კახეთში გამოკითხული სასტუმროების 82%-მა ცვლილება შეიტანა საფასე პოლიტიკაში და ბაზარს დაკლებული ფასით დაუბრუნდა. მხოლოდ 18%-მა შეინარჩუნა იგივე საფასო პოლიტიკა, რაც პანდემიამდე პერიოდში ჰქონდათ განსაზღვრული მაღალი სეზონისთვის. მთლიანობაში, გამოკითხული ჰოტელიერების თქმით, კახეთის განთავსების საშუალებებში მიმდინარე სეზონზე ოთახის ღირებულებამ 37%-ით იკლო, ინდივიდუალურად კი, სასტუმროებში 15%-დან 60%- მდე ფასთა კლება აღინიშნება. Cushman&wakefield-ის კვლევის მიხედვით, სასტუმროების უმეტესობა სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს და აქციებს სთავაზოს, იქნება ეს ფასდაკლების ვაუჩერი, ბანკებთან კოლაბორაციით სპეციალური პირობები მომხმარებლებს, თუ 2+1 (დღის) აქციები. რაც შეეხება გასულ წელს, გამოკითხული სასტუმოების წარმომადგენლების თქმით, 2019-ში ოთახის საშუალო ღირებულება მაღალ სეზონზე 261 ლარს, ხოლო დაბალ სეზონზე 182 ლარს შეადგენდა.
gbc.ge