კახიძე მერაბიშვილის საქმეზე: კომიტეტემა ჩვენი სამი მოთხოვნიდან, ორი დააკმაყოფილა

კახიძე მერაბიშვილის საქმეზე: კომიტეტემა ჩვენი სამი მოთხოვნიდან, ორი დააკმაყოფილა

access_time2018-12-07 21:55:45

ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი და ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე წულუკიანის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კახიძე ამბობს, რომ მას არასდროს უთქვამს, თითქოს მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას მერაბიშვილის გათავისუფლება დაავალა. კახიძე ამბობს, რომ სამი მოთხოვნიდან კომიტეტმა ორი - მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმეები გადახედვა და მიუკერძოებელი გამოძიების წარმობა დააკმაყოფილა, რაც შეეხება მერაბიშვილის გათავისუფლებას, მათ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებიათ.



"მინისტრმა კომიტეტმა იმაზე მეტიც კი მოითხოვა ვიდრე ჩვენ ვაყენებდით საკითხს. დასვა პირდაპირ პასუხისგებაში მიცემის საკითხი და თქვა, რომ გამოძიება ისე უნდა ჩატარდეს და ისეთი მასშტაბით, რომ გადამოწმდეს მთავარი პროკურორი მხრიდან განხორციელებული ზეწოლა ხო არ იყო კავშირში მერაბიშვილის განაჩენებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ხელისუფლებას. ხელისუფლებამ მოახერხა რომ 6 თვით გაიხანგრძლივა დრო და ძალიან მწვავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან ივნისამდე პერიოდში და შემდეგ სხდომაზე განსხვავებული რეალობა გვექნება. წულუკიანი რასაც ამბობს, რომ თითქოს მე ვთქვი, რომ მინისტრთა კომიტეტმა დაავალა მთავრობას მერაბიშვილის გათავისუფლება, ესეთი დავალება მინიტრთა კომიტეტს არ გაუცია და მე არ მითქვამს, რომ მათ მსგავსი დავალება გასცეს." - ამბობს კახიძე ტაბულასთან საუბრისას.



იუსტიციის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, "ოპონენტებს მსურს ასეთი კითხვა დავუსვა, თუ კი გუშინ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა მთავრობას დაგვავალა, ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებულიყო, რატომ არის დღეს დილით ვანო მერაბიშვილი საპატიმროში. "




ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დასკვნაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.



კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნება ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.



მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი და ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე გუშინდელ ინტერვიუშიც ამბობდა, რომ "მინისტრთა კომიტეტმა დაავალა მთავრობას გამოიძიოს ციხიდან გაყვანა და მთავარი ამ გამოძიებაში არის ორი საკითხი. ერთი რომ უნდა დადგინდეს ხომ არ იყო კავშირი მერაბიშვილზე განხორციელებულ ზეწოლასა და მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებთან. მეორე - ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება სისხლის სამართლებრივი დევნით, კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემით."


tabula.ge




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up