„კერასინკა“ „პლიტა“ „გაიშნიკი“ „მიტინგები“ - ახალი ქართული თამაში, რომლის მთავარი გმირი ედუარდ შევარდნაძეა

„კერასინკა“ „პლიტა“ „გაიშნიკი“ „მიტინგები“ - ახალი ქართული თამაში, რომლის მთავარი გმირი ედუარდ შევარდნაძეა

access_time2020-12-12 16:00:40

ახალი ქართული თამაში „90-იანები შევარდნაძის თავგადასავალი“ - რა დაბრკოლებების გადალახვა უწევს  თამაშის მთავარ გმირს ედუარდ შევარდნაძეს და როგორია პროექტის განვითარების შესახებ გეგმები ? პროექტის  ავტორი ლევან გელიაშვილი "კომერსანტის დილაში" თამაშის იდეისა და მიზნების შესახებ საუბრობს.

 


„მე თვითონ მიყვარს თამაშები და მინდოდა შემექმნა საინტერესო თამაში. ეს არ არის კომერციული პროექტი, ჩვენი მიზანია მოთამაშეების ინფორმირება იმის შესახებ, თუ საით არ უნდა წავიდეთ და  ის თუ, როგორ დროში ვცხოვრობდით. ეს არის ანდროიდ ვერსია, თამაში არის იმისთვის, რომ რამდენიმე დღე გაერთო და  შემდეგ გვერდით გადადო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტი ღია იყოს   იდეებისთვის, ნამუშევრებისთვის ან დეველოპმენტში მონაწილეობა ვისაც უნდა მათთვის. თამაშის მიამრთულება არის პიქსელ არტი, გვინდოდა გადმოგვეცა ის „თრეში“, რაც იყო 90-იან წლებში. ასე რომ შეგნებულად არ გაგვიკეთებია ლამაზი თამაში. მთავარი გმირი არის ედუარდ შევარდნაძე, რომელიც გარბის და უნდა გადარჩეს,  მოქმედებები დიდად არ ხდება, უნდა აიცილოს მოთამაშემ„კერასინკა“, „პლიტა“, არის მიტინგი, ანაბრების დაბრუნებას ითხოვს ხალხი, უნდა გადაახტე ამ მიტინგს თორემ ხალხი ჩაგქოლავს, ჭამ სიგუას ნამცხვარს და მერე ვერავინ გკლავს. თავიდან რომ გავაკეთეთ თამაში, არ გვყავდა „გაიშნიკი“ და მერე დავამატეთ, გვითხრეს რატომ არ არისო?! -  თამაშში გაიშნიკს, რომ ეჯახები კვდები და ახლა გვინდა გავაკეთოთ, რომ თუ დაეხარჯები, ფულს წაგართმევს,“- ამბობს ლევან გელიაშვილი.   


ახალი ქართული თამაში წარმოადგენს ArtUp-Street Gallery-ის შვილობილ იდეას. მოძრაობა Art | Up - Street Gallery ალტერნატიულ არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს ქმნის და  სრულიად უფასოდ, დამთვალიერებელს ციფრული ხელოვნების ნამუშევრებს წარუდგენს ღია სივრცეებში და ქუჩებში.


 

„მოძრაობა 2016 წელს შევქმენი, ბათუმის ქუჩებში დღემდე განთავსებულია სპეციალური საგამოფენო ბოქსები და არტისტებს, ციფრულ ხელოვანებს, ფოტოგრაფებს ვუფინანსებთ ნამუშევრების დაბეჭდვას და გამოფენას. სივრცეები განთავსებულია  ფაბრიკაში, ასევე ტალინში, გვაქვს ორი პარტნიორი სივრცე იტალიასა და ესპანეთში და სრულიად უფასოდ ვაკეთებთ გამოფენებს ხელოვანებისთვის, უკვე 40-ზე მეტი გამოფენა გვქონდა. გვწერენ უცხოელები,ინტერესი  უკვე დიდია. ჩავუშვით ონლაინ მაღაზია და იყიდება ქართველი ხელოვანების ნამუშევრები. Art | Up Games-იც შვილობილია და ვფიქრობთ,რომ საინტერესოდ განვითარდება მომავალში ეს პროექტიც. გვაქვს ახალი პროექტი თბილისის მერიასთან,რომელსაც 20 დეკემბრიდან ჩავუშვებთ. პროექტის ფარგლებში  შეიქმნება ქართველი street art-ების  ბაზა. გვექნება რუკა, ლოკაციები, ფოტოები ამ არტისტების შესახებ.“- ამბობს ლევან გელიაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up