კერძო დაზღვევით მოსარგებლეებისთვის სასწრაფო დახმარება შესაძლოა ფასიანი გახდეს - 112-ის წერილი სადაზღვევო კომპანიებს

კერძო დაზღვევით მოსარგებლეებისთვის სასწრაფო დახმარება შესაძლოა ფასიანი გახდეს - 112-ის წერილი სადაზღვევო კომპანიებს

access_time2022-08-05 14:10:58

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაში კერძო დაზღვევის მოსარგებლეების ნაწილს შესაძლოა თანხის გადახდა მოუწიოთ. სადაზღვევო კომპანიებმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისგან წერილი მიიღო, რომლითაც ცენტრი კომპანიებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურებას სთავაზობს. წერილში, მითითებულია ფასები, რისი გადახდაც სადაზღვევო კომპანიებს ცენტრისთვის მოუწევთ, თუ 112-ის სერვისს მიიღებენ.


სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია და არც ის იციან როდიდან იცვლება წესი და რა მექანიზმით.


„წერილი მივიღეთ 112-იდან, თუმცა არანაირი კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი არ არის. როდიდან ან რა პირობით მოხდება ცვლილება. ჩვენ თვითონაც ვცდილობთ გავარკვიოთ. წერილის უკან არ დგას არანაირი კონკრეტიკა.


ცნობილია, რომ სასწრაფო დახმარება უფასოა. რა უნდა მთავრობას და 112-ს ეს ჯერ არ ვიცით. დღეს პრაქტიკა სამწუხაროდ ასეთია, რომ უნივერსალური სერვისები ეზღუდებათ დაზღვეულებს,  შეიძლება უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოყენებაც შეეზღუდოთ, მაგრამ მე არ მაქვს ამ ეტაპზე ასეთი მოლოდინი, ვნახოთ, იმედია გავარკვევთ დეტალებს“, - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა. 


წერილი, რომელიც სადაზღვევო კომპანიებმა მიიღეს:



„ცენტრი გთავაზობთ მომსახურების გაწევას წინამდებარე წერილით გათვალისწინებული ანაზღურების სანაცვლოდ და გამოთქვამს მზადყოფნას, თქვენი ან თქვენი დაზღვეულების მოთხოვნის საფუძველზე გაგიწიოთ მომსახურება. მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვროს შემდეგნაირად:


  1. ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პაციენტის ტრანსპორტირების/სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 25 კმ-ის (25 კმ-ის ჩათვლით) მანძილზე - 60 (სამოცი) ლარით;
  2. ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პაციენტის ტრანსპორტირების/სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 25 კმ-ზე მეტ მანძილზე - ყოველ ერთ კილომეტრზე 2.50 (ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარით;
  3. კილომეტრაჟი აითვლება მომსახურების განხორციელების საწყისი წერტილიდან მომსახურების დასრულების წერტილამდე;
  4. ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით, ცენტრის სამედიცინო დახმარების ბრიგადის, დაყოვნების (ლოდინის) საფასური ფიზიკური/იურიდიული პირისთვის განისაზღვროს შემდეგნაირად: 4.1. პაციენტის ტრანსპორტირებისას დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათი - 100 (ასი) ლარი. დაყოვნების (ლოდინის) ათვლა განხორციელდეს დაყოვნების მეორე საათიდან; 4.2. სპორტულ, კულტურულ ან სხვა სახის ღონისძიებაზე დასწრებისას, ასევე სხვა ნებისმიერი შემთხვევისას დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათი - 100 (ასი ) ლარი. დაყოვნების (ლოდინის) ათვლა განხორციელდეს დაყოვნების პირველივე საათიდან. სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) საფასური მოიცავს საჭიროების შემთხვევაში იმავე რაიონში განხორციელებული ტრანსპორტირების საფასურსაც;
  5. ცენტრის რეანიმობილით, ცენტრის სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვროს შემდეგნაირად:

5.1. ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პაციენტის ტრანსპორტირების სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 35 კმ-ის (35 კმ-ის ჩათვლით) მანძილზე - 100 (ასი) ლარი;

5.2. ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პაციენტის ტრანსპორტირების სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 35-კმ-ზე მეტ მანძილზე - ყოველ დამატებით განვლილ 1 (ერთი) კილომეტრზე, საწყის საფასურს (100 ლარს) დამატებული 2.80 (ორი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი;

5.3. რეანიმობილით მომსახურების მანძილის ათვლა დაიწყოს რეანიმობილით მომსახურების განხორციელების საწყისი წერტილიდან მომსახურების დასრულების წერტილამდე, გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით;

5.4. ცენტრის რეანიმობილით, ცენტრის სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) საფასური ფიზიკური/იურიდიული პირისთვის განისაზღვროს შემდეგნაირად: 5.4.1. პაციენტის ტრანსპორტირებისას დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი. რეანიმობილით სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) ათვლა განხორციელდეს დაყოვნების მეორე საათიდან; 5.4.2. სპორტულ, კულტურულ ან სხვა სახის ღონისძიებაზე დასწრებისას, ასევე სხვა ნებისმიერი შემთხვევისას დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათი - 150 (ასორმოცდაათი) ლარი. რეანიმობილით დაყოვნების (ლოდინის) ათვლა განხორციელდეს დაყოვნების პირველივე საათიდან. რეანიმობილით დაყოვნების (ლოდინის) საფასური მოიცავს, საჭიროების შემთხვევაში იმავე რაიონში განხორციელებული ტრანსპორტირების საფასურს. სხვა რაიონში ტრანსპორტირების განხორციელების საჭიროებისას, რეანიმობილის დაყოვნების (ლოდინის) საფასურს ემატება პაციენტის ტრანსპორტირების საფასური, კილომეტრაჟის გათვალისწინებით.


 6. ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით/რეანიმობილით, ცენტრის სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) ჯამური საფასურის განსაზღვრის მიზნებისთვის მოქმედებს დაანგარიშების შემდეგი წესი: ერთ საათზე ნაკლები დაყოვნების (ლოდინის) პერიოდი მრგვალდება ერთ საათამდე; ერთი საათის შემდეგ, ყოველ ნახევარ საათზე ნაკლები დაყოვნების (ლოდინის) პერიოდი მრგვალდება ნახევარ საათამდე, ხოლო ნახევარ საათზე მეტი დაყოვნების(ლოდინის) პერიოდი მრგვალდება სრულ საათამდე; სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) ნახევარი საათის საფასური განისაზღვრება სამედიცინო ბრიგადის დაყოვნების (ლოდინის) ყოველი ერთი საათისათვის დადგენილი შესაბამისი საფასურის 50%-ით. მითითებული პირობები ვრცელდება ცენტრის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გასაწევი მომსახურებების მიმართ. ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას თქვენი ან თქვენი დაზღვეულის ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გაგიწიოთ ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება”, - ნათქვამია წერილში.




თეგები:
დაზღვევა



უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც

უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც
access_time2022-08-11 23:50:01
...

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up