„კერძო სადაზღვევოები Covid 19-ის მართვაში ჩართვისთვის საჭირო ხარჯებს თვითონ დაფარავენ“

„კერძო სადაზღვევოები Covid 19-ის მართვაში ჩართვისთვის საჭირო ხარჯებს თვითონ დაფარავენ“

access_time2020-10-26 12:30:13

კორონავირუსის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები დღეიდან ერთვებიან, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.


„ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში და შესაბამისად, ეს ვალდებულება ყველა სადაზღვეოს აქვს. ასევე ეს ვალდებულება აქვთ იმ ექიმებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულები“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.


აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიებთან რამდენიმე დღის წინ გამართა.


„სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები კოვიდით ინფიცირებული მსუბუქ სიმპტომიანი პაციენტების მართვაში ჩაერთვებიან. მისი თქმით, შესაბამისი პროტოკოლი უკვე არსებობს.


„პირველ ეტაპზე სადაზღვევოები მსუბუქ სიმპტომიანი პაციენტების სახლში მართვაში ჩაებმებიან, ამის პროტოკოლი და ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის შესაბამისადაც დაავადების მართვა მოხდება უკვე არსებობს და სამინისტროს დამტკიცებული აქვს. სადაზღვევოებმა იმ ოჯახის ექიმების რაოდენობა, რომლების ამ საქმიანობისთვის გამოთავისუფლება შეუძლიათ, განიხილეს და მათი სია სამინისტროს გადასცეს.



სამინისტრო აყენებს პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ადამიანი 112-ში დარეკავს და 112 მას ონლაინ კლინიკაში გადაამისამართებს. ონლაინ კლინიკა ნახავს დაზღვეულია თუ არა ეს ადამიანი რომელიმე კერძო სადაზღვევოში და შემდეგ მას კომპანიის ოჯახის ექიმს დააკავშირებს. ეს არის ის  სქემა, რომელიც ეხება მსუბუქ სიმპტომიანი ადამიანების სახლში მართვას.


ამ ეტაპზე იმ რაოდენობის ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან დაავადების სახლში მართვაში, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებს დაკონტრაქტებული ჰყავთ. რა თქმა უნდა სადაზღვევო კომპანიები ამისთვის ყველა ექიმს ვერ გამოყოფენ, რადგან ბევრი სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანია დაზღვეული და მათაც სჭირდებათ ყოველდღიური მართვა“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

 

დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიები Covid 19-ის მართვაში ჩართვისთვის საჭირო ხარჯებს თვითონ დაფარავენ, თუმცა თუ სიტუაცია დამძიმდა და კადრების დამატება გახდა საჭირო, შესაძლოა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი დადგეს.


„ჯერჯერობით სადაზღვევო კომპანიები ოჯახის ექიმების ხარჯს თვითონ ფარავენ, ასევე იმ მარტივი წამლების ხარჯსაც, რომელსაც მსუბუქ სიმპტომიანი პაციენტები საჭიროებენ. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან ფინანსები საჭირო არ არის, რადგან ჩვენ ეხლა იმ ეტაპზე ვართ, რომ რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ერთმანეთს და სახელმწიფოს დავეხმაროთ, მეც და ჩემი კოლეგებიც ასე ვფიქრობთ. თუმცა, თუ სიტუაცია  გართულდა მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ უკვე საშუალო სიმძიმის პაციენტები დარჩებიან  სახლში,  ისეთები რომლებიც დღეს ჰოსპიტალში მიდიან, ამისთვის მათი მართვის პროტოკოლი უნდა შეიქმნას და მათ მართვას ექიმების რაოდენობის გაზრდაც დასჭირდება. ვფიქრობ, რომ იქ უკვე უნდა დადგეს დაფინანსების საკითხი.


ახლა უკვე აქტიურად უნდა ვიმუშავოთ ოჯახის ექიმის და პერსონალის დამატებაზე, რადგან სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში ამდენი არც კვლევა, არც რენტგენი და არაფერი არ გვეყოფა. თუმცა ამ ეტაპზე, რაზეც უკვე გვქონდა საუბარი, გულისხმობს იმას, რომ სახლში იმართება მხოლოდ უსიმპტომო პაციენტები და ამ ყველაფერს თვითონ სადაზღვევოები ანაზღაურებენ“, - განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up