„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“

„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“

access_time2020-01-23 10:00:33

საქართველოში ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკი, რომ სათამაშო ბიზნესშია, ამის შესახებ ექსპერტების შემდეგ უკვე დეპუტატებიც ალაპარაკდნენ. “ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ სახელისუფლებო  გუნდის წარმომადგენლები კაზინოებს ლობირებენ და ფულის გათეთრების ფაქტებზე თვალს შეგნებულად ხუჭავენ.  


აზარტული თამაშების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე, პარლამენტში ჯერ კიდევ 2019 წლის 1 დეკემბერიდან უნდა ემსჯელათ, თუმცა როგორც დეპუტატი აცხადებს,  უმრავლესობის წარმომადგენლებმა  ტყუილების ხარჯზე გადაწიეს საკითხი და ის  დღემდე განუხილველია.  

 

„როდესაც სახელმწიფო მილიონობით ლარს ხარჯავს ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში, ყველაზე დიდი სქემა ფულის გათეთრების, არის ონლაინ კაზინოები. ხელისუფლება შეგნებულად გაჩერებულია, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ისინი ლობირებენ ბიზნესს. ასევე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ძალიან დიდი ფული თეთრდება ონლაინ კაზინობის გავლით, რადგან სახელმწიფოს საშუალება არ აქვს ადმინისტრირების საკითხი მოაგვაროს და დაზღვეულები ვიყოთ, რომ აქ ფულს ვერ გათეთრებენ. “-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი და  იმ კანონპროექტზე საუბრობს, რომელიც ფულის გათეთრების რისკს შეაჩერებს.


„კონკრეტული მოდელებით  კანონპროექტები გვაქვს  შემუშავებული,  რომელიც ჩაკეტავს ფულის გათეთრების სქემას და მომავალი 2 წლის  განმავლობაში ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ 60%-ით შევასრულოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობა, ამის მიუხედავად, ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს.  სამწუხაროდ, პარლამეტის წევრები ნიანგის ცრემლებით იძლევიან ინტერვიუებს, თუ როგორ წუხან როდესაც აზარტული თამაშების გამო ადამიანები ფატალურად ასრულებენ სიცოცხლეს ან კარგავენ საცხოვრებელსა და ფულს. საქმე საქმეზე რომ დგება იმალებიან პირდაპირი მნიშვნელობით და სხვანაირ გადაწყვეტილებას აფიქსირებენ.“-ამბობს გოგიჩაიშვილი.



მისი განცხადებით, საპარლამენტო  სესიებზე,  „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად უნდა გამოიტანოს საკითხი და სათანადო ყურადღებაც დაუთმოს.

 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, სამორინეების ინკოგნიტო  ბარათებზეც საუბრობს და ფულის გათეთრებასთნ ერთად კაზინოს ბარათების გავლით ნარკოტიკის შეძენის ფაქტებზეც საუბრობს. 


„ადამიანები  ნარკოტიკს ყიდულობენ ონლაინ ინკოგნიტო სივრცის გამოყენებით.  ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებიან შესაბამის პირებს,  მომხმარებელი წამლის სანაცვლოდ რიცხავს კაზინოს ბარათზე არსებულ თანხას და ყიდულობს ნარკოტიკს. ამ დროს კი ვერცერთი მხარის იდენტიფიცირება ვერ ხდება.“


დეპუტატი ინკოგნიტო  ბარათების მეშვეობით ფულის გათეთრების საკითხში, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პასუხისმგებლობასაც ხედავს, თუმცა,ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ორგანო, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ისეთივე ინსტიტუციურ ვერტიკალში  ჩასვა,  როგორშიც სასამართლო და არ იცის რამდენად შეძლებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომ კაზინოების თემით ძირეულად დაინტერესდეს. 


შეგახსენებთ,„კომერსანტი“ სამორინეების ინკოგნიტო ბარათებზე აქტიურდ წერს. ანონიმური ბარათების გავლით ფულის გათეთრების საფრთხეზე დეპუტატებიც ალაპარაკდნენ.


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up