტები კერძო საკუთრებაა თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა კერძო საკუთრებაში არსებული სასტუმროებით ობიექტის მფლობელები არიან თუ არა დაინტერესებულები ივანიშვილთან თანამშრომლობით და  ქონების გაყიდვით.

 

წყალტუბოში ერთ-ერთი ასეთი კერძო ობიექტი სანატორიუმი „მეშახტეა“, რომელიც სახელმწიფომ 2015 წელს 2,5 მლნ დოლარად კომპანია „ქეი ბი ფი თბილისს” მიჰყიდა. კომპანიის დირექტორი ზვიად ზვიადაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე წყალტუბოს განვითარების შანს აძლევს, რაც მისი შეფასებით, დიდი ქართული საქმეა. სწორედ ამიტომ ბიზნესმენი მზად არის ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის. ზვიადაძე დარწმუნებულია, რომ წყალტუბო მსოფლიო დონის კურორტი გახდება.

 


„ბიძინა ივანიშვილს 1000 პროცენტით დავუდგები გვერდში ამ ქართულ და კარგ საქმეში. ჩემზე კარგად არავინ იცის რა არის საჭირო წყალტუბოს განვითარებისთვის. ამას  1 მლრდ დოლარის ინვესტიცია სჭირდება. მხოლოდ 22 სასტუმროზე და 9 აბაზანაზე არ არის საუბარი, ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, მოეწყოს აკვაპარკი, გოლფის მოედანი და ა.შ. ჩვენი შენობა ყველაზე მაგარია წყალტუბოში, რომელიც როდესაც საბოლოოდ მოეწყობა სავიზიტო ბარათი იქნება არა მარტო წყალტუბოსი, არამედ მთელი საქართველოსი. თუ ბიძინა ივანიშვილს სურვილი ექნება ჩვენს სანატორიუმში ააშენოს „პარაგრაფი“, რა თქმა უნდა მას დიდი სიამოვნებით გადავცემთ ამ შენობას. მზად ვარ, რომ გავასხვისო, თუ სურვილი ექნება მასთან ერთად გავაკეთებ. ზუსტად ვიცი, რომ სხვა შანსი წყალტუბოს არ ჰქონდა, რადგან მე ეს საკითხი გავლილი მაქვს მთავრობასთანაც, ინვესტორებთანაც და ა.შ. საკითხთან დაკავშირებით ჯერ არავინ დამკავშირებია და არ ვიცი რა გეგმა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ვფიქრობ, რომ წყალტუბოზე მაგარი კურორტი რეგიონში არ იარსებებს. ყველა ინვესტორი ჩადებს ფულს როდესაც ნახავენ თუ რისი გაკეთება იგეგმება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამის ხარჯზე ქვეყანაში ტურისტების რიცხვი გაიზრდება და დაახლოებით 1 მლნ ტურისტით მეტი გვეყოლება“,-აცხადებს ზვიად ზვიადაძე.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანია შპს „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2018 წლის აგვისტოში სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა, სადაც ითხოვდა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ კი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის მქონე არანაკლებ 100 -ნომრიანი სასტუმროს 3 წლის ვადაში აშენების ვალდებულების, 2021 წლის სექტემბრამდე გადავადებას. ზვიად ზვიადაძე „კომერსანტთან“ განმარტავს თუ რატომ მოითხოვა კომპანიამ პროექტის გადავადება.

 

თავიდანვე ვამბობდი რომ წყალტუბოს სჭირდება გენგეგმა, უნდა შემუშავდეს როგორ კურორტს ვაშენებთ, რამდენ ადამიანზე გათვლილს. წყალტუბოში ყველაზე დიდი პრობლემა არის ინფრასტრუქტურის განვითარება, ამიტომ არ შემოდიოდნენ საერთაშორისო ოპერატორები. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ევროპული და ამერიკული ბრენდი უნდა შემოვიდეს. დარწმუნებული ვარ რომ 22 სანატორიუმიდან ნახევარზე მეტის მართვაში საერთაშორისო ბრენდი შევა. მე ახლა ველაპარაკები 2 დიდ ბრენდს. ჩვენ ვალდებულება გვაქვს 100 ნომრიანი სასტუმრო ავაშენოთ, არ გამოვრიცხავ რომ მასშტაბები გაიზარდოს და 150 ნომრიანი ავაშენოთ. რადგანაც წყალტუბოს აღორძინება იგეგმება, ვნახავ კურორტის განვითარების კონცეფციას, რის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი. როგორც გავიგე კურორტის აღორძინებისთვის განსაზღვრულია სამი წლის ვადა, ეს მისასალმებელია, ყველა ერთდროულად დავიწყებთ მშენებლობას და ერთდროულად დავამთავრებთ , -განმარტავს ზვიად ზვიადაძე.

 

კიდევ ერთი კერძო ობიექტი, რომელიც 2016 წლის მარტში 160 ათასი ლარად გაიყიდა სანატორიუმი ცისკარია. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად შპს „არგო გამოვლინდა. როგორც გაირკვა შპს „არგოს ხელმძღვანელი ნუგზარ იობიძე გარდაიცვალა. დღეს „ცისკარი“ ნუგზარ იობიძის ოჯახის საკუთრებაა, როგორც იობიძის ოჯახის წევრი აცხადებს სანატორიუმის გასხვისებასთან დაკავშირებით არავინ დაკავშირებია. გასულ წელს ნუგზარ იობიძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალით და სამკურნალო გამაჯანსაღებელი სანატორიუმებით ძალიან ბევრი ტურისტი სარგებლობდა, თუმცა, კარგი იქნებოდა თუ ქვეყნის ხელისუფლება უფრო მეტად მოახდენდა რეგიონის რეკლამირებას და მარკეტინგს.

 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს და გამოისყიდოს უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მზად არის, „პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გაასხვისოს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება“.


ბაჩო ადამია




აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს — მთავარი არხი

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს — მთავარი არხი
access_time2019-11-17 12:44:25
ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს. როგორც არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იარაღი შენობის კიბეებსა და დერეფნებშია განლაგებული. გარდა ამისა, პარლამენტის შიდა ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული და ადგილზე სპეციალური ეკიპირებაა მიტანილი.საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ შუადღით, სამ საათზე უნდა გაიმართოს. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობები და ოპოზიციური პარტიებია. გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსის...


მსგავსი სიახლეები

up