კელი დეგნანი: საქართველოში გატარებული 5 თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ

კელი დეგნანი: საქართველოში გატარებული 5 თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ

access_time2020-07-04 15:23:04

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებებს დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის 244-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა.

„მე მინდა ვუსურვო ჩემს თანამემამულე ამერიკელებს და ჩვენს ძვირფას მეგობრებს საქართველოში ბედნიერი 4 ივლისი. ეს არის დღე, როდესაც ამერიკელმა ლიდერებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ამერიკელებმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სიტყვები თითქმის ზეპირად იციან. ეს სიტყვები ისეთივე მტკიცე და ძლიერია, როგორც 244 წლის წინ, როდესაც დეკლარაციაში პირველად ჩაიწერა, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი და სიცოცხლის, თავისუფლების, ბედენირებისკენ სწრაფვის უფლება ხელშეუხებელია. ამ უფლებების დასაცავად არსებობენ მთავრობები. 11 წლის შემდეგ აშშ-ის კონსტიტუცია იყო მიღებული, სადაც გაიწერა დემოკრატიული პროექტის სტრუქტურა, რომელსაც მშენებლობას დღესაც ვაგრძელებთ. პროგრესი, რომელსაც დღეს მივაღწიეთ, საჭიროებდა განსაცვიფრებელ სიმამაცეს ბევრი ამერიკელისგან, რომელთა ნაწილიც თქვენთვის ცნობილია. მაგალითად, აბრაამ ლინკოლნი ან მარტინ ლუთერ კინგი და ბევრი სხვა, წელს ჩვენ აღვნიშნავთ 100 წლისთავს მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში 19-ე შესწორება შევიდა, რითაც ქალებს ყველა შტატში ხმის მიცემის უფლება მიეცათ. ჩემთვის შთამბეჭდავია, რომ როდესაც ამერიკაში ჯერ კიდევ ვიბრძოდით ქალების უფლებებისთვის, საქართველოში უკვე აირჩიეს ხუთი ქალი. კიდევ 55 წელი დასჭირდა 1965 წლის საარჩევნო და უფლებების აქტის მიღებას, რათა აშშ-ს რასობრივი ბარიერები გაერღვია, რომელიც ბევრ ამერიკელს კენჭისყრაში მონაწილეობაში ხელს უშლიდა. ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებებს დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება. ეს მოითხოვს სიმამაცეს და რწმენას, რათა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ცვლის სტატუსკვოს და გზას უხსნის რეალურ პროგრესს“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, როდესაც აშშ აღნიშნავს დამოუკიდებლობის გამოცხადების 244-ე წლისთავს, შთამბეჭდავია იმის ხილვა, თუ რა დიდი გზა გაიარა და რამდენია კიდევ გასაკეთებელი, რათა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მისწრაფებები, რომ აშშ-ის ყველა მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერების უფლება.

„საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველები ასევე თავისუფლების მოყვარული ხალხია, თქვენ მოგიხდათ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. თქვენ გამოიჩინეთ ნამდვილი სიმამაცე და რწმენა, რაც გამოიხატა დემოკრატიულ რეფორმებში, რომლებიც თქვენ მიიღეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ქართველებს, ისევე როგორც ამერიკელებს, აქვთ ნება მძიმე სამუშაო შეასრულონ, რომელიც საჭიროა თქვენი ქვეყნის შესაცვლელად, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც თქვენ ოცნებობთ – თავისუფალი, უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული. ქართველსა და ამერიკელს მტკიცე კავშირები აქვთ. ეს არა მხოლოდ ბრძოლაა ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისთვის, არამედ განგრძობადი ძალისხმევა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და უფრო წარმომადგენლობითი გახდეს. ჩემთვის დიდი პატივია, განვაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნო აშშ-ის დაბადების დღე ქართველ მეგობრებთან ერთად“, - განაცხადა დეგნანმა.





ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს
access_time2020-08-08 11:23:58
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით...

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება
access_time2020-08-08 10:10:35
პირველად ქართული ელექტრონული კომერციის ისტორიაში - ახალი გზა ავტომობილის შესაძენად! დიახ, ნამდვილად! შეგიძლიათ ეწვიოთ www.extra.ge, აირჩიოთ სასურველი ავტომობილი, დაათვალიეროთ და გაეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში კი დააჭიროთ შეძენას, გადაიხადოთ და ავტომობილი თქვენია... მოგიყვანენ, გადმოგცემენ გასაღებს და სულ მწვანეზე გევლოთ, სადაც გაგიხარდებათ! ეს ყველაფერი Extra.ge-სა და KIA-ს...

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?
access_time2020-08-08 10:24:19
რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისევ ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერაც ერთადერთი იმედია საქართველოსთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 12 წელი გავიდა - გადაიხადა თუ არა ადეკვატური საფასური რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის, ისტორიის გადაწერისთვის და მზარდი აგრესიისთვის? რაზეა დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორების მეტი მეტი მხარდაჭერა და რეაგირება? სოხუმში ევროკავშირზე გაბრაზდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...


მსგავსი სიახლეები

up