კერძო ბაღების 50% ბაზარზე ვეღარ დაბრუნდა - „ვამუშავებთ გაიდლაინს, რათა ნებისმიერ პირობებში შევძლოთ ფუნქციონირება“

კერძო ბაღების 50% ბაზარზე ვეღარ დაბრუნდა - „ვამუშავებთ გაიდლაინს, რათა ნებისმიერ პირობებში შევძლოთ ფუნქციონირება“

access_time2021-03-05 14:30:22

,,ასოციაციის ფარგლებში თავად ვქმნით რეგულაციების ახალ პაკეტს, რათა მზად ვიყოთ უფრო მკაცრი პირობებისთვისაც”, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ საგანმანათლებლო (კერძო საბავშვო-ბაღების) ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელმა დირექტორმა.


გიგი სისვაძე ამბობს, რომ ბაზარზე დიდი დახურვის შემდეგ კერძო ბაღების 50% ვერ დაბრუნდა.


,,თითქმის 1-წლიანი დახურვის შემდეგ, ბაზარზე დაბრუნება კერძო ბაღების 50%-მა შეძლო. ვერ ვიტყვი, რომ ამ რეგულაციებით მუშაობა მარტივია, თუმცა არ არის შეუძლებელი. უფრო მეტიც, ჩვენ ასოციაციის ფარგლებში თავად ვქმნით რეგულაციების ახალ პაკეტს, რათა მზად ვიყოთ უფრო მკაცრი პირობებისთვისაც. იმისთვის, რომ მომავალში შეგვეძლოს ამ ინსტრუქციის მთავრობისთვის შეთავაზება, ჩვენივე გაიდლაინით როგორ ვმართავთ პანდემიას. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ნებისმიერი ეპიდ სიტუაციის დროს შევძლოთ და გავაგრძელოთ ფუნქციონირება. საქართველოში პირველი ჩვენ დაგვხურეს და ბოლო, ჩვენ გავიხსენით, მაშინ, როცა მთელს მსოფლიოში პირიქითაა.



მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებით, ვამუშავებთ გაიდლაინს, რათა ნებისმიერ პირობებში შევძლოთ ფუნქციონირება. ეს გვინდა, რომ დავამტკიცებინოთ ეკონომიკის სამინისტროს კერძო ბაღებთან დაკავშირებით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს არ ეხება სახელმწიფო ბაღებს, სადაც გაცილებით დიდია აღსაზრდელთა რაოდენობა. ჩვენ მათგან გამიჯნული ვართ, როგორც ფორმალურად და იურიდიულად, ასევე, არსობრივადაც.


უპირველესი მოთხოვნაა, რომ აღარ დაგვხურონ. ასოციაცია 10 მარტამდე ჩაატარებს პრესკონფერენციას, სადაც გვაქვს შეღავათებთან დაკავშირებით კონკრეტული თხოვნები ეკონომიკის სამინისტროსთან. რაც იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ფუნქციონირება“-აცხადებს სისვაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


შეგახსენებთ, ბაღებს ფუნქციონირების განახლების უფლება 1-ელ მარტს მიეცათ.


bpn.ge


თეგები:
ბაღები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up