კელი დეგნანი - ნებისმიერი უცხოური ინვესტორის მოსაზიდად ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ამის გარეშე, ისინი საკუთარ ფულს სადმე სხვაგან ჩადებენ

კელი დეგნანი - ნებისმიერი უცხოური ინვესტორის მოსაზიდად ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ამის გარეშე, ისინი საკუთარ ფულს სადმე სხვაგან ჩადებენ

access_time2020-05-20 18:12:35

„ჩვენ ვისურვებდით, რომ მეტ ამერიკულ კომპანიას განეხორციელებინა ინვესტიცია საქართველოში და მეტ ქართულ კომპანიას - ამერიკაში , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვირტუალური პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა.ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობას.


„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ამ შესაძლებლობების შესაქმნელად და თანხვედრაში მოსაყვანად. ვფიქრობ, რომ კორონავირუსული პანდემიის დროს, დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ტვირთმა იმოძრაოს და ამ მიმართულებით ფოთის პორტი სრული დატვირთვით მუშაობდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ არსებობს მოთხოვნა, არსებობს შესაძლებლობა ამ რეგიონში და რა თქმა უნდა, ამაში მნიშვნელოვანი როლი საქართველომ უნდა შეასრულოს, როგორც რეგიონულმა სატრანსპორტო ჰაბმა, რისკენაც, როგოც ვხედავ, საქართველო მიისწრაფვის, რომ შეასრულოს. ვისურვებდით, რომ ამერიკულ კომპანიებს თავისი წვლილი შეეტანათ ამის განხორციელებაში და ვიმედოვნებ, რომ ამერიკული კომპანიები ამ მიმართულებით იმუშავებენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.


ამასთანავე მან ინვესტორების მოზიდვის პროცესში, სამართლიანი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამის გარეშე ბიზნესმენები თავის ფულს უბრალოდ სხვა ქვეყანაში ჩადებენ.



„ნებისმიერი უცხოური ინვესტორისა და ბიზნესმენის მოსაზიდად ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ბიზნესმენებს სჭირდებათ იცოდნენ, რომ ისინი ინვესტიციას ახორციელებენ იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სანდო სასამართლო სისტემა, რომ მათი დავები გადაწყვეტილი იქნება სამართლიანად და დროულად. ამის გარეშე, ინვესტორები საკუთარ ფულს სადმე სხვაგან ჩადებენ. ასე რომ, ეს არის მიზეზი, რატომაც მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის შესაქმნელად“ , - განცხადა ელჩმა.


IPN





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up