კელი დეგნანი - აშშ-დან ნებისმიერი განცხადება და კომენტარი მოდის იმ ადამიანებისგან და ჯგუფებისგან, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე

კელი დეგნანი - აშშ-დან ნებისმიერი განცხადება და კომენტარი მოდის იმ ადამიანებისგან და ჯგუფებისგან, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე

access_time2020-05-20 16:41:51

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც შტატებიდან მოდის, არის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საქართველოს წარმატების ხილვა სურთ. მისი განმარტებით, ადამიანების ამ ჯგუფს სურს იხილოს, რომ საქართველო აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას. ამის შესახებ ელჩმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს შესახებ სახლმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსადმი სენატორებისა და კონგრესმენების მიმართვას ეხებოდა.

„დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნებისმიერი განცხადება და კომენტარი, რომელიც მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მოდის იმ ადამიანებისგან და ჯგუფებისგან, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე და სურთ იხილონ, რომ საქართველო აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას და სურთ იხილონ, რომ საქართველო ცდილობს იმ ოცნებების ასრულებას, რომელიც თვითონვე ჩაიფიქრა - შექმნას თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც სთავაზობს მოსახლეობას მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობასა და იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელსაც მოსახლეობა იმსახურებს. ამერიკიდან მომავალი ნებისმიერი კომენტარი, სავარაუდოდ, ამ სულისკვეთებით უნდა იყოს გაგებული,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლობს განსაკუთრებით საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით.

„მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და გვაქვს წარმატებული კომუნიკაცია, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას. მივიჩნევ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის საკმაოდ კარგი არხი გვაქვს და როდესაც რაღაც საკითხი წამოიჭრება, ამას საკმაოდ ღიად განვიხილავთ,“- განაცხადა კელი დეგნანმა.


 

IPN





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up