Best Western Hotels & Resorts-ი ფართოვდება - ბრენდი ქართულ სასტუმროებს საერთაშორისო  სტანდარტების დაცვას ურჩევს

Best Western Hotels & Resorts-ი ფართოვდება - ბრენდი ქართულ სასტუმროებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას ურჩევს

access_time2019-08-08 14:00:25

„კერძო, დამოუკიდებელი სასტუმროების მფლობელებს, მათი სასტუმროების, საერთაშორისო ბრენდების მიერ მოთხოვნილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ- ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმროების საერთაშორისო ქსელის Best Western Hotels & Resorts-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  კომპანია Capitol HPS-ის ხელმძღვანელმა გოჩა ჯაიანმა განუცხადა.


მისი ინფორმაციით, გონივრულად დაგეგმილი  სასტუმროს ბიზნესი გულისხმობს იმას, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ინვესტორის მიერ სასტუმროსთვის არის გამიზნული, მომავალი სასტუმროს შენობა თავიდანვე უნდა იყოს დაპროექტებული შესაბამისი საერთაშორისოდ მიღებული კრიტერიუმების გათვალისწინებთ და აშენებული სათანადო სტანდარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ინვესტორი აუცილებლად აღმოჩნდება უამრავი გაუთვალისწინებელი პრობლემების წინაშე, როგორც სასტუმროს უსაფრთხო და გამართულად ექსპლოტაციის, ასევე გაყიდვების კუთხითაც. მომავალში კი, თუკი სასტუმროს მეპატრონე დაინტერესდება რომელიმე საერთაშორისო ქსელის ცალკეული ბრენდის შეძენით, მას ბევრი რამის გადაკეთება და შეცვლა მოუწევს, რაც გამოიწვევს დამატებითი ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობას.


“უფრო რთულადა საქმე სხვა დანიშნულების მქონე (საცხოვრებელი კორპუსი, საოფისე შენობა და ა.შ) არსებული შენობის, სასტუმროდ გადაკეთების შემთხვევაში. აქ პირველ რიგში მთავარი პრობლემა არის ამ შენობის უკვე არსებული კონსტრუქცია, რომლიც სხვა დანიშნულებით იყო დაპროექტებული და ხშირად, ასეთი შენობების სასტუმროდ გადაკეთების შემთხვევაში საჭირო ხდება არსებული კონსტრუქციის შეცვლა, რაც ყოვეთვის უსაფრთხო არ არის და თან დიდ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. კონსტრუქციის გარდა არსებობს კიდევ უამრავი პრობლემა, რომელიც მოითხოვს ფასადების, საერთო ექსტერიერის და ინტერიერის, საკომუნიკაციო და სალიფტე შახტების, ტექნიკური და დამხმარე სათავსოების სასტუმროსთვის მიღებულ სტანდარტებამდე შესაბამისობაში მიყვანას, რაც ასევე მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს და ჯამში ასეთი სასტუმრო, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ახლის აშენება.


გამომდინარე აქიდან, იდეალურია, რომ სასტუმრო დაპროექტდეს და აშენდეს ცარიელ მიწის ნაკვეთზე, ყოველგვარი არსებული რეგულაციების გათვალისწინებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით,“  აღნიშნავს Capitol HPS-ის ხელმძღვანელი.


როგორც გოჩა ჯაიანი აცხადებს, წინა წლებში, ინვესტორები ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებდნენ ზემოთ აღნიშნულ საკითხებს და დღეს ისინი ამის გამო ხშირად აწყდებიან თავის დროზე გაუთვალისწინებელ პრობლემებს და უწევთ დამატებითი ძალისხმევა მათ მოსაგავრებლად. თუმცა, ბოლო პერიოდში ამ კუთხით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა და დარგი ბევრად უფრო გეგმაზომიერად, საყოველთაოდ მიღებული რეგულაციების და სტანდარტების დაცვით ვითარდება, რაც უფრო უადვილებს მას, როგორც სასტუმროების საერთაშორისო ქსელის Best Western Hotels & Resorts-ის წარმომადგენელს, მათთან ურთიერთობას და თანამშრომლობას.


