კერძო ბაღები სახელმწიფო რეგულირებაში გადავიდა, თუმცა – მხოლოდ ფორმალურად

კერძო ბაღები სახელმწიფო რეგულირებაში გადავიდა, თუმცა – მხოლოდ ფორმალურად

person access_time2016-07-01 18:00:49

კერძო ბაღები სახელმწიფოს რეგულირებას დაექვემდებარა.

 

შესაბამისი კანონი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, თუმცა, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში ვერ აკონკრეტებენ, რეალურად როდის ამოქმედდება ეს კანონი.

 

კანონზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ", განათლების სამინისტრო და პარლამენტი ერთობლივად მუშაობდა. ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძე მიმდინარე წლის მაისში განმარტავდა, რომ კანონს უნდა განესაზღვრა ის, რომ სახელმწიფოს მიერ მომხდარიყო რეგულირება, ავტორიზაცია ან ავტორიზაციის შეჩერება.

 

დღეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ამბობს, რომ კანონპროექტი მიღებულია, თუმცა, ავტორიზაციასთან და სხვა დამატებით ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისი თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი ვინ იქნება საავტორიზაციო კომისიის შემადგენლობაში. თორნიდავას განცხადებით, გაურკვეველია ამაში ჩაერთვება რამდენიმე უწყება, შეიქმნება ახალი ორგანო, თუ შეიქმნება საავტორიზაციო კომისია. მისი მტკიცებით, ეს შემდგომი მუშაობის საკითხია. 

 

„ამ ეტაპზე ეს დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდით. ასევე განგიმარტავთ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს არამარტო ავატორიზაციას, არამედ სხვადასხვა სტანდარტების შემუშვებას სხადასხვა უწყებების მიერ, შესაბამისად, ავტორიზაციაც არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მოიცავს არამარტო კერძო საბავშო ბაღებს, ამავდროულად საჯარო ბაღებსაც. შესაბამისად, ავტორიზაცია შეეხება როგორც კერძო ბაღებს, ისე საჯარო ბაღებს," - აცხადებს თორდინავა.



„კომერსანტის" კითხვაზე, მიღებული კანონით, ბაღების სააგენტოს უფლებამოსილება იქნება თუ არა კერძო ბაღებისთვის ლიცენზირების შეჩერება, თორდინავა ამბობს, რომ საკითხისადმი ასე მიდგომა მიწანშეწონილი არ არის, რადგან დღევანდელი გადასახედიდან თუ როგორ იქნება ეს ყველაფერი, ვინ ჩაერთვება პროცესში, ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. ვფიქრობ, რომ 2017 წლიდან ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული პოზიცია შეიძლება არსებობდეს," - აცხადებს თორდინავა.


მისი თქმით, უკვე იქმნება ტექნიკური რეგლამენტი, თუ რა მინიმალური სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს შენობა-ნაგებობამ როგორც ინფრასტრუქტურული, იგივე მოწყობის და აღჭურვის თვალსაზრისით. თორდინავა ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ამ ეტაპზე შექმნის პროცესშია, შესაბამისად, შემდეგ უკვე მიღებული იქნება ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყევტილებები.


თორდინავას თქმით, ტექნიკურ რეგლამენტზე გაეროს ბავშვთა ფონდი (UNIСEF), ეკონომიკის სამინისტროსთან კოორდინაციაში მუშაობს, კონსულტაციების გავლა ხდება ბაღების სააგენტოსთანაც.


შეგახსენებთ, რომ დღეს კერძო ბაღის ავტორიზაცია-ლიცენზირება არცერთი სახელმწიფო უწყებისგან არ ხდება. დღეს კერძო ბაღები ფუძნდება როგორც შპს-ები, ამიტომ ერთიანი მართვის და კონტროლის მექანიზმი თვითმმართველობიდან არ არსებობს. ბურძენიძე ასევე განმარტავდა, რომ მას შემდეგ რაც პარლამენტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონს მიიღებდა (მიმდინარე წლიდან) კერძო ბაღები სახელმწიფოს დაექვემდებარებოდნენ.


აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის" პრეზენტაცია ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამართა.


მაშინ ითქვა, რომ კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდებოდა დაწესებულების დაფუძნებისა და ავტორიზაციის წესები. ავტორიზაცია სავალდებულო იქნებოდა ყველა დაწესებულებისათვის, ავტორიზაციის ვადა 4 წელი უდა ყოფილიყო. იმისათვის, რომ დაწესებულებამ ავტორიზაცია გაიაროს, ის უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, რაც გულისხმობს განათლების, კვების, ჰიგიენისა და ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, აღჭურვილობის მაღალი სტანდარტების დაცვას.


კერძო ბაღების თემა არაერთ მშობელს აწუხებს: საქმე ეხება ბავშვების უსაფრთხოებას, მათთან კვალიფიციური პედაგოგების დაშვებას და სათანადო პროგრამით სწავლებას. ამ ფაქტორების გარანტია დღეს კერძო ბაღებში არ არსებობს, რადგან სახელმწიფო მათ რეგულაციას არ ახდენს.



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up