კერძო მშენებლობის დაზღვევა ალდაგისგან -  ამხანაგობებისთვის შექმნილი ინოვაციური პროდუქტი

კერძო მშენებლობის დაზღვევა ალდაგისგან - ამხანაგობებისთვის შექმნილი ინოვაციური პროდუქტი

access_time2020-09-16 10:00:27

პირველად სადაზღვეო ბაზარზე კომპანია „ალდაგი“ ამხანაგობებს ახალ პროდუქტს სთავაზობს, რომელიც ჯგუფურად განხორციელებული კერძო მშენებლობის ხელშეწყობას გულისხმობს.

 

„ალდაგის“ მიერ შეთავაზებული ახალი პროდუქტი ამხანაგობებს დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე ბანკიდან დაფინანსებისა და გარანტირებულად პროექტის წარმატებით განხორციელების საშუალებას აძლევს.

 

„ზოგადად დაზღვევა ორიენტირებულია კონკრეტულ მოთხოვნაზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად მორგებული იქნება ამხანაგობებზე. სერვისი ისეთი პროექტის განხორციელების დახმარებას გულისხმობს, როდესაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს გააჩნია გარკვეული მოცემულობა (მიწის ნაკვეთი, დამტკიცებული პროექტი, თანხის გარკვეული ნაწილი), მაგრამ არ გააჩნია საკუთარი სახსრები და ბანკის კრედიტის მოზიდვის უზრუნველყოფა.

 


ეს შეიძლება იყოს როგორც პირადი მიზნებისთვის გათვლილი მშენებლობა, ანუ ადამიანთა ჯგუფს უნდოდეს საკუთარი სახლების აშენება, ისე კომერციული საცხოვრისის ან ფართის ფართის აშენება. „ - განმარტავს „ალდაგის“ კორპორატიული დაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელი დავით ეჯიბია

 

იმ შემთხვევაში თუ პროექტი დროულად ვერ შესრულდება ამხანაგობის წევრთა ვალდებულებას ბანკის წინაშე ალდაგი დაფარავს და მშენებლობასაც ის დაასრულებს.

 

„როდესაც დაინტერესებულ მხარეს არ გააჩნია უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ბანკიდან მოიზიდოს კრედიტი, ჩვენი პოლისით ამ უზრუნველყოფის ჩანაცვლებას ვახდენთ და ამხანაგობებს თანხის მოზიდვაში ვეხმარებით.

ასევე, გარდა იმისა, რომ მშენებლობის განხორციელებაში მომხმარებელს ვეხმარებით, პრაქტიკულად ბანკთან გაცემული სესხების უზრუნველყოფის გარანტორები გამოვდივართ, რადგან პროექტის განხორციელების შეფერხების შემთხვევაში ამ თანხების დაფარვას საკუთარ თავზე ვიღებთ,“ - აღნიშნავს დავით ეჯიბია.

 

R





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up