„ფაქტობრივად, როგორც ყველა პროექტი, ასევე სასტუმროს პროექტიც იდეიდან იწყება და იმის მიხედვით ეს სასტუმრო ცარიელ მიწაზე შენდება, თუ ამისთვის უკვე არსებული შენობა უნდა იქნეს გამოყენებული, ინვესტორს, სასტუმროების საერთაშორისო ქსელთან ურთიერთობისას უნდა ქონდეს საშუალება აირჩიოს მის პროექტისთვის მისაღები ბრენდის ვარიანტი, რა თქმა უნდა, თვითონ კონკრეტული ქსელის ჩართულობით და რჩევით. ზუსტად იმისთვის, რომ ყველა სახის და კატეგორიის სასტუმროს ქონდეს შანსი, გახდეს ცნობილი საერთაშორისო ქსელების წევრი, ასეთმა ქსელებმა და მათ შორის ჩვენმა ქსელმაც, ბოლო წლებში, საგრძნობლად გაზარდეს თავიანდი ბრენდების რიცხვი. კერძოდ, დღეისათვის Best Western Hotels & Resorts-ის  ქსელს (რომელიც თავის თავში აერთიანებს 100-ზე მეტი ქვეყნის 4200-ზე მეტ დამოუკიდებელ სასტუმროს) გააჩნია 13   სხვადასხვა სახეობის ბრენდი, რომლებიც თავის თავში ითვალისწინებს თითქმის ყველა კატეგორიის (გარდა ლაქშერი და ბუტიკ კატეგორიისა) და კონცეფციის სასტუმროებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის უკან, ჩვენი ქსელის მეპატრონეების მიერ შეძენილი იქნა კიდევ ერთი, მსოფლიოში კარგად   ცნობილი, სასტუმროების ქსელი World Hotels-ი, რომელიც შედგება 300-მდე ერთეული   ლაქშერი და ბუტიკ კატეგორიის სასტუმროებისგან და დღეს უკვე  გვაქვს საშუალება მოემსახუროს ყველა კატეგორიის სასტუმროებს.“-აცხადებს ჯაიანი.



მისი განმარტებით, Capitol HPS- ის მთავარი  მიზანია მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი ტურიზმისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში. იგი დაფუძნდა 2016 წელს და შედის  საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი-ს შემადგენლობაში, რომელშიც კომპანიის გარდა გაერთიანებულია ყაზახური ინვესტიციების მოზიდვით შექმნილი სხვადასხვა პროფილის (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, დეველოპმენტი, მენეჯმენტი, ტურიზმი და ა.შ.) კომპანიები.


 Capitol HPS- ის ძირითადი ამოცანაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი „Best Western Hotels & Resorts“-ის  ქსელის გაფართოებას საქართველოში. ბრენდთან თანამშრომლობის მისაღები და მარტივი პირობების გამო, კომპანია Capitol HPS-ის  შეთავაზება საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ ქსელს   მთელ ქვეყნის ტორიტორიაზე გაფართოების კარგი პერსპექტივა  გააჩნია.

 

ჯაიანის განცხადებით, დღეისათვის საქართველოში  „Best Western Hotels & Resorts“-ის ქსელში გაერთიანებული ექვსი მოქმედი სასტუმრო უკვე ოპერირებს. მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ ერთი Best Western-ის სასტუმროს გახსნა,  გუდაურში.

 

შესაბამისად 2019 წლის ბოლომდე საქართველოს 5 ქალაქში (მათ შორის, თბილისი, ბათუმი, საირმე, ქუთაისი და გუდაური), წარმოდგენილი იქნება Best Western Hotels & Resorts-ის სამი ძირითადი ბრენდის 7 სასტუმრო,  ჯამში 435 ნომრით. მისივე  პროგნოზით, Best Western Hotels & Resorts-ის ქსელში გაერთიანებული სასტუმროების რაოდენობა 2021 წლის ბოლომდე საქართველოში 12-ს, ნომრების ჯამური რაოდენობა კი დაახლოებით 750-ს მიაღწევს.

 

როგორც ჯაიანი აცხადებს,  უახლოეს მომავალში  Best Western Hotels & Resorts-ის ქსელი საქართველოს რეგიონებში აპირებს განვითარებას, რადგან ამ კუთხით   ჩამორჩენაა და განვითარების კუთხით რეგიონები უფრო საინტერესოა.

 

 სოფო ქსოვრელი 





რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up