„კენკროვანი კულტურები, უახლოეს სამ წელიწადში, გურიის სავიზიტო ბარათი იქნება“-სოლომონ პავლიაშვილი

„კენკროვანი კულტურები, უახლოეს სამ წელიწადში, გურიის სავიზიტო ბარათი იქნება“-სოლომონ პავლიაშვილი

access_time2020-06-12 11:40:28

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში შპს „ბლუბერის" ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა.


პლანტაცია 16 ჰექტარზე, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაშენდა. კომპანია „ბლუბერი” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების - „დანერგე მომავალი”, შეღავათიანი აგროკრედიტი და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა - ბენეფიციარია. კომპანია სახელმწიფო პროექტებში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 100 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო, აქედან, 96 600 ლარი ნერგებისთვის, რომელიც საფრანგეთიდან არის შემოტანილი, ხოლო 3380 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის. წელს, საპროგნოზო მოსავალი, დაახლოებით, 80 ტონას შეადგენს. მოცვის კრეფის სეზონზე 150 -მდე ადგილობრივია დასაქმებული.


„სახელმწიფო პროექტები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა კენკროვანი კულტურების დარგის ასაღორძინებლად. დღეისათვის, ლურჯი მოცვის ფასი 13-15 ლარს შეადგენს, რაც მწარმოებლებისთვის საკმაოდ მაღალი შემოსავლის წყაროა; ასევე, მნიშვნელოვანი სტიმულია გააფართოონ ბაღები და მიიღონ მეტი მოგება. კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ, მზარდია. კენკროვანი კულტურები, უახლოეს სამ წელიწადში, გურიის სავიზიტო ბარათი იქნება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.



„გურიაში ლურჯი მოცვი, ჯამში, 225 ჰექტარზეა გაშენებული. მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 250 ტონას შეადგენს. რეგიონში ბაღების გაშენების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ბაღები შენდება როგორც დიდი, კომერციული დანიშნულების, ასევე მცირე ზომის, წვრილ ფერმერულ მეურნეობებში, ძირითადად სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებიც უშუალოდ ფერმერთა მხარდაჭერისთვის ხორციელდება. რეგიონი ერთ-ერთი მოწინავე გახდა კენკროვანი კულტურების წარმოების კუთხით, ათობით ჰექტარზე მიმდინარეობს მოცვის გაშენება”, - აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up