კერძო ქონების ჩამორთმევა საზოგადოებრივი საჭიროების მოტივით

კერძო ქონების ჩამორთმევა საზოგადოებრივი საჭიროების მოტივით

access_time2017-12-05 11:20:30

ხელვაჩაურში მცხოვრებ სულიკო გვიანიძეს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი სახელმწიფომ საზოგადოებრივი საჭიროების მოტივით ჩამოართვა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას გადასცა, რომელიც აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის, ახალციხე-ბათუმის, მშენებლობას ახორციელებს. როგორც radiotavisupleba.ge წერს. სულიკო გვიანიძის კუთვნილი 3 000 კვ/მ მიწის ნაკვეთიდან 313 კვ/მ ჩამოართვეს იმის გამო, რომ იგი არ დათანხმდა შეთავაზებულ კომპენსაციაზე კვადრატულ მეტრში 10 დოლარის ოდენობით და მიწის საბაზრო ღირებულების შესასწავლად „სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ მიმართა, რომელმაც ერთ კვ/მ მიწის საბაზრო ფასად 44 დოლარი დაადგინა. გარდა ამისა, სულიკო გვიანიძის პროტესტს იწვევს 220 - ვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროანძის არა ექსპროპრირებულ მიწის ნაკვეთზე, არამედ მის კუთვნილ ტერიტორიაზე ჩადგმა:



„პოლიციის დახმარებით დამიჭირეს და ჩემს საკუთრებაში ჩადგეს ბოძი, რომელშიც არც ერთი თეთრი არ გადაუხდიათ. მთავრობა გაიგონებს, მოსამართლე გაიგონებს თუ პროკურორი გაიგონებს, გაიგონოს და მერე არ დაიწყოს დანაშაულის ძებნა. დანაშაული უკვე ჩადენილია - მე დამაყაჩაღეს! დეკემბრის პირველიდან დავიწყებ იმ ბოძის დაჭრას!“


სულიკო გვიანიძის ინტერესებს იცავს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ორგანიზაციას აჭარაში ექსპროპრიაციის 20-ზე მეტი საქმე აქვს მოქალაქეებისთვის საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სულიკო გვიანიძის საქმე ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულია:


„ეს შემთხვევა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგას სახელმწიფო მოქალაქეს, როცა მისი ინტერესი ირღვევა. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, იქნება ეს პოლიცია თუ სხვა უწყებები, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ნაცვლად იმისა, რომ შესწინაააღმდეგებოდნენ „ელექტოსისტემის“ წარმომადგენლებს და არ დაეშვათ ელექტროგადამცემის ჩადგმა იმ ტერიტორიაზე, რომელიც იმ მომენტისთვის წარმოადგენდა სულიკო გვიანიძის საკუთრებას, ნაცვლად ამისა, მიაყენეს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააკავეს და სასამართლომ ის ცნო როგორც საზოგადოებრივი წესრიგის სამართალდამრღვევი ადმინისტრაციული კანონმდებლობით“.


ამ კონკრეტული მოქალაქის საქმეზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, რომ ეს ტექნიკური საკითხია, რომელიც შესაბამის შესწავლას მოითხოვს. რაც შეეხება კომპენსაციას, ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს დავა სასამართლოში აქვთ და, თუ დადგინდა კომპენსაციის თანხის მეტი ოდენობა, კომპანია მზადაა მომჩივანი დააკმაყოფილოს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრი გიორგი შარკოვი პროექტის საჭიროებასა და მის საზოგადოებრივ მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკისთვის, აცხადებს შარკოვი. ახალციხე-ბათუმის შემაერთებელი 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ამ ორ წერტილში არსებულ ქვესადგურებს ერთმანეთთან დააკავშირებს. გარდა ამისა, ხაზი განკუთვნილია ზემომთიან აჭარაში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების ქსელთან მისაერთებლად.



გიორგი შარკოვი აცხადებს, რომ ელექტროგადამცემი ხაზის, ახალციხე-ბათუმის, მშენებლობისთვის აჭარაში 1000-ზე მეტი კერძო მფლობელის საკუთრებით სარგებლობა გახდა საჭირო:


„ექსპროპრიაციის 29 პროცესი დაიწყო, აქედან 16 დასრულდა სასამართლო განჩინებით, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში შეწყდა იმის გამო, რომ ისინი, საბოლოო ჯამში, დაეთანხმნენ და დაიდო მათთან შესაბამისი კომპენსაციები“.


კანონპროექტში იმგვარად იყო, რომ ეკონომიკის სამინისტროს ეტაპზე ხდებოდა დადგენა, იყო თუ არა საზოგადოებრივი საჭიროება, შემდეგ კი სასამართლო ავტომატურ როლს იძენდა ამ პროცესში და აღარ შედიოდა მსჯელობაში...


ექსპროპრიაცია დღეს ქვეყანაში ხორციელდება მოძველებული კანონმდებლობით, რომელიც ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და სწორედ ამიტომ იგი ხშირად სასამართლო დავებს იწვევს, აცხადებენ ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. აუცილებელი კანონი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ შეიცვალოს და ამისათვის საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პარლამენტში ახალი კანონპროექტი შეიტანოს. ამ ეტაპისთვის პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო ისე, რომ არასამთავრობო სექტორის მხოლოდ ერთი შენიშვნა გაითვალისწინა, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი საჭიროების მოტივით მოქალაქისთვის საკუთრების ჩამორთმევა და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი გახდება, ვიდრე სასამართლო დავა არ გაივლის ყველა ინსტანციას და საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება გამოცხადებული. როგორც საიას საპარლამენტო მდივანი სოფო ჭარელი ამბობს, კანონპროექტის განხილვისას პარლამენტმა არ გაითვალისწინა რიგი საკითხები. მაგალითად, ვინ ადგენს საკუთრების ჩამორთმევის საზოგადოებრივ საჭიროებას?


„კანონპროექტში იმგვარად იყო, რომ ეკონომიკის სამინისტროს ეტაპზე ხდებოდა დადგენა, იყო თუ არა საზოგადოებრივი საჭიროება, შემდეგ კი სასამართლო ავტომატურ როლს იძენდა ამ პროცესში და აღარ შედიოდა მსჯელობაში. ჩვენი მთავარი მოსაზრება კი იყო, გამოკვეთილიყო სასამართლოს როლი და ნათლად ჩაწერილიყო, რომ სასამართლო არის ერთადერთი უწყება, რომელმაც უნდა შეაფასოს საზოგადოებრივი საჭიროება“.


საიას ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა აგრეთვე ქონების ჩამორთმევის შემთხვევაში კომპენსაციის დადგენის საკითხს. ორგანიზაციის წარმომადგენლები და პარლამენტართა ნაწილი ითხოვდა კომპენსაცია საბაზრო ღირებულების მიხედვით განსაზღვრულიყო. კანონპროექტის პირველი მოსმენისას პარლამენტში არც ეს რეკომენდაცია გაითვალისწინეს, თუმცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მის ხელმეორედ შეთავაზებას კანონპროექტის უკვე მეორე მოსმენის დროს აპირებს.



radiotavisupleba.ge



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up