კახეთში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

access_time2019-12-27 10:57:09

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ კახეთის რეგიონში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



„მელიორაციის გარეშე, სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოუდგენელია. 2012 წლიდან, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა და შედეგად, უკვე 130 ათასი ჰექტარი ფართობია გასარწყავებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა მიწას. სამელიორაციო სამუშაოები ზამთრის პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა სეზონს მომზადებული დავხვდეთ. სამუშაოები გაგრძელდება 2020 წელსაც. ამბიციური გეგმები გვაქვს ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. უნდა აღინიშნოს, რომ ზემო ალაზნის ორი არხი, ფაქტობრივად, მთლიანად კახეთის რეგიონს ამარაგებს სარწყავი წლით, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია. კახეთში მაღალი ღირებულების კაკლოვანი კულტურის ახალი ბაღები შენდება. შესაბამისად, წყლით უზრუნველყოფა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. კლიმატის ცვლილებების ფონზე, გამოწვევები სულ უფრო იზრდება და სამინისტრო მუშაობს, რომ კლიმატზე ადაპტირებული პოლიტიკის შემუშავება თანმიმდევრულად განხორციელდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.



შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მარჯვენა და მარცხენა მაგისტრალური არხებზე ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია მაგისტრალური არხის 4,4 კმ-იანი მონაკვეთზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების (გალერეა, წყალგამშვებები და მათი მექანიკური მოწყობილობები, მილხიდები) რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 397 000 ლარს შეადგენს.




საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 3 330 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.



საირიგაციო სისტემით სარგებლობას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, წყაროსთავი, იორმუღანლო, დუზაგრამა, ლამბალო, ყანდაურას (ნაწილი) მოსახლეობა შეძლებს.







ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up