რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 24 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებულია. გადამუშავებულ ყურძენს შორისაა 16 ათასი ტონა რქაწითელი, 5 ათასი ტონა საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 220 კომპანია.
ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 4 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.
Imedinews