კერძო კომპანიისთვის მიკროავტუბუსების ბიუჯეტის ფულით შესყიდვა არც კაპიტალური დანახარჯია და არც სოციალური, ეს არის კორუფცია!

კერძო კომპანიისთვის მიკროავტუბუსების ბიუჯეტის ფულით შესყიდვა არც კაპიტალური დანახარჯია და არც სოციალური, ეს არის კორუფცია!

access_time2020-06-11 13:00:06

საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვატო შაქარიშვილი მერიის მიერ მიკროავტუბუსების შეძენას კორუფციულ გარიგებად აფასებს და განცხადებას ავრცელებს.


პანდემიის ფონზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში უდიდეს დანაკლისს განიცდის, მერიის პროგნოზით დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე. ეს ნიშნავს რომ სამწუხაროდ მერიას მოუწევს უამრავი პროექტის შეჩერება ან გადადება რომელიც თბილისში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას უნდა მომსახურებოდა. ამ ფონზე კი კალაძის გადაწყვეტილებით საბიუჯეტო თანხებით უნდა განხორციელდეს კერძო კომპანიისათვის მიკროავტობუსების შესყიდვა. რომ განვმარტოთ - თბილისის მაცხოვრებლების ფულით სურს კალაძეს რომ გააუმჯობესოს მისი ბიზნესპარტნიორის ფინანსური მდგომარეობა და გააკეთოს ის რაც ამ კომპანიის ვალდებულებაა!



წარმოადგინონ რომელიმე დასავლური ქვეყნის დედაქალაქის თუ ქალაქის მაგალითი სადაც არსებობს მსგავსი პრაქტიკა, ბიუჯეტის თანხებით კერძო კომპანიისთვის სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა. ეს გადაწყვეტილება არც ერთი რაციონალური მიზნით არ იხსნება, იმისათვის რომ არ გაზრდილიყო მგზავრთა გადაყვანის ფასი მუნიციპალიტეტს შეეძლო სხვა ბერკეტების ამუშავება, მინიმუმ იმ ადამიანებისთვის ვინც სოციალურად დაუცველია და ამის პრაქტიკა გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილში. კერძო კომპანიისთვის მიკროავტუბუსების ბიუჯეტის ფულით შესყიდვა არც კაპიტალური დანახარჯია და არც სოციალური ეს არის კორუფცია!







ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up