„ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები. ქართველებისთვის ეს არის შესაძლებლობა, აირჩიონ უფრო მეტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელშიც უკეთესად იქნება წარმოდგენილი შეხედულებებისა და ინტერესების მრავალფეროვნება“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„ვიმედოვნებ, მაჟორიტარი კანდიდატების გარდა, რომლებსაც ხალხი იცნობს, ქართველები, ასევე ყურადღებას მიაქცევენ პროპორციულ სიებს, რომელიც ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე - აქამდე, რადგან უფრო მეტი კანდიდატია წარმოდგენილი. ეს არის საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი, 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად. ასე რომ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დიპლომატმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევები 31 ოქტომბერს ჩატარდება.