კემპინგების ქსელი – შიდა ტურიზმის გამოსაცოცხლებლად

კემპინგების ქსელი – შიდა ტურიზმის გამოსაცოცხლებლად

access_time2020-06-23 11:16:32

კომპანია „არსის“ ინიციატივა თბილისისა და სხვაქალაქების შემოგარენში საკემპინგო ადგილებისგანვითარებით შიდა ტურიზმის გამოცოცხლებასისახავს მიზნად.
როგორც იდეის ავტორები განმარტავენ, კემპინგის ხელშეწყობა მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს შიდატურიზმს, ახალგაზრდებს გართობისა და დასვენებისკარგ შესაძლებლობას შეუქმნის და, ასევე, ბიძგიიქნება მოქალაქეებისთვის, წამოიწყონ პატარ-პატარა ბიზნესები და საკუთარი შემოსავლის წყაროგაზარდონ.


მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ინიციატივა უკვე რამდენიმე წელია, არსებობს და მუშავდება, თუმცა,კორონავირუსის პანდემიის გამო, საერთაშორისომიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მისიგანხორციელება კიდევ უფრო საინტერესო დასასარგებლო იქნება.  


მისივე თქმით, თბილისის პარკებში, საღამოობით მოსახლეობის შეკრებები ნიშნავს, რომ მსგავსსივრცეებზე დიდი მოთხოვნაა როგორცახალგაზრდებში, ისე უფროსი თაობის საზოგადოებაში. კემპინგი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია სოციალიზაციისა და რეკრეაციის თვალსაზრისით.


„არსებული რეალობიდან გამომდინარე, როცა საზღვარგარეთ დასვენების საშუალება შეზღუდულია, საჭიროა, ადგილზე განვავითაროთ რეკრეაციისა და გართობის შესაძლებლობები. ინიციატივა ზუსტად ეხმიანება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ შიდა ტურიზმი უნდა გავააქტიუროთ. ვფიქრობთ, ქვეყანაში და, პირველ რიგში, თბილისის შემოგარენში საკემპინგო ადგილების ქსელის განვითარებით ჩვენ ერთდროულად რამდენიმე ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამას არ სჭირდება დიდი დრო დაფინანსები. მარტივად, რამდენიმე დღეში შეიძლება სივრცეების მოწყობა და დასვენებისთვის საუკეთესოლოკაციების შექმნა“, - ამბობს ირაკლიროსტომაშვილი.


იდეის რეალიზაციის შემთხვევაში, დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი ან რამდენიმე დღით დალაშქრონ ერთი ან რამდენიმე გადაბმული საკემპინგო ლოკაცია, დაკავდნენ სპორტით, იცურაონ მდინარეში, გაირუჯონ, მოაწყონ სხვადასხვაკონკურსი და შეჯიბრება, მოუსმინონ მუსიკას, იცეკვონ, ითამაშონ სხვადასხვა სახის თამაშები დაა.შ.



„ჩვენ გვსურს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოქალაქეებს, დაისვენონ საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს უნიკალური ლანდშაფტი აქვს და შესაძლებელია უამრავი ადგილის შერჩევა, სადაც, დაახლოებით, 10-12 კარვის დასადგმელად მოედანი მოსწორდება, გაკეთდება კოცონის დასანთები ადგილი, სპორტული მოედანი, სველი წერტილები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. იდეის განხორციელება ახლავე შეიძლება და ამას არ სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი. დარწმუნებული ვარ, იდეას დიდი გამოხმაურება მოჰყვება და ახალგაზრდები სიამოვნებით ჩაერთვებიან ამ პროექტში და თავისავე ხელით ააწყობენ ყველაფერს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, რომ საპილოტე პროექტს ჩვენი რესურსებიც მოვახმაროთ. თუმცა,სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია გარკვეული პატრონაჟი, რომ ეს სისტემურად განხორციელდეს და რაიმე სახის გვერდითი ეფექტები არ გამოიწვიოს, დაინიშნოს ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები, მოეწყოს სამედიცინო დახმარების საველე პუნქტები და ა.შ.“, - აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.


გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც უნდათ, შემოსავლის დამატებითი წყარო ჰქონდეთ, საშუალება ექნებათ, კემპინგის ტერიტორიაზე წამოიწყონ პატარ-პატარა საქმიანობები, მაგალითად, გააქირაონ კარვები, ველოსიპედები, ცხენები, შეზლონგები, ჩაატარონ ისტორიული ექსკურსები თუ გაუწიონ მოლაშქრეებს გიდობა. ეს ყოველივე შიდა ტურიზმს მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს და რამდენიმე სასარგებლო საქმეს წრაფად და მარტივად, თითქმის თავისთავად გაკეთდება.
საჭიროების შემთხვევაში, კომპანია „არსი“ მზად არის, სრულიად უსასყიდლოდ მიიღოს მონაწილეობაამ იდეის განხორციელებაში და გააკეთოსკ ემპინგისთვის შერჩეული ადგილების გეგმები. განსაზღვროს და სქემებად აქციოს იდეები, სად განთავსდება კარვები, საცეკვაო სცენა, სპორტული მოედანი, სველი წერტილები და ა.შ.


ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ინიციატივის განხორციელებისთვის ახლა ყველაზე კარგი დროა, მუშაობის დაწყება კი უახლოეს დღეებშივეა შესაძლებელი.


„ამას სჭირდება ორგანიზება და პასუხისმგებელი უწყებების მხარდაჭერა. თავად სამუშაოებს არ სჭირდება დიდი რესურსი და დრო. ჩვენ შეგვიძლია ამაში დავეხმაროთ, შესაძლებელია ეს თავად ტურიზმის ადმინისტრაციამ და სახელმწიფომ გააკეთოს, ჩვენ გარეშე. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, მივესალმებით ასეთ პროექტს და იმედი გვაქვს, ის, ახალგაზრდების ჩართულობით, ძალიან მალე განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლიროსტომაშვილმა.


იდეის ავტორების განმარტებით, იმის მიხედვით, რამდენად წარმატებული გამოვა პირველი კემპინგი, შესაძლებელია, მსგავსი ლოკაციები არა მარტო თბილისის შემოგარენში, არამედ სხვა ქალაქებთანაც და შემდგომში მთელ ქვეყანაშიც გაკეთდეს.




(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up