Kazakhstan Growth Forum-ზე მიხეილ ლომთაძე საუკეთესო CEO-დ აღიარეს

Kazakhstan Growth Forum-ზე მიხეილ ლომთაძე საუკეთესო CEO-დ აღიარეს

access_time2021-09-24 12:30:39

Kazakhstan Growth Forum-ზე გამართული დაჯილდოებისას, რომელზეც, ყოველწლიურად, ყაზახეთის საუკეთესო კომპანიებს და მათ ხელმძღვანელებს ასახელებენ, ყურადღების ცენტრში კვლავაც ქართველი ანტრეპრენიორი, მიხეილ ლომთაძე მოექცა – ის წლის საუკეთესო მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად აღიარეს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძის გარდა, ორი ჯილდო მისმა დაარსებულმა კომპანიამაც მიიღო: კლიენტთა განახლებული გამოცდილების შექმნისთვის Kaspi „წლის ტრანსფორმატორად“ აღიარეს, ხოლო კომპანიის გასვლა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, „წლის მთავარ გარიგებად“ შეაფასეს.



საუკეთესო კომპანიებსა და ხელმძღვანელებს Kazakhstan Growth Forum-ის ექსპერტთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს – აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსში 500 ყაზახური კომპანია მონაწილეობდა.




„დიდი მადლობა ჟიურის ამ გადაწყვეტილებისთვის. Kaspi.kz-ის გუნდის სახელით დიდ მადლობას გიხდით ჩვენს თითოეულს მომხმარებელს, რადგან ჩვენს სერვისებს იყენებთ და მუდმივი განახლებებისა და ინოვაციების აუცილებლობას შთაგვაგონებთ. ჩვენ კი გპირდებით, რომ ყაზახებს კიდევ უფრო გავაოცებთ იმ ინოვაციური სერვისებით, რომელთაც ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. მოდი, ერთად დავანახვოთ მსოფლიოს, რომ ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების დაარსება და განვითარება ყაზახეთშიც შესაძლებელია“, – აღნიშნა Kaspi-ს დამაარსებელმა, მიხეილ ლომთაძემ.



აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე პრესტიჟული ყაზახური ბიზნესდაჯილდოებების ლაურეატი აქამდეც არაერთგზის გამხდარა. ამა წლის აპრილში, CEO Survey-ის მიხედვით, რომელსაც მსხვილი საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-ი (PwC) ატარებს, მიხეილ ლომთაძე საუკეთესო CEO-დ ზედიზედ მესამედ დაასახელეს.

forbes.ge


თეგები:
ლომთაძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up