კერძო ავტოდაზღვევის მფლობელებს მათი სადაზღვევო პაკეტის ახალ რეგულაციებზე მორგება მოუწევთ

კერძო ავტოდაზღვევის მფლობელებს მათი სადაზღვევო პაკეტის ახალ რეგულაციებზე მორგება მოუწევთ

access_time2019-02-19 23:57:59

ავტომობილის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების მიზანი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფაა და ამ ტიპის დაზღვევა როგორც დამზარალებლისთვის, ასევე დაზარალებულისთვის სოციალურ გარანტიებს ქმნის. ამის შესახებ გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ირაკლი თუთარაშვილმა თქვა.

 

ირაკლი თუთარაშვილის თქმით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია და განხილვა მიმდინარეობს. კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევა 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ეს დამოკიდებულია საპარლამენტო საქმიანობასა და პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების დროზე.

 

რაც შეეხება იმას თუ რის მიხედვით განისაზღვრა ჯარიმები სავალდებულო დაზღვევის არქონაზე, თუთარაშვილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს თანმდევი კანონპროექტიც აქვს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს.

 


"მსუბუქ ავტომობილებზე ჯარიმა 100 ლარი, ხოლო სატვირთო მანქანაზე 200 ლარი იქნება. ჯარიმების ეს ოდენობა არის იმის ანალოგი, რაც უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ ავტომობილებზე მოქმედებს", - თქვა ირაკლი თუთარაშვილმა.

 

მისი განმარტებით, ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მთლიანობაში, 300 000 ლარს შეადგენს, ხოლო თითოეული დაზარალებულისთვის 30 000 ლარით განისაზღრება. რაც შეეხება ქონებისთვის მიყენებულ ზიანს, თითოეულ შემთხვევაზე, ჯამში, 50 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო თითოეულ დაზარალებულზე - 25 000 ლარი. თუთარაშვილის თქმით, აღნიშნულ პაკეტებთან უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილის კერძო დაზღვევის პაკეტებიც, შესაბამისად კერძო დაზღვევის მფლობელებს მათ დაზღვევების ტრანსფორმირება მოუწევთ.



imedinews.ge





თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია
access_time2019-05-23 15:30:44
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“ აგვისტოს პირველ ნახევარში გაიხსნება და პირველ სტუმარსაც ამ დროს მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ჩენელ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა, რომელიც სასტუმროს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს. სიდამონიძის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება შედარებით...

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი
access_time2019-05-23 14:00:22
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, ლარის მკვეთრი გაუფასურება "თურქეთის ფაქტორმა" გამოიწვია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და ეროვნული ვალუტა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, "რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ". მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის "ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე". მისი შეფასებით, ორიენტირება...

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up