კელი დეგნანი - სიამაყით ვივსებით, როდესაც ვხედავთ, როგორ ვითარდება საქართველო, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით

კელი დეგნანი - სიამაყით ვივსებით, როდესაც ვხედავთ, როგორ ვითარდება საქართველო, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით

access_time2020-07-01 19:53:58

გვინდა, ვნახოთ საქართველოს წარმატება, ამ ქვეყანამ ბევრ წარმატებას მიღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში და შეიძლება, ითქვას, არის ინსპირაცია რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.


„აშშ ყოველთვის ცდილობს, მხარი დაუჭიროს საქართველოს და მხარი აუბას შესრულებულ სამუშაოში. აშშ საქართველოს ყველაზე დიდი დონორია – წლების განმავლობაში ოთხი მილიარდი დოლარის კონტრიბუცია სხვადასხვა სისტემაში, ჯანდაცვაში კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ა.შ. ამიტომ სიამაყით ვივსებით, როდესაც ვხედავთ, როგორ ვითარდება საქართველო, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების კუთხით. მე აუცილებლად ვიქნები არჩევნების დღეს, ასევე ჩემი კოლეგებიც. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია საკუთარი საზღვრების დაცვის კუთხით და რა კონტრიბუციასაც აკეთებს ის საერთაშოროსო უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, აშშ არის საქართველოს ამაყი მხარდამჭერი.




„ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, დადებითი როლი შევასრულოთ საქართველოს განვითარებაში. ამ როლში ეფექტიანები მხოლოდ მაშინ ვართ, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა და თანამშრომლობა გვაქვს. ამერიკა ყოველთვის ფოკუსირებული იქნება სტრატეგიულ რეგიონებში და ეს რეგიონი გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის. გვინდა, ვნახოთ საქართველოს წარმატება. ამ ქვეყანამ ბევრ წარმატებას მიღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში და შეიძლება, ითქვას, რომ არის ინსპირაცია რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ გვაქვს დიდი ვალდებულებები საქართველოს წარმატებისადმი. ასევე, ვაკვირდებით საქართველოს მიერ დემოკრატიის კუთხით აღებულ ვალდებულებებს და ამას ყველაზე კარგად დავინახავთ ოქტომბერში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.





ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება – მარიამ ქვრივიშვილი

ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება – მარიამ ქვრივიშვილი
access_time2021-06-19 17:55:10
საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი მიმართულება – აბუ – დაბი ემატება. არაბთაგაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi , 1-ლი ივლისიდანზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), კვირაში 3 სიხშირით პირდაპირ რეისებსაბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბი მიმართულებით შეასრულებს. Air Arabia Abu...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

800%-ით გაზრდილი გაყიდვები და მზადება საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად - „ჭკვიანი თხილის“ პანდემიური წელი

800%-ით გაზრდილი გაყიდვები და მზადება საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად - „ჭკვიანი თხილის“ პანდემიური წელი
access_time2021-06-19 16:00:40
კომპანია „ჭკვიანი თხილი“ მცირე ქართული საწარმოა, რომელიც ადგილობრივი ნედლეულისგან 5 სახეობის თხილის პასტას აწარმოებს. არაქისის, თხილის, ნუშის, პეკანის ნიგვზისა და გოგრის თესლისგან დამზადებული პასტების ონლაინ-გაყიდვები გასულ წელს, დაახლოებით, 800% -მდე გაიზარდა. ინფორმაციას პორტალი EastFruit ავრცელებს. კომპანიის მთავარი სარეალიზაციო ხაზი სწორედ ინტერნეტ-არხებია.   პასტების დასამზადებლად მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას იყენებენ: არაქისი და ნუში კახეთიდანაა, თხილი -...

“აფბას” ანალიტიკოსი: სებ-მა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა

“აფბას” ანალიტიკოსი: სებ-მა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა
access_time2021-06-19 15:00:49
“ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ამ პასუხში ვკითხულობთ, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია, ცენტრალურ ბანკში მაგალითად აპრილის თვის მონაცემები მოჰყავთ, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის 31 მარტს (რაც 1-ლი აპრილის ოფიციალურ კურსში აისახა) საშუალო საბაზრო გაცვლითი კურსი დაახლოებით 3.45 იყო, თუმცა 31 მარტს დაახლოებით მილიარდ 200 მილიონის რეფინანსირების სესხი იყო გაცემული. შემდეგ 1-ლი აპრილიდან რეფინანსირების სესხებმა ზრდა დაიწყო და 15 აპრილს 3 მილიარდამდე...


მსგავსი სიახლეები

up