კალაძე  თბილისში რუსული ГАЗель-ის მიკროავტობუსების წარმოებას აანონსებს

კალაძე თბილისში რუსული ГАЗель-ის მიკროავტობუსების წარმოებას აანონსებს

access_time2019-10-02 13:30:14


კახა კალაძე თბილისში მიკროავტობუსების წარმოების შესაძლო დაწყებას აანონსებს.  თბილისის მერს მართალია, კონკრეტული დეტალები და კომპანია, ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა უკვე ცნობილია მოდელი, რაზეც დედაქალაქის პირველი პირი არჩევანს გააკეთებს.


 “კომერსანტმა“ კი გაარკვია, რომ ქართული წარმოების მიკროავტობუსი,  რომელსაც  “ელვა“ ერქმევა, რუსული კომპანია „Группа ГАЗ“-ის მიერ წარმოებული   ГАЗель NEXT -ის იდენტური იქნება.  ამ პროექტში  ინვესტორი  $30 მილიონის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. 




“გვაქვს რამდენიმე შეთავაზება, პირველი ეს არის “ფორდის“ ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა და მეორე ეს არის საქართველოში წარმოების დაწყება. რასაც ჩვენ მივესალმებით. მიკროავტობუსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, შიგნით საკმაოდ კომფორტულია, აღჭურვილია კონდიცირების სისტემით და გათბობით. 17 დასაჯდომი ადგილია. თუ ეს კომპანია ამ მიკროავტობუსების წარმოებას საქართველოში მოახერხებს კარგი იქნება. მისასალმებელია ის, რომ საქართველოში მოხდება მიკროავტობუსების გამოშვება და მისასალმებელია ის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება“,-  ეს ინფორმაცია გუშინ თბილისის მერმა ფეისბუქ ლაივით გააჟღერა და  „თბილისის მიკროავტობუსისგან” ავტოპარკის სრულად ჩანაცვლება მოითხოვა..


 

კალაძემ ფეისბუქ ლაივის დროს მიკროავტობუსების უპირატესობებზე ვრცლად ისაუბრა და თბილისის მოსახლეობას აუხსნა, რომ ქართული ბრენდის მიკროავტობუსები არამხოლოდ ჩვენთან, არამედ უცხოეთშიც გაიყიდება. მისვე თქმით, სპეციალურად საქართველოსთვის კომპანია ევრო 5-ი ძრავის ნაცვლად ევრო 6-ის წარმოებას დაიწყებს, რადგან ჰაერის დაბინძურებას თბილისის მერია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.


თუმცა, კალაძეს 8 წუთიან ფეისბუქ ლაივის დროს არც ერთხელ უხსენებია მიკროავტობუსის მწარმოებელი კომპანია, რომელიც საქართველოში შემოვა.




“კომერსანტმა“ კი გაარკვია, რომ მაგალითის სახით წარმოადგენილი ლურჯი ფერის მიკროავტობუსი, იდენტურია რუსული კომპანია „Группа ГАЗ“- ის მიერ წარმოებული ГАЗель NEXT -ის. ეს არის რუსული კომპანია, სადაც წილი რუსეთის სახელმწიფოსაც აქვს. რუსეთში მაქნანების ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში წილები შემდეგნაირად ნაწილდება:


 


 

Группа ГАЗ“- ის მიერ წარმოებული ГАЗель NEXT-ზე სექტემბრის დასაწყისში წერდა ერთ-ერთი რუსული მედია გამოცემა pravda-nn.ru. სტატიაში საუბარია მიკროავტობუსის იმ უპირატესობებზე, რაზეც თბილისის მერიც ამახვილებს ყურადღებას:

 

ახალი მიკროავტობუსი  «ГАЗель NEXT»  არის კარკასული ავტობუსების ხაზის გაგრძელება. მათი წარმოება 2014 წელს დაიწყო.

 

„იატაკის დაბალი დონე, განიერი ორმაგი კარი ცენტრალურ ნაწილში უზრუნვეყოფს შესვლა-გამოსვლის დროს მგზავრთა კომფორტს, მათ შორის შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის, მოხუცებისთვის, და საბავშვო ეტლით მგზავრობის დროს.

 

რეგულირებადი სავალი ნაწილი იძლევა გაჩერებაზე იატაკის დაწევის საშუალებას, ასევე ზრდის ავტომობილის მართულობის დონეს, და ამცირებს მანქანის დახრას მოხვევის დროს.

 

უკანა ხიდი გამოირჩევა გაზრდილი ტვირთამწევობის, კორპუსი აგებულია გაძლიერებულ კონსტრუქციაზე, ოთხივე ბორბალზე დამონტაჟაბული სამუხრუჭე სისტემა უზრუნველყოფს მოძრაობის ეფექტურ შენელებას და გაჩერებას.

 

მიკროავტობუსი გათვლილია 22 მგზავრზე, საბაზო კომპლექტაცია ითვალისწინებს 17 დასაჯდომ და 5 დასადგომ ადგილს. შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც“, - ვკითხულობთ სტატიაში.




                 1. რუსული ГАЗель-ის ლოგო       

                 2. ქართული წარმოების „ელვას“-ს ლოგო



ფეისბუქ ლაივიის დასასრულს კახა კალაძე ამბობს, რომ მიკროავტობუსის წარმოებასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია უახლოეს მომავალში გვეცოდინება

 

„ჩვენ გვინდა, რომ 2020 წლისთვის მიკროავტობუსები იყოს მთლიანად ჩანაცვლებული. კარგი იქნება დაველოდოთ წინადადებას ფორდისგანაც და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება , რომელიც საუკეთესო ვარიანტი იქნება, რა თქმა უნდა თქვენთან (მოსახლეობასთან) შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განმარტავს თბილისის მერი.



„ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ახალი ევროპული ტიპის ევრო 6-ის ავტობუსებით ჩანაცვლდება. მიკროავტობუსებს რომელსაც ბევრი ადამიანი გადაჰყავს ქალაქში, უმეტესობას რესურსი ამოწურული აქვს და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების თავლსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ კომპანიას აუცილებლად დავავალდებულებთ, რომ განახორციელონ მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანია „თბილისი მიკროავტობუსთან“ და ისინი ჩანაცვლების წინააღმდეგები არ არიან“,



ბაჩო ადამია

 






ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მეღვინეები ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის რეგულირებას ითხოვენ - იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში

მეღვინეები ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის რეგულირებას ითხოვენ - იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში
access_time2019-10-18 10:00:35
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება. მისი თქმით, საქართველოში რქაწითელისგან დამზადებული ღვინის მოხმარება უფრო დიდია, ვიდრე თავად რქაწითელის მოსავალი. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი საქართველოს მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.   სარესტორნო ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინო, რომ იყიდება ამას ადასტურებენ მეღვინეებიც. კომპანია „თელავის მარნის“ დირექტორი ზურა რამაზაშვილი...


მსგავსი სიახლეები

up