კახი კალაძე თბილისში „ქართული ოცნების“ 4- წლიან საქმიანობას აკრიტიკებს

კახი კალაძე თბილისში „ქართული ოცნების“ 4- წლიან საქმიანობას აკრიტიკებს

access_time2017-09-18 09:00:27

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და პოპულარიზაცია; ავარიული სახლების ინვენტარიზაცია; ქაოტური განაშენიანების აღკვეთა; მეტი მწვანე სივრცის შექმნა - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებასაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი  დედაქალაქის მოსახლეობას პირდება. არადა, ყველა ზემოთჩამოთვლილ პრობლემების მოგვარებაზე თბილისის ხელისუფლება 3 წელიწადზე მეტია მუშაობს.

 

„კომერსანტი“ გთავაზობთ კახა კალაძის მიერ გაკეთებული განცხადებების იმ მცირე ჩამონათვალს, სადაც ის ფაქტობრივად, თბილისში „ქართული ოცნების“ 4-წლიან მმართველობას აკრიტიკებს.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

 

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე წლებია მუშაობს, კახა კალაძე ამას არასაკმარისად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული უნდა გახდეს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. ის უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ პოპულარულიც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში, ძალიან დიდი რაოდენობის ავტობუსების შეძენა მოგვიწევს, ვიმუშავებთ იმაზე, რომ ამ ავტობუსების აწყობა-წარმოება საქართველოში მოვახერხოთ და თბილისელების გადაადგილების უზრუნველყოფა ქვეყანაში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ ერთ-ერთ შეხვედრაზე.  

 

 

“მშენებლობის არც ერთი ნებართვა მწვანე სივრცეების შეზღუდვების ხარჯზე“

  

მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა მწვანე სივრცეებისა და სკვერების შეზღუდვების ხარჯზე, - განაცხადა  კახა კალაძემ. ამასთან, მან დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი მერობის პერიოდში, კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.

 

„მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქის სწორ განვითარებას, თუმცა, ახლა, გულწრფელად მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩემი მერობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა, არც ერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვების ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას.

 

მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებისთვის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. კახა კალაძე იმედოვნებს, რომ პირველ რიგში, სწორედ საზოგადოება დადგება ხელისუფლების გვერდით, რათა ის პრობლემები ერთად გადაწყვიტონ, რაც ქალაქს ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით აქვს.

 

„მჯერა, რომ ჩვენ შევქმნით ამ ქალაქის ახალ, საამაყო ისტორიას, სადაც სათანადოდ იქნება დაფასებული ქალაქის წარსული, ყველა უბანი იქნება მოწესრიგებული, გამწვანებული და თანაბრად განვითარებული, სადაც ცხოვრება სასიამოვნო და სასურველი იქნება ადამიანებისთსთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

„დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, რასაც ახალი მწვანე სივრცეების შექმნა და არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამის შესახებ მან საბურთალოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

 

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამისთვის საჭიროა, ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, არსებული ბაღების, სკვერების მოვლა-პატრონობა, თუმცა ნამდვილად გულდასაწყვეტია ისეთი ფაქტები, როცა გაურკვეველი ადამიანი, გაურკვეველი კომპანია, იმისთვის, რომ ჯიბე გაისქელოს და საკუთარი ბიზნესი გამართოს, ერთ-ერთ სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის. მსგავსი ფაქტი სამწუხაროდ, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

  

მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას

 

„მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც პრობლემაა არამარტო თბილისში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვყავდეს დასაქმებული და რაც შეიძლება, ნაკლები სოციალურად დაუცველი ჰყავდეს ქვეყანას. ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობების გამოვლენის შანსი და მოახერხოს თვითრეალიზება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ ვაკის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

 

 

მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები ყველა უბანში

 

უკვე წლებია დედაქალაქის ბევრ უბანში სპორტული კომპლექსები შენდება, „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ დანერგვის მიზნით თბილისის ბევრ უბანში მინი სატრენაჟორო მოედნები მოეწყო, თუმცა თუ კახა კალაძის დაპირებას გავითვალისწინებთ, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.

 

„ქალაქის ყველა რაიონში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რათა ყველა თაობის ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ივარჯიშოს. ასეთი კომპლექსები დღეს კერძოა და ბევრს არ აქვს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი მუნიციპალური პროექტი,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევა, გამონაბოლქვის შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის.

 

 

ავარიული სახლების ინვენტარიზაცია

 

„ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ფიქრობს, რომ პირველი ნაბიჯი, რასაც ის მერად მოსვლის შემთხვევაში გადადგამს არის იმ სახლების სრული ინვენტარიზაცია, რომელიც ამ დროისთის რეაბილიტაციას საჭიროებს.

 

„სამწუხაროდ არ არის ინვენტარიზაცია გაკეთებული თუ რა რაოდენობაზეა საუბარი. ჩვენ ვიცით რომ დაახლოებით 500-ზე მეტი ხრუშჩოვკაა ქალაქში, თუმცა ავარიული სახლების სრული ინვეტარიზაცია არ გაკეთებულა და პირველი ჩვენი მიმართულება იქნება ამ ყველაფრის ინვენტარიზაცია”, - აცხადებს კალაძე.

 

 

თბილისის მერიაში ეფექტიანი და ობიექტური საკადრო პოლიტიკა განხორციელდება

 

კიდევ ერთი კრიტიკული შეფასება კალაძემ მერიის სტრუქტურების მიმართ გააკეთა. მისი განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერიაში ეფექტიანი და ობიექტური საკადრო პოლიტიკა განხორციელდება.

 

კალაძის თქმით, ასევე, აუცილებლად განხორციელდება მერიის არსებული სტრუქტურის ანალიზი, რომლის საფუძველზეც მერიის მართვის, კოორდინაციის, ანგარიშ-ვალდებულებისა და კომუნიკაციის ახალი სისტემა განისაზღვრება. მისივე განცხადებით, შეისწავლიან მოქალაქეთა მომსახურების ხარისხს, გამოვლინდება არსებული ნაკლოვანებები და დაისახება მათი აღმოფხვრის გეგმა. მერობის კანდიდატმა თბილისის ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რაც მისივე თქმით, მთავრობასთან კოორდინაციითა და საკუთარი შემოსავლების ხარჯზე უნდა მოხდეს.

  

მართვის პოლიტიკის განსაზღვრისას მერობის კანდიდატი პროცესში ხაზს უსვამს მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისი პარტია „ქართული ოცნების“, ან კონკრეტულად რომელიმე სუბიექტს არ ეკუთვნის - ის ქალაქში მცხოვრები თითოეული მოქალაქისაა. შესაბამისად, ქალაქის განვითარებასა და მართვაში მათი ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„მუნიციპალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაიხვეწება თბილისელების მონაწილეობის მექანიზმები. დაინერგება მათი მონაწილეობის ინოვაციური მოდელი, რომლის საფუძველზეც, თბილისელები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი უბნის განვითარების შესახებ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავად გააკეთონ არჩევანი, თუ რომელი პროექტია მათი უბნისთვის პრიორიტეტული“, - განაცხადა კალაძემ.

 

“კომერსანტი“



ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს
access_time2020-05-30 17:00:54
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან: ლარი სიანდონ ჩენი ქონება: $4.5 მილიარდი ქვეყანა: ჩინეთი ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და...


მსგავსი სიახლეები

up